![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
რადგან აშკარაა, რომ იესო არამეულად საუბრობდა, მიკვირს, რომ თავიდანვე, ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერები დიდად არ იყო ეკლესიის მხრიდან მოწონებული და აღიარებული. წმ. ეფრემ ასურის და წმ. აფრაატის გარდა იშვიათად, რომ ვინმეს მხოლოდ არამეული ბიბლიით ეხელმძღვანელა.
არადა რაც მართალია მართალია - ყველაზე ახლოს იმასთან, თუ რას გულისხმობდნენ ნათქვამებში იესო და მისი მოციქულები, არამეულ ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. როგორც არ უნდა იდეალურად ეთარგმნათ ბერძნულად, მაინც ხომ არამეულად იქნება ყველაზე ზუსტი? ნუ ეხლა პეტრეს რომ პეტრე არ ერქვა ეგ ხომ ფაქტია. იესომ უწოდა მას კეფა, რომელიც ბერძნულად იყო პეტრე და შემდეგ შერჩა მას ეს სახელი. რატომ არ ეძახდნენ კეფა მოციქულს? რატომ ეძახდნენ სულ პეტრე მოციქულს? იესოს არასოდეს დაუძახია მოციქულისთვის პეტრე, არასოდეს. ის ეძახდა მას კეფას. ან რომ წერია ლუკას 14:26-ში: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას..."-ო, არამეულში ეგ სიტყვა ნიშნავს - "გვერდზე გადადება"-ს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ასე გავიგოთ? იესო სიძულვილს არასოდეს არ ქადაგებდა ისედაც. ან ფრაზა მათეს 10:34-ში: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.", აქაც არამეული სიტყვები ასე პირდაპირ არ მიუთითებს ომების და მკვლელობების მოტანაზე. არამედ საუბარია იმაზე, რომ იესოს მოაქვს ადამიანებს შორის უთანხმოება და თავად ადამიანებში(ქრისტიანებში) ცხოვრების გაძნელება. რაც აისახა კიდეც ქრისტიანთა დევნაში შემდეგ საუკუნეებში. უამრავი ამგვარი რთული ფრაზაა ახალ აღთქმაში, რომელსაც არამეული სიტყვების განმარტება თავისუფლად ხსნის. მიკვირს რომ არამეულით დაინტერესება ყოველთვის ძალიან მიზერული იყო XXI საუკუნის მანძილზე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
nick
MIRDAT G_saxva გასაგებია, მაგრამ მაინც მიკვირს, რომ რამოდენიმე ეკლესიის მამის გარდა ორიგინალის კითხვის იდეა არავის გასჩენია. მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი დანანებით ამბობს ერთგან, რომ ბერძნული სეპტუაგინტა კარგია, მაგრამ ბევრი რამ იკარგება მაინც ებრაულიდან ბერძნულში თარგმანისას. იესო არამეულად საუბრობდა და არა ბერძნულად, ასე რომ არამარტო აზრი შეიძლება დაიკარგოს თარგმანისას, არამედ პოეტური ფრაზებიც. "მამაო ჩვენო" ირითმება რეალურად არამეულ ენაზე, ზოგ იგავებში კი ლამაზი პოეტური სიტყვების თამაშია. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი