რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
afxazi |
Aug 16 2013, 05:14 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Alterego
ციტატა ეგრე ბევრი რამეა ალოგიკური მაგრამ რაც გინდათ ის ჯდება ლოგიკაში მაგალითად იონამ რო თევზის მუცელში გაძლო smile.gif) ეგ რო სხვა რელიგიის სწავლებაში იყოს იტყოდით რო უუუფ ზღაპარიაო იონას ვეშაპის მუცელში ყოფნა სულ სხვა რამეა. სასწაულებრივად ეს შესაძლებელია, თუმცა როგორც ვიცი სრულად დასაშვებია ამგვარი რამ ბუნებრივადაც მოხდეს, რადგან ვეშაპს აქვს ორგანო, სადაც ადამიანი შეიძლება მოხვდეს, ანუ როგორც საკვები არ გადამუშავდეს (ამაზე თავს ვერ დავდებ, თითქოს სადღაც წავიკითხე). მაგრამ ეს არაფერ შუაშია რეინკარნაციასთან, რომელიც ადამიანის პიროვნებას აუქმებს და მას რაღაც გაურკვეველ არსებად წარმოაჩენს, რომელიც მუდმივად მოგზაურობს აქეთ იქით და ხან ცხოველია, ხან ქვა და ა.შ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Alterego |
Aug 16 2013, 05:45 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
Alterego იონას ვეშაპის მუცელში ყოფნა სულ სხვა რამეა. სასწაულებრივად ეს შესაძლებელია, თუმცა როგორც ვიცი სრულად დასაშვებია ამგვარი რამ ბუნებრივადაც მოხდეს, რადგან ვეშაპს აქვს ორგანო, სადაც ადამიანი შეიძლება მოხვდეს, ანუ როგორც საკვები არ გადამუშავდეს (ამაზე თავს ვერ დავდებ, თითქოს სადღაც წავიკითხე). მაგრამ ეს არაფერ შუაშია რეინკარნაციასთან, რომელიც ადამიანის პიროვნებას აუქმებს და მას რაღაც გაურკვეველ არსებად წარმოაჩენს, რომელიც მუდმივად მოგზაურობს აქეთ იქით და ხან ცხოველია, ხან ქვა და ა.შ. ხო მაგრამ იონას ამბავი და სხვა ბევრი კიდე სხვა რელიგიის მაგალითად ისლამის სწავლებებში რო იყოს ხოარ დაიჯერებდი გულახდილად მითხარი იმიტომ არ დაიჯერებდი რო ალოგიკურია და როცა ქრისტიანობაში ვხედავთ ალოგიკურს უბრალოდ ზოგი ისეა ( პირადად შენზე არ მაქვს საუბარი) რომ არათუ გააკრიტიკოს არამედ განხილვის დონეზეც კი არ მივა და არ გაუჩნდება კითხვები კი მაგრამ ეს როგორ? უბრალოდ რახან ეს მამაომ მოუყვა და რახან საეკლესიო ლიტერატურაში ამოიკითხა უკვე ეს უნდა მიიღოს სინამდვილედ და გონია რო ეჭვი თუ შეიტანა ცოდავს, ეს უკვე ფანატიზმა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 09:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი