რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
A.V.M |
Aug 14 2013, 09:14 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Alterego
ციტატა მაგრამ მე ვფიქრობ ისე როგორც მანამდე ვამბობდი გასაგებია ფიქრობ , მაგრამ გააჩნია თუ რაზე დაყრდნობით ფიქრობ ამას . დავიწყოთ შენი ,,არგუმენტების'' კრებსითად განხილვა : 1– ელიასა და ენოქის ამ კონტექსტში მოხსენიება უკვე შევთანხმდით რომ შეცდომაა , რადგან ისინი არ მომკვდარან . 2–მცდარია ის აზრი , რომ შენი ამ მოსაზრების საფუძვლად აღებული გაქვს ეკლესიის ისტორია , რომ ვითომ იგი , მე–6 საუკუნემდე აღიარებდა რეინკარნაციას , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამგვარი რამ არსად და არასდროს ყოფილა. 3–ბოლოს განხილულ მუხლში მცდარად გიწერია რომ ხალხს იესო ესაია ეგონა და ამის გამო შენც გიჩნდება აზრი მათ რეინკარნაციისა სწამდათ . ახლა უფრო კონკრეტულად ამ მუხლის შესახებ , რომელიც თუ არ ვცდები შენი უკანასკნელი არგუმენტი იყო : მცდარად დაწერილ მუხლს შენის ნებართვით გავასწორებ: ,,27. და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ? 28. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.''(თ. 8, მ. 27-30) ამას წერს მარკოზი . ახლა ვნახოთ თუ რას წერს ლუკა : 18. და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად? 19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. სანამ მუხლს განვიხილავდეთ , მოდი ჯერ ვთქვათ , თუ ვინ იგულისხმება სიტყვებში :,,წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. '' და ,,ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.'' ამ ერთ წინასწარმეტყველებში ხალხი ებრაელები მუდამ გულისხმობდნმენ ხოლმე იერემია წინასწარმეტყველს და რატომ იცი? რატომ და მის დროს გაქრა სჯულისკიდობანი ეს კი უდიდესი განძი იყო კი მოგეხსენება მათთვის . ხოდა ამიტომ ფიქრობდნენ რომ იმ დროს , როდესაც მოვიდოდა პიროვნება , რომელიც ბევრ სასწაულს მოახდენდა , იქადაგებდა , იწიასწარმეტყველებდა და.ა.შ. ეს იქნებოდა მკვდრეთით აღმდგარი იერემია წინასწარმეტყველი , რომელიც ამავდროულად დაუბრუნება ებრაელ ხალხს სჯულისკიდობანს და ვთანხმდებით მგონი , რომ ამ ხალხს იერემიას სახე , გარეგნობა , ფეხსაცმლის ზომა და.ა.შ. არ ეცოდინებოდათ , და რადგან იესო ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა , საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელდა აზრი , რომ ეს შეიძლება ის ერთი წინასწარმეტყველთაგანი , ანუ იერემია ყოფილიყო . გასაგებია ხომ? და რადგან იერემია , მათი აზრით მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო , ეს გაძლევს საშუალებას რომ ამ ყოველივეს რეინკარნაცია უწოდო? მაშინ სადაა მითხარი უფლის ძალა , სადაა მისი სასწაულმოქმედება და.ა.შ.? მაშინ უნდა მოიყვანო ჯერ ელისეს მაგალითი , რომელმაც უფლის შემწეობით ადამიანი აღადგინა მკვდრეთით . მაშინ ჯერ უნდა მოიყვანო ლაზარეს მაგალითი , რომელიც თურმე უფალმა კი არ აღარდგინა , არამედ რაღაც პროცესის და გამო გადცოცხლდა და იესო ამ გაცოცხლებასთან არაფერ კავშირშია . და.ა.შ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 09:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი