დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
marine |
Sep 6 2013, 01:28 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დე...
დე! მომენატრე,. არა ისე , როგორც სხვა შვილებს მოენატრებათ საკუთარი დედის თვალები... მოგონებები მოტივტივებს ფიქრში მაშინვე ხმა მესმის ყურში გახურული, ცივი კარების. ერთხელ მოგიხმე, როს უგონომ თამაშში გართულს წარბი სრულიად დავახიე ღობეზე მავთულს. მაშინ გულიდან ამოგძახე : ,,მიშველე დედა” იმ დღის შემდეგ კი გულზე მაწევს მტანჯველი სევდა... და დამრჩა შრამი... ყოველ დილით სარკის წინ მდგარი ვახსენებ დედას, არ გაბედო, შენ არ ხარ მკვდარი,,, და კიდევ ერთხელ რომ მოგიხმო დედა ნუგეშად ნუთუ ამისთვის უნდა დავდგე სისხლის გუბესთან? დე, მენატრები... შენს საფლავთან მოვედი გუშინ... მარტო ვიყავი, ხომ მაპატიებ? მიწას შენს გულზე რომ ვერ ვიტან, სხვაგან დავყარე... მერე, ამდენი წლების მერე..პირველად ვნახე ჩემი საწყალი, გათოშილი დედიკოს სახე... ფრთხილად შეგეხე, ამ შეხებას როგორ ვნატრობდი... მთელი ცხოვრება უდედობას გულით ვდარდობდი... დე, მაპატიე! თუ ვაჟკაცმა ცრემლით ვიტირე. მე ის ბავშვი ვარ, აკვანშივე რომ დაგიტირე! დე, მე მაკლიხარ... შენი ხელის მწყურია სითბო სულ ჩაფერფლილხარ, ჩაგიხუტებ მე გულში ვითომ? დე არ გატკინოის ის მკლავები რომელსაც მხვევდი... და რა იცოდის თუ გვერგუნა ეს მძიმე ხვედრი... დე, მაპატიე, რომ მომინდა მენახე ახლა, სულ დამასველა სევდისაგან ამინდმა თალხმა... დე მენატრები სიგიჟემდე, მითხარი რა ვქნა? /ნონა ლაცაბიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 02:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი