ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Sep 5 2013, 11:58 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
ციტატა როცა შენს შვილს ზამთრიც ცივ დღეს ტანისამოს აცმევ მას არ ეკითხები უნდა თუ არა ჩაცმა რადგან ეს აუცილებელია რომ არ გაცივდეს. მართლმადიდებლობაშიც ასეა ნათლავ და არ ეკითხები რადგან ეს აუცილებელია სული რომ არ წაირწყმინდოს. თავისუფალი ნება აქ არაფერ შუაშია, მთავარი ისაა გჯერა თუ არა ღვთის და მისგან დადგენილი საიდუმლოებების. ასე შეიძლება ბევრი ძალადობრივი ქმედების გამართლება, პრინციპში ასე წარმოიშვა კიდეც ბევრი ძალადობრივი რეჟიმი. მართლმადიდებლობა ტანისამოსია? ასე ნებისმიერი რამის თავს მოხვევა შეიძლება აიხსნას. თან არ წაირწყმინდოსო ანუ სხვა შემთხვევაში ირწყმინდება? ამას მივყავართ იმ აზრამდე რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ,მარტო ესენი გადარჩებიან და ა.შ რაც დიდი სისულელეაა. მართლმადიდებლობის იქითაცაა რაღაც. რა არა პირდაპირი შეზღუდვაა ადამიანის თავისუფალი ნების,აბა მეტი სხვა რას უნდა ვუწოდოთ შეზღუდვა? და თუ საერთოდ არ მოინათლა რა? აი დარჩა ასე არ აქვს რელიგიასთან შეხება, რა მოსდის იღუპება? ამ ზღაპრებს ახვევენ ადამიანებს თავს და მერე მგონი თვითონაც სჯერათ. რეალურად ეს ხალხის მართვის იოლი საშუალებაა. უამრავ ამ ე.წ წარწყმედილ მშვენიერ ხალხს ვიცნობ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი