პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Sep 21 2013, 11:23 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი - ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია. ამის შესახებ უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ ძნელია იმის თქმა, თუ რით დაიმსახურა საქართველომ ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო. "ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ქართველი ადამიანი გამოირჩევა თავისი გულწრფელობით და ამიტომ ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი ხალხი ამ დიდი წყალობით", - აღნიშნა უწმინდესმა. კათოლიკოს-პატრიარქმა ადამიანის უფლება-მოვალეობის, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებაც იქადაგა. უწმინდესის თქმით, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაკლია ესა თუ ის საჭმელი, ან ჩასაცმელი. "აბა შეხედეთ ჩვენს წინაპრებს, როგორი ცხოვრება ჰქონდათ და როგორი მადლიანი ხალხი იყვნენ. როგორ უვლიდნენ ოჯახებს. დღეს ადამიანი გახდა მომხმარებელი, მომთხოვნი და უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ან ოჯახისთვის. არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზეც. ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია. "ამიტომ მე მინდა გირჩიოთ და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, როცა დაინახავთ სხვა ადამიანების გაჭირვებას, დაეხმარეთ მათ", - განაცხადა უწმინდესმა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლი ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ დალოცა და მათ უსურვა - ღმერთმა მისცეს გონება და გული გონიერი, ხედვა, რათა დაინახონ სხვა ადამიანების გაჭირვება. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86425-pat...l#ixzz2fYZvA2Gs -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი