![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.
არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი? ნუ ეხლა პეტრეს რომ პეტრე არ ერქვა ეგ ხომ ფაქტია. იესომ უწოდა მას კეფა, რომელიც ბერძნულად იყო პეტრე და შემდეგ შერჩა მას ეს სახელი. რატომ არ ეძახდნენ კეფა მოციქულს? რატომ ეძახდნენ სულ პეტრე მოციქულს? იესოს არასოდეს დაუძახია მოციქულისთვის პეტრე, არასოდეს. ის ეძახდა მას კეფას. ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც. ან ფრაზა მათეს 10:34-ში: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.", აქაც არამეული სიტყვები ასე პირდაპირ არ მიუთითებს ომების და მკვლელობების მოტანაზე. არამედ საუბარია იმაზე, რომ იესოს მოაქვს ადამიანებს შორის უთანხმოება და თავად ადამიანებში(ქრისტიანებში) ცხოვრების გაძნელება. რაც აისახა კიდეც ქრისტიანთა დევნაში შემდეგ საუკუნეებში. უამრავი ამგვარი რთული ფრაზაა ახალ აღთქმაში, რომელსაც არამეული სიტყვების განმარტება თავისუფლად ხსნის. მიკვირს რომ არამეულით დაინტერესება ყოველთვის ძალიან მიზერული იყო XXI საუკუნის მანძილზე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#2
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
Otherguy
ჩემი აზრი ამსთან დაკვშირებით ასეთია, თარგმნისას რომ შეცვლილია სიტყვები ეს იმიტომ რომ შინაარსი უკეთ გაგვეგო. ანუ შინაარსი რომ არ დამახინჯებულიყო სიტყვები შეცვალეს ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
MIRDAT |
![]()
პოსტი
#3
|
![]() MIRDAT ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 ![]() |
Otherguy ჩემი აზრი ამსთან დაკვშირებით ასეთია, თარგმნისას რომ შეცვლილია სიტყვები ეს იმიტომ რომ შინაარსი უკეთ გაგვეგო. ანუ შინაარსი რომ არ დამახინჯებულიყო სიტყვები შეცვალეს ![]() შეიძლება მასეცაა, მაგრამ რა მაგალითიც აქვს მოყვანილი, მანდ აზრია შეცვლილი... არ ვარ ამ საკითხში გარკვეული, კარგი იქნებოდა რომ ესაუბრათ ისეთ ხალხს ვინც იცის რამე ამ საკითხის შესახებ.... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი