ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
damiane80 |
Sep 12 2013, 05:42 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა მე არ ვამბობ რომ ეს ცუდი საქციელია ....უბრალოდ ვფიქრობ რომ ნათლიას გაუჭირდება ზრდასრული პიროვნების მოთოკვა ......ბავშვს ადვილად დაიმორჩილებ ხოლო ზრდასრულს ძალიან გაუჭირდება მისი მოთოკვა ....არადა პასუხისმგებლობა ნათლიაზეც არის ვფიქრობ ნათლიის მოვალეობა არ არის "მოთოკვა" და "დამორჩილება". ჩემი წარმოდგენით ნათლია უპირველასად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სულიერ ცხოვრებაში, ასევე ვფიქრობ აუცილებელია ნათლულისათვის ლოცვა, შესაძლებლობის ფარგლებში მასთან ახლოს ყოფნა და ხშირი ურთიერთობა. მოთოკვა და დამორჩილება უფრო მშობლის საქმეა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი