საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 20 2013, 09:30 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მღვდელ ნიკოლოზ ტაბაღუას მსახურების უფლება შეუჩერდა
18:04 20-08-2013 მღვდელ ნიკოლოზ ტაბაღუას მსახურების უფლება შეუჩერდა საპატრიარქომ მღვდელ ნიკოლოზ ტაბაღუას მღვდელმოქმედება შეუჩერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი მამა ნიკოლოზის არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს უკავშირდება, რომელიც მან ბოლო პერიოდში ტელეეთერით გააკეთადა მღვდლისთვის შეუფერებელ საქციელად ითვლება. პატრიარქის მდივნის განმარტებით, მამა ნიკოლოზი რამდენიმე თვეა, რაც მღვდელია. მისთვის უცნობია, რა დროით შეუჩერდება მამა ნიკოლოზს მღვდელმოქმედება. მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა (თემურ ტაბაღუა) ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურებდა. იგი 2006-2011 წლებში სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების დირექტორი იყო, სადაც გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებული პირები იხდიდნენ სასჯელს. ამასთან, ბოლო დღეებში გავცელდა ვიდეომასალა, სადაც მამა ნიკოლოზი გამომძიებელ კახა ჭუმბაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, რათა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. მისივე თქმით, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, თითქოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები, სხვა პატიმრებთან შედარებით, ახალაიას რეკომენდაციით, უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს. ხოლო, თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheucherda.html მომწონს უკანასკნელ პერიოდში საპატრიარქოს გააქტიურება ამ მხრივ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი