ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Aug 6 2013, 10:36 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
A.V.M
ციტატა ძალიან ფართო ცნებაა...ანუ შენ იმ აზრზზე ხარ , რომ ნამდვილი , ქრისტიანული სწავლება ვერცრთმა კონფენსიამ ვერ შემოინახა , რადგან არ ეთანხმებიან შენს აზრზს. არა ვერცერთმა ვერ შემოინახა არა. უბრალოდ მთავარია ქრისტეს გზაზე სიარული და მაინცდამიანც ვიწრო პარტიულად ,რომელ კონკრეტულ ეკლესიას წარმოადგენ ეს არ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მრავლაფეროვნება არის ძალიან მაგარი რამ. ერთი ეკლესია ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებს , ეს სხვადასხვა სახეები ქმნის სილამაზეს. შეგიძლია ამ ეკლესიაზე თქვა ეს აქვთ კარგი, ამათ ეს აქვთ კარგი და ა.შ ქრისტეს პოვნა კი შეიძლება არაერთ ეკლესიაში,შეგიძლია საერთოდ ეკლესიის გარეშეც. ჩემი აზრის დათანხმება არ დათანხმება არა , აქ მხოლოდ ერთი აზრის გაზიარებაზეა საუბარი,რაც დავწერე. რომ არ არის ერთ მხარე ,რომელიც ცალსახად მართალია ,და მეორე მცდარი. ამ ფრაზის გააზრებაა საჭირო - ვინც ჩემს წინააღმდეგ არაა ჩემიანია! ციტატა კარგი , ახლა გთხოვ რომ დაწერო ყველა ის არგუმენტი , რომლის გამოც ჩვილთა ნათლობა არ მიგაჩნია სწორად... მიმაჩნია რომ ქრისტიანობის თავისუფლების რელიგიიდან გამომდინარე ადამიანი თავად ირჩევს ქრისტეს და არ გადადის ეს მემკვიდრეობით. თვითონ არჩევა კი შესაბამის დონეზე მომზადებას ნიშნავს. ამას კი სჭირდება იმხელა ასაკი ,როცა უკვე აზროვნებ. და ეს ჩვილობაში ვერ იქნება ვერანაირად. გარდა ამისა არის ბიბლიაში ერთი ფაქტი მაინც ,როცა ჩვილთა ნათლობა ხდება ? არ არის არცერთი შემთხვევა. ფაქტია რომ ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ . ისიც ფაქტია რომ მერე დაახლოებით მე-4 საუკუნეში შემოვიდა ნათლობის ეს ხერხი ,რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და არც მაინცდამაინც ქრისტეს სწავლებას არ ესადაგება. წერია წმინდა წერილში, თან პირდაპირ ქრისტეს მხრიდან რომ ხელსახლა დაბადებაა საჭირო. თან ეს ისე ნათლად და თვლასაჩინოდ წერია , არ უნდა იყოს რთული გასაგები. ძალიან მიკვირს ასე პირდაპირ აზრს ,როგორ ამახინჯებს ხალხი. ეს შეიძლება გათვითცნობიერებით ან გაუთვითცნობიერად ხდება. საინტერესო ისაა რომ ამ ეკლესიაშიც მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ,არის ხალხი რომელიც პირდაპირ ამბობს , რომ ჩვილთა ნათლობა არ არის სწორი, რომ ეს შემდეგ წამოვიდა და არ არის ქრისტესეული. მაგრამ საბოლოოდ ეკლესიის სწავლება მაინც სხვაა, მე მიკვირს ან ეს ხალხი ,როგორ რჩება ამ ეკლესიაში . რამდენადღა შეესაბამებიან ამ ეკლესიას. |
sopo... |
Aug 15 2013, 04:02 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
A.V.M ქრისტეს პოვნა კი შეიძლება არაერთ ეკლესიაში,შეგიძლია საერთოდ ეკლესიის გარეშეც. ჩემი აზრის დათანხმება არ დათანხმება არა , აქ მხოლოდ ერთი აზრის გაზიარებაზეა საუბარი,რაც დავწერე. რომ არ არის ერთ მხარე ,რომელიც ცალსახად მართალია ,და მეორე მცდარი. ამ ფრაზის გააზრებაა საჭირო - ვინც ჩემს წინააღმდეგ არაა ჩემიანია! ჩემი აზრით სიმართლე ამ შემთხვევაში ერთმხარესაა, ნაკლენად მრავალმხრივი,, რელიგიები ერთმანეთს არ ავსებენ იმდენად რამდენადაც ეწინააღმდეგებიან, ანუ ისლამი ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად არამედ მორიგ ადამიანად, წინასწარმეტყველად, ეს -იმ ქრისტეს რომელიც გვწამს ცალსახად ეწინააღმდეგება, ყველაზე თავზარდამცემი სიმართლე ქრისტიანობის არის ღმერთის სიკვდილი ადამანებისთვის, სიმდაბლე, სიყვარული, სხვა მეტი არაფერია საჭირო ცხონებისთვის და ამ მსხვერპლის უგულებელმყოფელი რელიგია როგორ ჩაითვლება მის შემავსებელად, ასეთი სხვაობა იმ სწავლებებს და ხედვას შორის რასაც რელიგიები გვთავაზობენ ბევრია, .. ციტატა გარდა ამისა არის ბიბლიაში ერთი ფაქტი მაინც ,როცა ჩვილთა ნათლობა ხდება ? არ არის არცერთი შემთხვევა. ფაქტია რომ ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ . ისიც ფაქტია რომ მერე დაახლოებით მე-4 საუკუნეში შემოვიდა ნათლობის ეს ხერხი ,რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და არც მაინცდამაინც ქრისტეს სწავლებას არ ესადაგება. ნათლობა მარტო არჩევანი არ არის, ანუ გარეგნულად ასეა მაგრამ სულერი შობით ღვთის შვილი ხდები, მფარველი ანგელოზი დაემკვიდრება შენთან, თან ყველაფერს გონებით ვერ შეაფასებ, თითქოს ცოტა გაუგებარია, მაგრამ ცხოვრებაშიც, სახარებაშიც ხშირია შემთხვევები როცა ადამიანებს სულიწმინდის მადლით ეხილება თვალი. ანუ გამოცდილებითაც ასეა, ხან რაღაც ხედვა, რწმენა, განცდა ხდება შენთვის ხელსეშახები, თუმცა იგივე გონებით მანამდე გაუგებარი შენთვის. ქრისტიანობაში ადამიანი თავის თავზე მეტად ღმერთზე ამყარებს იმედს, სთხოვს რომ განამტკიცოს რწმენაში დაიფაროს ცოდვისგან. ნათლობაც ადრეულ ასაკში ამ კუთხით თუ შევხედავთ იქნებ უფრო გასაგები გახდეს, რადგან ის არჩევანი, რწმენა და მისი შემდგომი მიყოლა-დაცვა უფრო ღმერთის ხელშია ,.. რაც შეეხება ფაქტებს პირველი ქრისტიანები მთელი ოჯახებით ინათლებოდნენ, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. „ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მოსატევებლად... ვინაიდან თქვენია აღთქმა და თქვენი შვილების და ყველა მშობლებისა, ვისაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი“ (საქმე 2, 38-39). „ნათელ იღო მან (ლიდიამ) და მისმა სახლეულმა“ (საქმე 16, 15. იხ. საქმე 16, 33-34). ბიბლიური ტრადიციით „სახლეულში“ პირველ ყოვლისა ბავშვები იგულისხმებოდნენ (იხ. 3 მეფ. 17. 9-17; იობ. 21. 19-21). ბიბლიაში მითითებული იყო, როცა სახლეულთა შორის ბავშვები არ იყვნენ (დაბ. 50, 7-8). პავლე მოციქული ბავშვებს წმინდანებს უწოდებს. „თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან“ (1 კორ. 7, 14). ნათლობის გარეშე კი წმინდანი არავის ეწოდება (იხ. იოან. 3, 5; 1 კორ. 6, 11; საქმე 22, 16; ტიტ. 3. 5-7). - See more at: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...h.4nZkaWxY.dpuf ძველ აღთქმაში 8 დღის ბავშვების წინადაცვეთა ხდებოდა და ამით ისინი „ღვთის ბეჭედს“ იღებდნენ ისე, რომ მათ ამის შესახაებ არც კი ეკითხებოდნენ. ანამ, სამუელ წინასწარმეტყველის დედამ, ღმერთს ჯერ დაბადებამდე აღუთქვა შვილი და გაჩენიდან ცოტა ხანში საბოლოოდ მიუძღვნა კიდეც, ისე, რომ ბავშვისათვის არც კი უკითხავს (1 მეფ. 1, 1-28). ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის მუცელში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმა იგრძნო ღვთის მადლი და შეტოკდა, რაჟამს ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მათ სახლში სტუმრად მიბრძანდა (ლუკ. 1, 39-44). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი