ტრაპეზთან შეხება, ვიმსჯელოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტრაპეზთან შეხება, ვიმსჯელოთ |
G_saxva |
Sep 24 2013, 02:29 PM
პოსტი
#1
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
თქვენი აზრი მაინტერესებს უნდა ეხებოდეს თუ არა, ტრაპეზს ერის კაცი. თუ კი რატომ თუ არა მაინც რატომ?
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
athos |
Oct 7 2013, 10:42 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მე გიპასუხე უკვე, რომ ჩვენთან მაგას განაპირობებს სამი ფაქტორი და ჩამოვთვალე.
სხვა რა პასუხს ელოდები? მოკრძალების გამო არშეხება საკმარისი არ არის? ზიარებასთან მაგალითი მე მოვიყვანე, მაგრამ ასე პირდაპირად გასაგებად კი არა. გარკვეული ირონიაც კი იყო. მაგ ლოგიკით, რადგან უფალმა თავისი სისხლი და ხორცი მოგვცა და თვით მას ვეზიარებით, უკვე აღარაფრის მიმართ არ არის საჭირო მოკრძალების გამოჩენა? მსგავს კითხვებს ტრადიციით განპირობებული წესების შესახებ მილიონს დავსვამ თუ გინდა. აგერ ანტიოქიის ადგილობრივ ეკლესიაში გოგოები ჰყავთ სტიქაროსნებად და ჩვენთანაც გადმოვიღოთ, არ გინდა? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
G_saxva |
Oct 8 2013, 09:33 AM
პოსტი
#3
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მე გიპასუხე უკვე, რომ ჩვენთან მაგას განაპირობებს სამი ფაქტორი და ჩამოვთვალე. სხვა რა პასუხს ელოდები? მოკრძალების გამო არშეხება საკმარისი არ არის? ზიარებასთან მაგალითი მე მოვიყვანე, მაგრამ ასე პირდაპირად გასაგებად კი არა. გარკვეული ირონიაც კი იყო. მაგ ლოგიკით, რადგან უფალმა თავისი სისხლი და ხორცი მოგვცა და თვით მას ვეზიარებით, უკვე აღარაფრის მიმართ არ არის საჭირო მოკრძალების გამოჩენა? მსგავს კითხვებს ტრადიციით განპირობებული წესების შესახებ მილიონს დავსვამ თუ გინდა. აგერ ანტიოქიის ადგილობრივ ეკლესიაში გოგოები ჰყავთ სტიქაროსნებად და ჩვენთანაც გადმოვიღოთ, არ გინდა? მე კითხვა დავსვი, თუ რატომ არ შეიძლება და შენ მიერ დაწერილ პოსტში რატომ მთავაზობ რამე გადმოვიღო ვერ ვხვდები. მე უბრალოდ დაინტერესება გამოვთქვი თუ არსებობს კონკრეტული პასუხი აი ამიტომ არ შეიძლება რადგან ეს ამა თუ იმ წმინდანის მიერ არის ახსნილი. როგორც შენ მგალითად მოიყვანე ზიარება მეც მაგალითად მოვიყვანე ბერძნული ეკლესია. G_saxva როდის შემდეგ ამოვიღეთ არგუმენტებიდან მოკრძალება? ისე . მაინტერესებს თუ წაგიკითხავს სერაფიმე საროველის , ნიკოდიმოს მთაწმინდელის და სხვათ (ძალიან ბევრია და ვერ ჩამოვთვლი ) , სწავლებები საკურთხეველში ქცევის თობაზე . რამხელა მოკრძალების გამოჩენას გვთხოვენ მათ მიმართ და.ა.შ. ტრაპეზთან შეხებაზე კი არა , საკურთხეველში , იატაკის მოწმენდილ წყალზე რას წერენ , რას ამბობს საკურთხეველში დაფენილ ხალიჩათა გაწმენდის შესახებ , საცეცხლურის გასუფთავებაზე , წირვისას ნაცვამ ტანსაცმელზე და.ა.შ. წაუკითხავთ შენთვის ლექციები თუ როგორ უნდა იაროს საკურთხეველში სტიქაროსანმა , როდის შეიზლება ზურგი შეაქციოს ტრაპეზს , როდის დაილაპარაკოს , ნაბანი წყალი სად და როგორ დააქციოს , ტრაპეზზე ნადები ნივთი როგორ დაწვას და.ა.შ. თუ იცი როდის შეუძლია მღვდელს ტრაპეზს შეეხოს და როდის არა . რომელი ხატის დაბრძანება შეიძლება ტრაპეზზე და რომლის არა და.ა.შ. თუ იცი რომ ტრაპეზზე , ერისკაცის შეხება კი არა , სამოციქულოს დადებაც არ შეიძლება არანაირად . და ძალიან ბევრია რა . მეზარება ჩამოთვლა . საერთოდ , ერთი და ძალიან ცუდი ტენდენცია შეინიშნება ჩვენში . თუ რაღაცა სწავლება , უშუალოდ ქრისტეს მიერ მოცემული არაა , გვიჭირს სრულფასოვნად მივიღოთ იგი და მოკრძალების გამოჩენა თუ გვმართებს რაიმეს მიმართ , ამას არ ვთვლით მოვალეობად . მოკრძალება შინაგანი და გულიდან გამომდინარე თვისებაა . გულიდან გამომავალი თვისების გარეშე მსახურება კი სხვა არაფერია თუ არა თეატრალიზება . როგორ კარგადაც არ უნდა შესრულდეს იგი . გასაგებია გურამ რასაც წერ მაგრამ მოდი მე დავსვავ ასეთ კითხვას. შენ ფიქრობ საბერძნეთში სადაც ტრაპეზს ეხებიან ამით უპატივცემულობას გამოხატავენ და იქაური სასულიერო პირები არაფრად აგდებენ მოკრძალებას და თავხედურად აძლევენ სტიქაროსანს მასთან შეხების საშვალებას? მოკრძალებასა და მორიდებაზე რომ არ იყოს დამოკიდებული აღნიშნული მოსაზრების სიზუსტე , ეკლესიის სწავლებასაც მოვიტან თქვენის ნებართვით . სრულყოფილი პასუხი რომ გამომივიდეს , ამის გამო კი მცირე , ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ . გავიხსენოთ ძველი აღთქმის ეკლესია და ამ პერიოდის ტაძარი . რისგან შედგებოდა იგი : 0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად . 1- ეზო . 2-წმიდა . 3-წმიდათა წმიდა . ახლა გავიხსენოთ თუ ვინ და სად იმყოფებოდა ამ პერიოდში . 0 - ეზო წინ მდებარე ტერიტორია , რომელიც რეალურად არც ითვლებოდა ტაძრის ადგილად . - აქ იმყოფებოდნენ გარეშე პირები . 1- ეზო - აქ იმყოფებოდნენ უბრალო ხალხი . (იყო კაცების ეზო და იყო ქალების ეზო . ) 2-წმიდა - აქ იმყოფებოდნენ სასულიერო პირები . (მაგ : როდესაც იოანეს მამა - ზაქარია აკმევდა და ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი , სწავლების მიხედვით სწორედ წმიდაში იყო . ) 3-წმიდათა წმიდა - აქ საერთოდ არავინ შედიოდა . ახლა თქვენის ნებართვით განვიხილოთ ის , თუ როგორ გადმოვიდა ძველი აღთქმის ტაძარი , ახალი აღთქმის ეკლესიაში . წმინდა - ანუ ტაძრის ყველაზე დიდი ადგილი . აქ ერთად იმყოფებიან კაცები და ქალები . წმიდათა წმინდა - ანუ საკურთხეველი , სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები . უბრალო დაკვირვებაა საჭირო , იმის დასანახად , რომ ახალ აღთქმაში , ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ყველამ . (მღვდლიდან დაწყებული , მრევლით დამთავრებული . ) ჩვენ , მრევლმა , ეზოდან წმიდაში გადავინაცვლეთ , სასულიერო პირებმა კი ,,წმიდადან'' ,,წმიდათა წმინდაში.'' ყველანი ველოდებით იმ დროს , როდესაც უფლის მეორედ მოსვლა იქნება , რადგან კიდევ ერთი საფეხურით წინ გადავინაცვლოთ და წმიდათა-წმიდაში დავმკვიდრდეთ . იქამდე კი დავჯერდეთ იმ ადგილს სადაც ვდგავართ და ის საქმსე რაც წმიდათა-წმინდას განეკუთვნება და რაც მღვდლის აღსასრულებელია , ჩვენ ნუ ავასრულებთ . ახლა მეორე ნაწილი, თუ რამხელა მოკრძალება გვმართებს ტაძარში ყოფნისას. ეს ცხადია მარტო იქ ყოფნისა და დგმოისასაც კი რაღაც წესი უნდა დაიცვა რაშიც მოკრძალება გამოიხატება, მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველოს რეალობაში რამხელა მოკრძალება და რიდია ამას ყველა ხედავს. ვწერთ ასეთი უნდა იყოს ასე და ასე უნდა იქცეოდეს ამხელა მორიდება შიში და მოწიწებაა საჭირო მაგრამ პრაქტიკაში ეს რამდენად ხორციელდება არ ვიცი. ის რომ არგუმენტად წერ იმას რაც საქართველოს რეალობაში არ ხორციელდება ცოტა ძნელად მისაღებია. ძნელად მისაღები იმტომ არის რომ ეს ჩვენთან არ ხდება (უმეტეს ტაძარს ვგულისხმობ) და არა იმიტომ რომ ეს რაღაც პრინციპებსა თუ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი