IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "მამაო ჩვენო"-ს შესახებ
dimitri28
პოსტი Aug 31 2013, 04:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-October 12
წევრი № 12,710



დამლოცეთ მამაო.

შეკითხვა მაქვს "მამაო ჩვენო"-ს ლოცვის შესახებ.

შეგიძლიათ მითხრათ ლოცვანში რატომ არ არის ეს ლოცვა სრულად?
ანუ მათეს სახარებაში ეს ლოცვა მთავრდება ასე: "რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება საუკენეთა მიმართ, ამინ!"

რა გამოდის ამით? არასრულად და არასწორად ვლოცულობთ ყოველთვის? უფალმა დაგვიბარა ასე ილოცვიდეთო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
damiane80
პოსტი Sep 3 2013, 04:24 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



კითხვაზე პასუხს არ ვცემ, უბრალოდ შევსებისათვის მამაო ჩვენო სახარებაში არის ორ ადგილას: 1) მათესთან - იმ სახით როგორც თქვენ ამბობთ და 2) ლუკასთან თავი 11 მუხლი 2-4.

ლუკას სახარებაში მამაო ჩვენოს ბოლოს ასამაღლებელი არ არის მითითებული:

„მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“.

ასე რომ მინიმუმ ლუკას სახარების მიხედვით ვლოცულობთ.

თუმცა პირადად მე ხშირად ასამაღლებელსაც ვამბობ. ვფიქრობ ასამაღლებელის გამოტოვება ეკლესიაში ლოცვის სტილმა გამოიწვია, რადგან ასამაღლებელს ყოველთვის ამბობს მღვდელი და არა მრევლი. ამგვარად, ასამაღლებელი ეკლესიაში ლოცვის დროს ჩვეულებრივად არის ლოცვის ნაწილი, რომელსაც მღვდელი ამბობს, ხოლო მრევლი ისმენს და იმეორებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 06:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი