რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
afxazi |
Aug 16 2013, 11:14 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა უამრავი ფაქტია რომელიც ადამიანებს მოსდით, ზოგს უცაბედად ახსენდება მისი წინა ცხოვრება , ზოგი ავადმყოფობის შემდეგ იწყებს სხვა ენებზე საუბარს და ა.შ, ერთ ერთი მაგალითი რაც პირადად ვიცი, აქ სადაც მე ვცხოვრობ ჩამოვიდა უცხოეთიდან ქალი რომელიც ამტკიცებდა რომ წინა ცხოვრებაში ესპანელი იყო და აქ ცხოვრობდა როცა ქუჩებში დადიოდა ამბობდა ადრე რა იყო ამ ადგილას და ასე შემდეგ, ასევე თქვა მისი სახელი რომელიც ადრე ერქვა და ვინ იყო მერი თუ მსგავსი თანამდებობის პირი იმ დროს, ეს ყველაფერი არქივში გადამოწმდა და მართლაც ცხოვრობდა ადრე აქ ეგეთი ადამიანები ვინც მან დაასახელა და ეს იყო ზუსტი თარიღი არ მახსოვს მაგრამ ათას რვაას რომელიღაც წლების ისტორია, ამ ინფორმაციას ეს ქალი ვერ მოიპოვებდა ვერანაირად, არც ინტერნეტშია და არსად ეს მხოლოდ ინახება მერიის არქივში და ეკლესიის არქივში, პადრემ იპოვა თუარ ვცდები ეს სახელები არქივში და ამ ქალმა ყველაფერი იცოდა, როცა ეკლესიაში შევიდა ამბობდა რო იცოდა ეს ეკლესია ადრეც ნამყოფი იყო ამ ფაქტების სრული იგნორირება არ შეიძლება, თუმცა არასწორი დასკვნები (უფრო არალოგიკური) არ უნდა გავაკეთოთ და მათ არასწორი მიმართულება არ უნდა მივცეთ. რეინკარნაციის თეორია, ქრისტიანობას რომ თავი დავანებოთ, იმდენად არალოგიკურია, რომ გონიერი ადამიანი ვფიქრობ, რომ უნდა ხვდებოდეს მის სიცრუეს. ყველაფრის თავი და თავი, როგორც ვთქვი წარმოდგენილი ფაქტების არასწორი მიმართულებაა, რადგან ის, რომ ესა თუ ის ადამიანი მოულოდნელად ადრეულ პერიოდში მომხდარ ფაქტებში მონაწილეობას გრძნობს და ა.შ. ეს სულაც არ არის ბოდვა. ბევრი შეიძლება ცრუობდეს კიდეც, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ არ ცრუობდეს და მართალი იყოს. ქრისტიანობა ამას შემდეგნაირად ხსნის: კაცობრიობას, მოყოლებული პირველმშობლებიდან, წარმოადგენს ერთ ორგანიზმს, როგორც ერთი ადამიანური ბუნების მქონეს. ადამიანს გააჩნია მეხსიერებითობის თვისება, რომელიც გენეტიკურია ადამიანში (რაც აგრეთვე აქვთ ცხოველებსაც), ანუ ის გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. ანუ ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მისი ცხოვრების განმავლობაში "აგროვებს", ხოლო ეს ინფორმაცია გენეტიკურად გადაეცემა შთამომავალს. და ამ ინფორმაციამ როდის შეიძლება წამოყოს თავი, როდის შეიძლება ამოტივტივდეს სხვა ადამიანში, ეს არავინ იცის, თუმცა კი შესაძლებელია, რომ ამოტივტივდეს. და სწორედ ეს ინფორმაციაა, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს რეინკარნაცია, ანუ პიროვნული მონაწილეობა ამა თუ იმ მოვლენაში გონია წინა ცხოვრებაში. დიახ, აქ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მეხსიერებითობის გენეტიკურობასთან და არანაირად ადამიანის პიროვნულ არსებობას ამა თუ იმ ეპოქაში, ამა თუ იმ მოვლენაში. ამ ყოველივეს ეკლესიის მამები სამოთხესთან დაკავშირებით ახსენებენ. ეკლესიური სწავლებით სამოთხე ადამიანის ბუნებითი სამშობლოა, საიდანაც გამოიდევნა ის და ამჟამად ექსორიობაში იმყოფება. და სწორედ სამოთხის მახსოვრობა გადასცა შთამომავლობას ადამმა და ევამ და ეს მახსოვრობა სხვადასხვა სახით ყოველთვის ავლენდა თავს ამა თუ იმ ადამიანში სხვადასხვა ფორმით. იქნებოდა ეს ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა (კონან დოლის დაკარგული სამოთხე მახსენდება). ანუ აქ არაფერ შუაშია რეინკარნაცია (რომელიც ბოდვაა, რადგან აუქმებს ადამიანის პიროვნულობას და გამოყავს რაღაც გარუკვეველი არსება). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 08:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი