პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Sep 29 2013, 03:30 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გთავაზობთ
კათოლიკოს პატრიარქის ილია II ს ქადაგებას სამების საკათედრო ტაძარი 29 სექტემბერი 2013 წელი http://www.orthodoxtheology.ge/patriarqis_qadagebebi/ პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში მალე იქნება პრეზიდენტის არჩევნები. "ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ვინც მიგაჩნიათ ღირსად და რომელსაც შეუძლია ამ ურთულეს დროს გაუძღვეს ჩვენს ქვეყანას, მას მიეცით ხმა", - მიმართა უწმინდესმა მრევლს. პატრიარქის თქმით, ბოროტება ბოროტებით ვერ იკურნება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით. "თუ ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, სიკეთით უნდა გადაუხადო და ის სიკეთე ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდება. ეს ღვთის კანონია", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა ასევე თხოვნით მიმართა მრევლს და საზოგადოებას, ნუ გამოიჩენენ სიხარბეს და დაკმაყოფილდნენ მცირედით. "თუ გაქვთ სახლ-კარი, საჭმელი, ნუ იქნებით ხარბნი და ღმერთი ყველაფერს მოგცემთ. ჩვენი გონება უნდა იყოს მიმართული ღვთისაკენ. ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა ვატაროთ და ვთხოვოთ უფალს, ძალა მოგვცეს ამისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი იღლება და ეცემა. ამიტომ დაიწერა საგალობელი "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", - ბრძანა ილია მეორემ. უწმინდესმა ძველი რომაელების გამონათქვამი გაიხსენა - "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად" და აღნიშნა, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს, რა მხრივ იცვლება იგი. "თუ ცუდისკენ ვიცვლებით, საცოდავები ვყოფილვართ, თუ კარგისკენ - ბედნიერები ვართ. სიკეთე და ბოროტება ისეთი დიდი საკითხებია, მუდამ აღელვებდა და აწუხებდა ძველ ფილოსოფოსებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ბენიერება შექმნას სხვის უბედურებაზე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ბოროტებას აკეთებს, ამით მოგებაშია. უნდა გვახსოვდეს, უბედური ის კი არ არის ვისაც ბოროტებას უკეთებენ, უბედურია ის, ვინც აკეთებს ბოროტებას", - ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ქართველი ჯარისკაცები და შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დალოცა და ისურვა "ღმერთმა ამსახუროს ისინი საქართველოს კეთილდღეობისთვის". წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86900-pat...l#ixzz2gHRD5pu2 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი