პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Sep 11 2013, 02:19 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი ტომას მელიას ხვდება
13:12 11-09-2013 პატრიარქი ტომას მელიას ხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიას თანხმლებ პირებთან ერთად ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა სიხარული გამოთქვა მათი სტუმრობის გამო, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის. პატრიარქმა, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო. "მოხარული ვართ, რომ იმყოფებით ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამერიკის დახმარებას. დღეს არის 11 სექტემბერი, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას გარდაცვლილთა გამო", -აღნიშნა პატრიარქმა. მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი ომის გარეშე მოგვარდება. უწმინდესმა საქართველოს ეკლესიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძველესია მსოფლიოში. პატრიარქის თქმით, საქართველოში მართლმადიდებლობა IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საპატრიარქოში მყოფმა ამერიკელმა სტუმრებმა, უწმინდესის "ავე მარია" მოისმინეს. საგალობელის მოსმენამდე კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს საგალობელი 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ პატრიარქს გადასცა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და სახელმწიფო მდივნისგან მოკითხვა. პატრიარქთან შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრება. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...as-khvdeba.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი