ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
esre ars cheshmariteba |
Oct 9 2013, 04:29 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?
ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ! ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ? ესაიას 55 11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი! მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ ! მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია |
Iah |
Oct 14 2013, 10:41 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 8-October 13 წევრი № 13,376 |
ციტატა რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია სიტყვა აღდგომა გაცილებით ღრმა მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე ეს მკვდარი სხეულის გაცოცხლებაა, ვინაიდან შენნაირებზე ამბობს უფალი აღაპევ, მკვდრებმა კი საკუთარი მკვდრები დამარხონ. ადამიანი აღსდგება მაშინ, როდესაც მასში მშვინვიერი კაცი მოკვდება და სულიერი გაცოცხლდება, სხეულებით კი უფალი მოსავს დათესილ მარცვალს, სულიერ სხეულს აღდგომა აღარ ჭირდება, ის უკვე აღმდგარი სხეულია და თანახმად იესოს სიტყვისა სუფევს ვითარც ანგელოზნი ცაში და არც თხოვდება და არც ცოლს ირთავს, ჰო კიდევ აფერისტ რასელთან ერთად არ თამაშობს ასპიტის ბუდესთან და ხბოსა და ლომის ერთად ბალახის ძოვის ზღაპრებს არ ყვება. შეუძლია გაარჩიოს მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამისაგან და ა.შ -------------------- დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
|
esre ars cheshmariteba |
Oct 15 2013, 01:06 AM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
სიტყვა აღდგომა გაცილებით ღრმა მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე ეს მკვდარი სხეულის გაცოცხლებაა, ვინაიდან შენნაირებზე ამბობს უფალი აღაპევ, მკვდრებმა კი საკუთარი მკვდრები დამარხონ. ადამიანი აღსდგება მაშინ, როდესაც მასში მშვინვიერი კაცი მოკვდება და სულიერი გაცოცხლდება, სხეულებით კი უფალი მოსავს დათესილ მარცვალს, სულიერ სხეულს აღდგომა აღარ ჭირდება, ის უკვე აღმდგარი სხეულია და თანახმად იესოს სიტყვისა სუფევს ვითარც ანგელოზნი ცაში და არც თხოვდება და არც ცოლს ირთავს, ჰო კიდევ აფერისტ რასელთან ერთად არ თამაშობს ასპიტის ბუდესთან და ხბოსა და ლომის ერთად ბალახის ძოვის ზღაპრებს არ ყვება. შეუძლია გაარჩიოს მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამისაგან და ა.შ ბიბლია საუბრობს საყოველთაო აღდგომაზე ქრისტეს მოსვლისას და თუ კაცი მანამდე მოკვდა და აღდგა მაშ მას რაგად უნდა კვლავ აღდგომა ქრისტეს მოსვლისას? საქმეს ისიც ართულებს რომ თითოეული თავისი წესითო_ ჯერ პირმშო ქრისტე , შემდეგ კი ქრისტესნიო ასე ამბობს პავლე. ამასთანავე საქმე მოციქულთაში _ კვლავ პავლე ამბობს_ მაქვს იმედი რომ იქნება მკვდართა აღდგომა მართლებისაც და უმართლოებისაცო _ ანუ თუ შენ ამბობ რომ აღდგომა ხდება მშვინვიერი სხეულის სიკვდილის შემდეგ , ეს კარგი აზრია რაც ერთ ერთი იდეაა ჩემი მოსაზრებებისა , მაგრამ რა ვქნათ რომ ის წინააღმდეგობრივია პავლეს სიტყვებისა? თუ უმართლო ადამიანი ჯოჯოხეთში გაისტუმრეს მაშ რას ნიშნავს უმართლოს აღდგომა? რა სარგებელია თუ ღმერთი კვლავ სასტიკი და დესპოტი გამოდის? პასტორმა რასელმა რაც დაწერა თავის ექვსტომეულში ნეტავ ვინმეს ქონდეს კიდევ დაწერილი წმინდა წერილის სრული განმარტება! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი