ტრაპეზთან შეხება, ვიმსჯელოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრაპეზთან შეხება, ვიმსჯელოთ |
G_saxva |
Sep 24 2013, 02:29 PM
პოსტი
#1
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
თქვენი აზრი მაინტერესებს უნდა ეხებოდეს თუ არა, ტრაპეზს ერის კაცი. თუ კი რატომ თუ არა მაინც რატომ?
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Oct 8 2013, 02:42 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკრძალებასა და მორიდებაზე რომ არ იყოს დამოკიდებული აღნიშნული მოსაზრების სიზუსტე , ეკლესიის სწავლებასაც მოვიტან თქვენის ნებართვით . სრულყოფილი პასუხი რომ გამომივიდეს , ამის გამო კი მცირე , ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ . გავიხსენოთ ძველი აღთქმის ეკლესია და ამ პერიოდის ტაძარი . რისგან შედგებოდა იგი : 0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად . 1- ეზო . 2-წმიდა . 3-წმიდათა წმიდა . ახლა გავიხსენოთ თუ ვინ და სად იმყოფებოდა ამ პერიოდში . 0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად . - აქ იმყოფებოდნენ გარეშე პირები . 1- ეზო - აქ იმყოფებოდნენ უბრალო ხალხი . (იყო კაცების ეზო და იყო ქალების ეზო . ) 2-წმიდა - აქ იმყოფებოდნენ სასულიერო პირები . (მაგ : როდესაც იოანეს მამა - ზაქარია აკმევდა და ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი , სწავლების მიხედვით სწორედ წმიდაში იყო . ) 3-წმიდათა წმიდა - აქ საერთოდ არავინ შედიოდა . ახლა თქვენის ნებართვით განვიხილოთ ის , თუ როგორ გადმოვიდა ძველი აღთქმის ტაძარი , ახალი აღთქმის ეკლესიაში . წმინდა - ანუ ტაძრის ყველაზე დიდი ადგილი . აქ ერთად იმყოფებიან კაცები და ქალები . წმიდათა წმინდა - ანუ საკურთხეველი , სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები . უბრალო დაკვირვებაა საჭირო , იმის დასანახად , რომ ახალ აღთქმაში , ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ყველამ . (მღვდლიდან დაწყებული , მრევლით დამთავრებული . ) ჩვენ , მრევლმა , ეზოდან წმიდაში გადავინაცვლეთ , სასულიერო პირებმა კი ,,წმიდადან'' ,,წმიდათა წმინდაში.'' ყველანი ველოდებით იმ დროს , როდესაც უფლის მეორედ მოსვლა იქნება , რადგან კიდევ ერთი საფეხურით წინ გადავინაცვლოთ და წმიდათა-წმიდაში დავმკვიდრდეთ . იქამდე კი დავჯერდეთ იმ ადგილს სადაც ვდგავართ და ის საქმსე რაც წმიდათა-წმინდას განეკუთვნება და რაც მღვდლის აღსასრულებელია , ჩვენ ნუ ავასრულებთ . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი