მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Sep 11 2013, 06:07 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურები მშვიდობისაკენ მოუწოდებენ
11/09/2013 ავტორი: სერგო ფარულავა patriarchესტონეთში ვიზიტისას მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა რომ მართლმადიდებლურმა სამყარომაც უნდა მიიღოს რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება სირიაში მშვიდობისათვის ლოცვის შესახებ . ამ მოწოდებას გამოეხმაურა მისი უნეტარესობა პატრიარქი რუმინეთისა დანიელიც, რომელმაც სამწყსოს სპეციალური ენციკლიკით მიმართა და მოუწოდა გააძლიერონ ლოცვა ახლოაღმოსავლეთში მშვიდობისათვის. + დანიელი მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა მიმართვა მორწმუნე ერს კვირას, 8 სექტემბერს ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოგიწოდებთ ილოცოთ მშვიდობისათვის, რომელსაც სულ უფრო მეტად ექმნება საფრთხე. მოვუწოდებთ რუმინეთის საპატრიარქოს ყველა იერარქს, მღვდელს, მონაზონსა და მორწმუნე ერს, გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისათვის. ყველა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იმუშაოს მშვიდობისათვის, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მეუფე მშვიდობისა – იესო ქრისტე: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ” (მთ.5.9) ეს სადღესასწაულო დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ლოცვა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, ეგვიპტესა და მთელს ახლოაღმოსავლეთში, სადაც ჩვენი მოძმე ქრისტიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ვილოცოთ, რომ მშვიდობამ ყველა ადამინისთვის გამოანათოს, დამოუკიდებლად მათი აღმსარებლობისა და კულტურისა. ამდენად წმინდა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ წავიკითხავთ სპეციალურ ლოცვას “სიყვარულის განსავრცობად და ბოროტების და სიძულვილის განსადევნად.” წყარო სააგენტო რომფეა __ © junior theologians მშვიდობისაკენ მოწოდება უკვე გააკეთეს რუსეთისა და კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებმა, სირიაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ომში არ გადაიზრდება. წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება მართლმადიდებელ იერარქთა მოწოდებას სირიაში, ეგვიპტეში და მთელ ახლო აღმოსავლეთში ლოცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, დაე, უფალმა მშვიდობა მიანიჭოს ჩვენს ქრისტიან ძმებს და ყოველ ადამიანს ამ განსაცდელის ჟამს! http://www.orthodoxtheology.ge/orthodoxforpeace/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი