IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დედათა წესის დროს ჯვრისწერა შეიძლება?
qeti787
პოსტი Jul 11 2013, 07:45 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-July 13
წევრი № 13,237



დედათა წესის დროს ჯვრისწერა შეიძლება? sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
†სერგი†
პოსტი Aug 23 2013, 11:15 PM
პოსტი #42


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



დაგვიანებული გამოხმაურება

საუკუნეების მანძილზე ეკლესია განუწყვეტლივ ღებულობს გამოწვევებს ამსოფლიდან. ყველა ამ გამოწვევას ეკლესია პასუხობს ღვთის სიტყვით. კაცთა სიბრძნის ღირსება ჩანს ღვთის სიბრძნის ფონზე.
კაცთა ბრძნობა ხშირად თავს იჩენს თვით ეკლესიის წიაღში სხვადასხვა მწვალებლობის თუ ცრუ სწავლების სახით. ისინი საფუძვლად იღებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ არა ღვთის მიერ მეტყველებენ, არამედ კაცობრივად, დაცემული ბუნების შესაბამისად ბჭობენ და მრავალს აცდუნებენ ეკლესიაში სოფლის სასიხარულოდ. არაერთი განხეთქილება და განყოფა მოხდა ეკლესიაში ამის გამო. ეკლესიისგან განყოფილნი გარკვეულ ფარგლებში ინარჩუნებენ ეკლესიის გარეგნულ ფორმებს, მაგრამ არსით მათი სწავლებანი კაცთა დადგენილებებია და არა ღვთისა, და ასე აგრძელებენ თავის არსებობას ღვთის ეკლესიის გარეთ.
ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სოფელი კვლავ გვიგზავნის გამოწვევებს იმ იმედით, რომ ვიღაცა ეკლესიაში წამოეგება ამ გამოწვევას და ეკლესიის წიაღში დაიწყებს მის გავრცელებას დიპლომირებული „ღვთისმეტყველის“ ჯერ არაღიარებული „ავტორიტეტის“ სახელით. ტრაგიკომიკურია ამგვარი მოღვაწეების მდგომარეობა. ღირსი იოანე სინელი, როდესაც მას ღირსი იოანე რაითელი სთხოვს ორმოცწლიანი ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცდილების წერილობით, სწავლა-დარიგების მიზნით გადმოცემას, პასუხობს, რომ თავის თავს არ თვლის ღირსად, სხვას ასწავლოს. დღეს კი გუშინდელი სტუდენტი, ღვთისმეტყველის დიპლომით ჯიბეში და მითუმეტეს, ახლად ხელდასხმული მღვდელი, ავტორიტეტულად იწყებს კრიტიკულ მსჯელობას საეკლესიო წესებსა, ტრადიციებსა და გადმოცემებზე. მერე რა, რომ ჯერ ვერ ერკვევა საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკისა და საეკლესიო სწავლების ურთიერთმიმართების საკითხში და ამჟღავნებს თავის გამოუცდელობას, სამაგიეროდ ჩანს მისი მიზანდასახულობა: წარმოჩნდეს პროგრესულად მოაზროვნედ სოფლის თვალში. ჰოი, უბადრუკობა! საკითხი, რომელსაც ვაპირებ შევეხო, თავისთავად არ არის საპოლემიკო. ეს სოფელი, ეკლესიის გარე წრე, ცდილობს ამგვარი საკითხები აქციოს პოლემიკის საგნად, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წიაღში ეს საკითხები არ არის სადავო. რომ არა სასულიერო პირის სახელით მავანის გამოხდომა, არც ღირს ამ საკითხზე საჯაროდ მსჯელობა. ვისაც უნდა უფალთან ერთობა და აწუხებს თავისი მდგომარეობა, მიმართოს ეკლესიას და იქ გაარკვიოს თავისთვის პირადად, თუ როგორ მოიქცეს.
ნათქვამია: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. რა ვქნათ, როცა ფიცი საეჭვოა და ბოლო - სამარცხვინო? „თეოლოგიის დოქტორმა საეკლესიო სამართალში“, როგორც თავის თავს მხოლოდ “მუყაოს დიპლომის” საფუძველზე უწოდებს მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, უნდა იცოდეს და სტუდენტებსაც ასწავლიდეს, რომ მღვდელი თავისი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე საჯაროდ, ჭრელი აუდიტორიის წინაშე არ უნდა გამოდიოდეს. მითუმეტეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც მას ჰგონია, ეკლესიის სწავლებას ეხება. ვისი კურთხევით გამოდის მღვდელი ალექსი? თუ თეოლოგიის დოქტორს არ ევალება საეკლესიო სამართლის ნორმების დაცვა? დედის წინ მორბენალი კვიცის ფიცი დავიჯეროთ?
მღვდელი ალექსი თავის „კანონიკურ-ანთროპოლოგიურ ანალიზს“ რატომღაც მართლმადიდებლურს უწოდებს და იწყებს სიტყვებით: „მართლმადიდებელი ეკლესიის ადამიანის შესახებ სწავლებაში ერთ-ერთ დელიკატურ პრობლემად დღემდე რჩება ქალის „უწმინდურობის“ საკითხი“. ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში „ქალის უწმინდურობის“ საკითხი არც „დელიკატური“, არც სხვა რაიმე „პრობლემა“ არასოდეს ყოფილა. არცერთ მორწმუნე, ღვთისმოშიშ მანდილოსანს აზრად არ მოუვა დედათა წესის დროს წმიდა ზიარების მიღება. ეკლესიის სწავლება ამ საკითხს არც განიხილავს, რადგან აქსიომატურია. ეს საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკის საკითხია და საკმარისია რამდენიმე წმიდა მამის გამონათქვამი, რომელიც ეკლესიამ კანონად მიიღო. თეოლოგიის დოქტორმა საეკლესიო სამართალში დაგვისახელოს, რომელ მსოფლიო თუ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, სადაც ეკლესიის სწავლების შესახებ იყო მსჯელობა, განიხილებოდა ეს საკითხი. მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრებამ, რომელმაც ეკლესიის კრებითი ბეჭდით დაბეჭდა ამ საკითხის შესახებ არსებული ნეტ. დიონისე და წმ. ტიმოთე ალექსანდრიელების კანონიკური ეპისტოლეები, არც კი დაუთმო ცალკე დრო მათში დასმული საკითხების განხილვას, არამედ ცალსახად განაჩინა ამ ეპისტოლეების სრული და უგამონაკლისო მიღება და დაცვა. მღვდელი ალექსი თავისი „ანალიზის“ დასაწყისში „ეკლესიის სწავლების“ პრობლემურ საკითხად აცხადებს დედათა წესის მოვლენას, ხოლო თავისი წერილის დასკვნით ნაწილში „ეკლესიის სახარებისეული სწავლების“ რანგში აჰყავს ქალის ფიზიოლოგიურ-ბუნებრივ მდგომარეობაში მისი ურთიერთობა უფალთან. სახარებაში და მოციქულთა ეპისტოლეებში სადმე თუ გვხვდება ამ საკითხზე მსჯელობა? ეგებ გაგვახსენოს ღვთისმეტყველების დოქტორმა... სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება დედათა წესს არ ეხება. ნუთუ არ იცის თანამედროვე აკადემიური მეცნიერული ცოდნისა და წიგნიერების მეტრმა, რომ დედათა წესი ბუნებრივი, აუცილებელი ფიზიოლოგიური მოვლენაა, ხოლო ხანგრძლივი, არაპერიოდული, წლების მანძილზე სისხლდენა ავადმყოფობაა. ის დედაკაცი განკურნებას ითხოვს მაცხოვრისგან და არა დედათა წესის შეჩერებას. დედათა წესის შეწყვეტა ხომ უშვილობის საწინდარია. ღვთისმეტყველების დოქტორი სანამ არასაღვთისმეტყველო საკითხებს შეეხება, სპეციალისტთან უნდა მივიდეს კონსულტაციაზე – ფიზიოლოგთან, ან გინეკოლოგთან, (აკი თვითონ გვირჩევს, ამ საკითხის განსახილველად მოვიწვიოთ „ფართე საზოგადოება“), ან სამედიცინო ენციკლოპედიაში ჩაიხედოს, რა იწვევს ქალში გამუდმებულ სისხლდენას და რა არის მიზეზი დედათა წესის? რატომ არ უკეთდება დედაკაცს ოპერაცია, როდესაც მას დედათა წესი აქვს და არც სისხლის ანალიზს იღებენ ამ მდგომარეობაში? მღვდელი ალექსი შესაშური თავმდაბლობით აჯამებს თავის ოპუსს სიტყვებით: „ჩვენი მიზანი არ იყო აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი“. რომელ კითხვაზე? რომელიც ეკლესიაში, მორწმუნე საზოგადოებაში არც დგას? პასუხის მაგივრად ვიხილეთ: ა) კანონისტის მიერ არცოდნა საეკლესიო კანონების: მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონი განაჩინებს დედათა წესის დროს დედაკაცთა ზიარების დაუშვებლობის შესახებ არსებული ნეტარი დიონისე და წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელების კანონიკური ეპისტოლეების სრულ, უგამონაკლისო და განუხრელ დაცვას. ბ) პატიოსანი მღვდლისგან უპატიოსნო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკვლევი მასალისა თუ მოღვაწე, ავტორიტეტული მღვდელთმთავრის - სხვა მკვლევარის ნაშრომისადმი: 1) საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მღვდელმა ალექსიმ მოიხმო „III საუკუნის სხვა კანონიკური ძეგლი - „მოციქულთა განწესებანი“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არაა დიდი სჯულისკანონის შემადგენლობაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონიკურ წყაროს წარმოადგენს“. ნუთუ არ იცის სამართლის მეტრმა, რომ ეს „მნიშვნელოვანი საეკლესიო წყარო“ - VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ განიხილა და განაჩინა, რომ ვინაიდან მასში „ძველად სხვაგვარადმადიდებელ მწვალებლებს ეკლესიის განსარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისთვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ, რითაც კეთილშვენიერ საღმრთო სჯულს აბნელებენ, მათ („მოციქულთა განწესებანის“ – მ.ი.) სამართლიანად ამოღებას ვბრძანებთ ქრისტიანული სამწყსოს განსამტკიცებლად. არაფერი აქვთ საერთო მწვალებელთა გამონაგონსა და უცთომელ, საკუთრივ მოციქულთა მოძღვრებას!“ რისთვის დამალა ეს განჩინება კანონისტმა მღვდელმა? რა გამოდის?! ეკლესიის მიერ მრევლის განსამტკიცებლად და გარყვნისგან დასაცავად საეკლესიო სამართლის მიმოქცევიდან ამოღებული ძეგლი კვლავ შემოაქვს ოცდამეერთე საუკუნის თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართლის დარგში? ეკლესიის „განსარყვნელად“? 2) თანამოაზრედ, მღვდელი ალექსი ღირსეული მღვდელთმთავრის სერბეთის აწგანსვენებული პატრიარქის პავლეს ნაშრომს „იმოწმებს“. მკითხველი რომ დაარწმუნოს ალექსანდრიელი პატრიარქების კანონიკური ეპისტოლეების „არაცენზირებულობაში“, ასახელებს პატრისტიკული და შუასაუკუნეების საეკლესიო მემკვიდრეობის ძეგლებს და შემდეგ წერს: „სერბეთის პატრიარქი პავლე ყველა ხსენებული წყაროს შესწავლის შემდეგ ასკვნის, რომ ქალის „უწმინდურობასთან“ დაკავშირებული არცერთი ციტატა არ გამოხატავს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას და წარმოადგენს მხოლოდ მათი ავტორების კერძო აზრს“. რა ვთქვათ ამ „დელიკატური“ ინტერპრეტაციის შესახებ? ქშუტაშვილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ან პატრიარქი პავლე მართლაც არ იცნობს VI მსოფლიო კრების ზემოთხსენებულ განჩინებას, ან განზრახ ამახინჯებს ფაქტებს, სინამდვილეში კი მღვდელ ალექსის სურს ასე წარმოაჩინოს ვითარება. ნუთუ ვერ შენიშნა თეოლოგიის დოქტორმა, რომ სერბეთის უწმინდესი პატრიარქი წერს: „...по словам Властара, женщины в старину входили в алтарь для причащения в этом состоянии. Опосредовано это, доказывают и вопросы, заданные святому Дионисию и Тимофею. Но и после этого, когда вышло определение о том, что они тогда не могут причащаться, они приходили в церковь на молитву, как дает понять канонист Вальсамон (ХII в.), говоря, что, в особенности в женских монастырях, женщины с месячным истечением приходили в церковь и, поскольку не могли причаститься, стояли на паперти и молились Богу. Он (თეოდორე ბალსამონი – მ.ი.) был против этого их присутствия и стояния на паперти, и говорил, что не следовало бы им вообще приближаться к храму. Той же точки зрения придерживался и Матфей Властарь, как мы уже показали. Из литургистов С. Булгаков говорит, что по церковным правилам (не называя каким) женщина в период месячного или послеродового очищения не должна входить в храм и причащаться. Его точку зрения дословно повторяют прот. В. Николаевич и проф. д-р Л. Миркович, ссылаясь на 2 правило святого Диониси и на 7 правило-Тимофея-Александрийского. Мы считаем, что эти частные мнения Вальсамона и приведенных авторов, или мнения их современников об этом предмете, не подтверждены никаким высшим авторитетом – Вселенским или Поместным собором – и не могут рассматриваться как позиция всей Православной Церкви. Тем более, что мы знаем, что Церковь позволяла, с глубокой древности, стоять у паперти и еще некрещенным (оглашенным), равно как и некоторым степеням кающихся, т.е. тем христианам, которые после крещения во время гонений пали и отреклись от Христа, или учинили убийство, прелюбодеяние, либо другие тяжкие грехи, «чтобы они, – как говорит святой Симеон Солунский, – слушанием и смотрением участвовали в божественном, устами и языком исповедовали веру и пели благочестивые слова.
Не может быть, чтобы Церковь поступала строже в отношении женщин в афедроне, нежели в отношении нравственных преступников, и не дозволяла бы им, чтобы они слушанием и смотрением «участвовали в божественном», в исповедании веры и пели благочестивые слова. Это подтверждало бы и точку зрения преп. Никодима Святогорца, который, со ссылкой даже на Вальсамона, говорит, что женщины и в это время могут молиться, «будь то наедине в своем доме, будь то на паперти храма, моля Бога и прося помощи и спасения у Него».
Поэтому я полагаю, что из приведенного правила святого Дионисия можно с уверенностью заключить только, что женщина во время менструации не может причащаться“. განა აშკარა არ არის, რომ საეკლესიო კრებსითი ავტორიტეტით, უწმიდესი პავლეს აზრით, არ მყარდება დედათა წესის დროს დედაკაცთა ტაძარში შესვლის ამკრძალავი „კერძო აზრები“? განა დაუშვებს ვინმე ახალბედა რჯულმდებლის კვალდაკვალ, რომ ციტატაში მითითებული სახელების შემდეგ ფრაზა „частные мнения Вальсамона и приведенных авторов, или мнения их современников об этом предмете“ კანონიკური ეპისტოლეების ავტორებს გულისხმობს? პატრიარქი პავლე ასეც რომ ფიქრობდეს, განა მისი კერძო აზრი გადაწონიდა ეკლესიის სიტყვას? მაგრამ ვაი, რომ სერბეთის შესვენებული პატრიარქიც ცილისწამების მსხვერპლია. გ) კადნიერი დამოკიდებულება წმიდანებისადმი: „ნეტარი დიონისეს და წმინდა იოანე მმარხველის ციტირებული კანონებიდან მტკიცდება სერბეთის პატრიარქის პავლესა და სხვა მკვლევარების დასკვნა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალის უწმინდურობის შესახებ მოსაზრება გავრცელდა, როგორც ძველი აღთქმის მოსეს სჯულის არაცენზირებული გადმონაშთი ...... საბედნიეროდ, ყველა წმინდა მამა და საეკლესიო მწერალი არ იყო ძველი აღთქმის წარმოდგენების ზეგავლენის ქვეშ!“ როგორ გავიგოთ? ეკლესიის წმიდა მამები და მათი ეპისტოლეების დამამტკიცებელი მსოფლიო კრების წევრები ვერ ხვდებოდნენ განსხვავებას ძველ და ახალ აღთქმებს შორის და მხოლოდ დღეს შენიშნა ეს „შეცდომა“ თეოლოგიის ნორჩმა დოქტორმა? დ) წმიდა სახარების ვერ გაგება. არა მარტო ვერ გაგება, არამედ, სამწუხაროდ, ფალსიფიკაციასაც აქვს ადგილი: პეტრე მოციქულის გამოცხადება დედათა წესს ეხება, თუ ეს იყო მოწოდება წარმართებთან საქადაგებლად მისვლის შესახებ? მაგრამ ჩვენი უმცროსი ძმა არ ცხრება და გვთავაზობს „ამ საკმაოდ დელიკატური(?) და პრობლემატური(?) საკითხის განსახილველად მოგვეწვია ეკლესიის ფართე საზოგადოება და განსაკუთრებით ღვთისმეტყველი სპეციალისტები (!)“. ოცი საუკუნის მანძილზე ეკლესიას აზრად არ მოსვლია დედათა წესის საღვთისმეტყველო ასპექტით განსახილველად კრების მოწვევა და აი, ოცდამეერთე საუკუნის ღვთისმეტყველების მედროშედ მოგვევლინა მღვდელი ალექსი და გვიწვევს კრებაზე. რა უბედურებაა?!.
სოფელი, ალბათ, სიხარულით ტაშს დაუკრავს „პროგრესულად“ მოაზროვნე, ნაკითხ მღვდელს, მაგრამ ეკლესიის წევრი სოფელი არ გახდება, რადგან ეკლესია არ არის ამსოფლისა, არამედ უფლისაა.
რა ვუთხრათ ჩვენ ახალგაზრდა მღვდელს? დაფიქრდეს, ეკლესიის დიდი სჯულის კანონში შეტანილი რამდენიმე წმიდანის კანონიკურად აღიარებული წერილი არის კერძო აზრი, თუ ქშუტაშვილისეული რედაქციით მოწოდებული აწ განსვენებული სერბეთის პატრიარქის მოსაზრებები, რომელიც ეკლესიას კანონიკურად არ მიუღია? მაგრამ რა ვქნათ, პატრიარქ პავლეს სიტყვების შეგნებული გაუკუღმართებაც არ აკმაყოფილებს კანონისტ ქშუტაშვილს და ბოლოს გამოგვიტყდა: „სერბეთის პატრიარქი ხსენებულ ნაშრომში აღარ ავითარებს თემას, მაგრამ პასუხი არც თუ ისე რთულია“ და გვთავაზობს თავის ორიგინალურ ხედვას. განსვენებული პატრიარქის „მოსაზრებები“ ერთ-ერთ დაბალ საფეხურად არის გამოყენებული; უფრო მაღლა დგას თვით უახლესი ღვთისმეტყველის სწავლებანი. აქ, ჩვენ, როგორც ვხედავთ, თვითრჯულობასთან გვაქვს საქმე და პოლემიკას აზრი ეკარგება.
„რა არის მისთვის ჰეკუბა?
ვინ არის იგი ჰეკუბასთვის?“

რუსთავისა და მარნეულის
მიტროპოლიტი იოანე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
qeti787   დედათა წესის დროს ჯვრისწერა შეიძლება?   Jul 11 2013, 07:45 PM
G_saxva   ანუ აქ მოძღვარს არ ...   Jul 12 2013, 09:22 AM
A.V.M   სასულიერო პირს გაა...   Jul 12 2013, 04:16 PM
mekaje   წესით და კანონით ა...   Jul 12 2013, 04:19 PM
A.V.M   mekaje მოდი ყველა ეგ წე...   Jul 12 2013, 04:26 PM
mekaje   A.V.M ერთ კითხვას დავ...   Jul 12 2013, 05:12 PM
A.V.M   mekaje ისე საპასუხოდ გ...   Jul 12 2013, 05:17 PM
mekaje   A.V.M ჯერ ერთი დედათა ...   Jul 12 2013, 05:25 PM
G_saxva   A.V.M ჯერ ერთი დედათა ...   Jul 12 2013, 09:21 PM
sopo...   A.V.M მეორეც: თითქმის ...   Jul 13 2013, 01:41 AM
A.V.M   mekaje აი ამაზე გეკითხ...   Jul 12 2013, 09:20 PM
A.V.M   G_saxva კაი რა გაპარვა ...   Jul 12 2013, 09:23 PM
G_saxva   G_saxva კაი რა გაპარვა ...   Jul 12 2013, 09:29 PM
A.V.M   მე ეს სწავლება მომ...   Jul 13 2013, 08:13 PM
sopo...   ვერ მივხვდი mekaje-ს პო...   Aug 4 2013, 03:54 AM
ქევანა   mekaje http://smiles.ge/smile/3d/other/7a73caeeb...   Aug 4 2013, 12:48 AM
tamuna m   mekaje ჯვრიწერას თავი ...   Aug 4 2013, 01:08 AM
A.V.M   tamuna m ქევანა თქვენგა...   Aug 4 2013, 01:41 AM
tamuna m   A.V.M ანუ?   Aug 4 2013, 01:44 AM
A.V.M   tamuna m ხშირად ისე იქცე...   Aug 4 2013, 01:56 AM
A.V.M   sopo... ვერც მე...   Aug 4 2013, 04:44 PM
tamuna m   sopo... გადაყოლება მას...   Aug 4 2013, 07:01 PM
sopo...   sopo... "თ" უწერია, რ...   Aug 4 2013, 08:03 PM
ქევანა   A.V.M მე მშვენივრად შე...   Aug 4 2013, 08:20 PM
sopo...   A.V.M დამანახეთ ქალი, ...   Aug 4 2013, 10:40 PM
tamuna m   sopo... და კონკრეტულად ...   Aug 4 2013, 09:06 PM
ქევანა   tamuna m ანუ მარტო ქართ...   Aug 4 2013, 09:26 PM
qetevano   ისე საინტერესოა ის...   Aug 4 2013, 09:46 PM
A.V.M   qetevano რომელი? ქალის ე....   Aug 4 2013, 10:09 PM
qetevano   A.V.M ხოო   Aug 4 2013, 10:18 PM
A.V.M   qetevano ძველი აღთქმის ...   Aug 4 2013, 10:33 PM
უჩა   ქალი მედავითნე? ქა...   Aug 4 2013, 10:36 PM
G_saxva   ქალი მედავითნე? ქა...   Aug 5 2013, 09:37 AM
A.V.M   თომსენთან წავიკით...   Aug 4 2013, 10:50 PM
A.V.M   ქევანა მაგას კითხ...   Aug 4 2013, 11:17 PM
qetevano   A.V.M ეგ კი ვიცი და ახა...   Aug 4 2013, 11:26 PM
A.V.M   qetevano სჯულისკანონში...   Aug 5 2013, 01:22 AM
A.V.M   G_saxva ნწუ... ამ მუხლიდა...   Aug 5 2013, 06:07 PM
ქევანა   sopo... არ გამაგიჟო, ქო...   Aug 5 2013, 10:55 PM
sopo...   sopo... არ გამაგიჟო, ქო...   Aug 6 2013, 06:16 AM
k@the   თუ ქალბატონის ნივთ...   Aug 6 2013, 12:34 PM
G_saxva   რატომ არ უნდა დაგწ...   Aug 6 2013, 02:22 PM
A.V.M   ყველას თავისი აზრი...   Aug 6 2013, 05:24 PM
†სერგი†   დაგვიანებული გამო...   Aug 23 2013, 11:15 PM
A.V.M   †სერგი† ჯიგარი ხარ...   Aug 24 2013, 11:22 AM
†სერგი†   კითხვა: 1- დედა წესი...   Aug 24 2013, 11:39 AM
A.V.M   ხო რა... მეუფის აზრი ...   Aug 24 2013, 11:42 AM
†სერგი†   მე როგორც ვიცი ტაძ...   Aug 24 2013, 11:43 AM
A.V.M   †სერგი† შენ არ იცი ...   Aug 24 2013, 11:44 AM
†სერგი†   რა საზიზღრობააა ...   Aug 24 2013, 11:50 AM
izi-bartki   ეუფფფფ :D რათაო შვე...   Aug 24 2013, 11:53 AM
A.V.M   †სერგი† უწმინდურე...   Aug 24 2013, 12:11 PM
izi-bartki   A.V.M რაღა გვიჭირს აბა...   Aug 24 2013, 12:13 PM
†სერგი†   რაც დიდ სჯულის კან...   Aug 24 2013, 12:21 PM
MIRDAT   ასეთი რამე პირველა...   Aug 25 2013, 04:46 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 02:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი