![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] ღმერთი და ღვთისმსახურება
იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12) მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს. როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ. თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე. გავაგრძელებ....... -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] უფლის სერობა
იესომ ეს წმიდა ტრაპეზი პასექის დროს დააწესა,როცა თავის უკანასკნელ,სიკვდილისწინა ვახშამზე იმყოფებოდა მოწაფეებთან.როცა ებრაელები პასექის დღესასწაულს აღნიშნავდნენ,ისრაელიანები ერთდროულად წარსულსაც მიმართავდნენ და მომავალსაც.წარსულში ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლებას იხსენებდნენ,მომავალში ღვთის სასუფევლის დადგომის მოლოდინი ჰქონდათ.უფლის სერობაც ასევე მიმართულია წარსულისა და მომავლისაკენ.თავისი პურითა და ღვინით იგი მოგვაგონებს,თუ რა მოხდა მაცხოვრის სიკვდილის წინა დღეს.მაგრამ იმავდროულად ის მომავლისკენაც იყურება,როცა იესო ქრისტე კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე. "ვინაიდან ყოველთვის,როცა ამ პურს ჭამთ და სასმისს სვამთ,აუწყეთ უფლის სიკვდილი,ვიდრე მოვიდოდეს" - ამბობს მოციქული პავლე. იუდეველთა საპასექო ტრაპეზი იწყებოდა ლოცვა-კურთხევით,ანუ სამადლობელით ღვთისადმი პურის გამო.შემდეგ უსაფუარო პურის ნატეხებს დამსწრეთ უნაწილებდნენ.ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ეს მოქმედება იმას შეგვახსენებს,რომ ქრისტეს სხეული "ჩვენთვის იქნა გაცემული". იუდეველთა საპასექო ტრაპეზის დროს მისი მონაწილენი ერთად სვამდნენ ღვინოს.ქრისტიანულ რიტუალში ღვინო ქრისტეს სისხლის აღმნიშვნელად იქცა.მისი სიკვდილი იყო ის მსხვერპლი,რომლითაც იკურთხა ახალი აღთქმის დადება ღმერთსა და ადამიანს შორის,ზუსტად ისევე,როგორც ძველი აღთქმა იქნა კურთხეული სამსხვერპლოდ მიყვანილი ზვარაკის სისხლით (გამ.24:5-8).ამიტომაც ამბობს იესო:"ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა". ამ წმიდა ტრაპეზის მონაწილეები გამოხატავენ თავის ერთგულებას ღვთისადმი,რომელმაც ახალი აღთქმა დაუწესა მათ.ღვინოც ასევე მიუთითებს ღვთის მომავალ სასუფეველზე,რომლის ნიმუშადაც სადღესასწაულო ნადიმი გვევლინება.იესომ თქვა:"ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე,როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში"(მ.26,29). მოციქულთა საქმეებში უფლის სერობას "პურის გატეხა" ეწოდება.სწორედ ასე უწოდებდნენ იუდეველები კურთხევას,რომელსაც პურის დალოცვისას წარმოთქვამდნენ.თავდაპირველად ეს პური ჩვეულებრივი ვახშმის ნაწილს შეადგენდა.კორინთოში ქრისტიანებს თან მოჰქონდათ საჭმელი,რათა ტრაპეზი ერთად აღესრულებინათ.მაგრამ პავლე ეკლესიის წევრთა შორის პურის განაწილებაში კიდევ ერთ ძალზე მნიშვნელოვან აზრს ხედავდა.მონაწილეობას ღებულობენ რა პურის გატეხაში,ამით ქრისტიანები თავად ქრისტეში იღებენ მონაწილეობას და ამით "ქრისტეს სხეულის" - ეკლესიის - წევრები ხდებიან.ეკლესიის გაყოფა და დანაწევრება არის იმ ჭეშმარიტების უარყოფა,რაც,თავის მხრივ,მთლიანი პურის გატეხაში პოულობს გამოხატულებას. შემდგომში უფლის სერობის გამართვა ცალკეულ ქრისტიანთა სახლებიდან გადატანილ იქნა სპეციალურ შენობებში და სერობა ჩვეულებრივი ტრაპეზის ნაწილს უკვე აღარ წარმოადგენდა.რიტუალს დაემატა ქრისტიანული ლოცვები და სადიდებლები,რომლებიც სინაგოგაში გამოყენებული მსახურების თარგზე იყო შექმნილი. უფლის სერობაზე (ანუ "ევქარისტიაზე") წარმოსათქმელი ლოცვების შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები დაცულია "დიდაქეში" ("თორმეტი მოციქულის მოძღვრებაში"),რომელიც ჩვ.წ.-ის პირველი საუკუნის ბოლოს ან მეორე საუკუნის დასაწყისში იქნა დაწერილი. მ.26:26-29; მრკ.14:22-25; ლ.22:14-20; საქმე 2:46; 20:7; 1 კორ.11:20-34; 10:16-17. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი