ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
esre ars cheshmariteba |
Oct 9 2013, 04:29 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?
ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ! ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ? ესაიას 55 11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი! მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ ! მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია |
Iah |
Oct 16 2013, 03:07 AM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 8-October 13 წევრი № 13,376 |
esre ars cheshmariteba
ციტატა მოიცა მართლმადიდებლური ეკლესია ასევე ასწავლის რომ_ გარდა უფლის მოსვლის დროს განკითხვისა , თითოეულ ადამიანი წარდგება პირად სამსჯავროზე გარდაცვალებისას და თუ მას განაჩენი გამოუტანს ღმერთმა და ჯოჯოხეთში დაეშვა მაშინ ქრისტეს მოსვლისას კვლავ მეორედ უნდა გამოუტანონ განაჩენი ? მათი ეს ყოფა დროებითია. როგორც ყოფა იმ დაცემულთა ვისაც ქრისტემ უქადაგა ჯოჯოხეთსა შინა. მაშ რა აზრი ქონდა ამ ქადაგებას, თუ ისინი განწირულნი იყვნენ? ასე რომ მართლმადიდებელი სამოციქულო დედა ეკლესია არავის იმეტებს მოსაკვდინებლად, მაგრამ ადამინის არჩევანში არ ერევა და როგორც წმინდისაგან მინიჭებული აქვს უფლება "რასაცა შეჰკრავთ მიწასა ზედა შეკრულ იყლს ცაში", ამ უფლებას იყენებს რა ეკლესია, არ განსჯის და განსასჯელთ უტოვებს მოსამართლეს სამართლანს ანუ ღმერთს, ეხლა შენ რომ ჩვენგან ითხოვ ცხვრებისა და თხების გარჩევას, გეტყვი არ განსვჯით თუმცა ამის უფლება გვაქვს, ჩვენ თქვენს მსგავსად ღმერთზე წინ არ ვხტუნაობთ. რასაც ის გადაწყვეტს იქნება ისე და ამას ვერავინ შეცვლის, ჩვენ კი უფლის განგების მორჩილნი ვართ, სულ რომ შეიცვალოს ნება და წარმართნი აღაზევოს ჩვენსა ზედა ამასაც მხიარულად მივიღებთ, ჩვენ არ ვართ ის ძეები უძღები შვილისათვის ხბოს დაკვლის გამო, რომ შურით აღვივსოთ, ჩვენ მიქცეული ძმების მოყვარულნი ვართ, ასე რომ ნუ ხტუნაობ! ნუ იჭაჭები, ეს ძალად სათნო ნიღაბიც არას გარგებს, წმინდა ეკლესიამ შენ კი არ გაგდევნა, შენ გაექეცი თავად მას, ვინმემ კი არ გაგაგდო, შენ დაკარი ფეხი და გაიქეცი, თბილი ადგილი იპოვე, საკუთარი უკანალი თბილად მოიწყე ლონდონში ეს სანამ მამისაგან ბოძებულს გაფლანგავ წარნართთა გარყვნილებაში და მიწიერ სიამეთ ეძებ, ახლა კი ხლართავ კულტურულ მებრძოლ ეპითედებს, დრტვინავ, არ გამოვა რა გეუბნები, იცი რად არ გამოვა? შენ ერსა და ქრისტეს უღალატე აი ამიტომ, ეხლა შორიდან რამდენიც არ უნდა იბზრიალო არ გამოვა სანამ დედა ეკლესიას არ დაუბრუნდები, მაგრამ რომ დაუბრუნდე ჯერ ღორების მწყემსად უნდა იქცე და ამ მწყემსად გაქცევს უფალი შენზედ მოვლენილი განსაცდელებით, გგონია ეგ ბაირამობა მუდამ გაგიგრძელდება? დაეცემი და გლახაკად იქცევი, იობსაც კი შეშურდება შენი, ამიტომ გეუბნები ნუ ჯიუტობ! მამას დაუბრუნდი ის გელოდება. A.V.M ციტატა ახალი ხარ და თუ გაქვს შმაგისთან კამათის ნერვები , ჩემი თავი შემოგევლოს... ნერვები? ვინ არის, რომ მოსტაცოს ძლიერს მსხვერპლი თავად ძლიერის გაუთოკველად? ნერვები კი არა სულიერი ბრძოლა ისწავლეთ ძმებო, რადგან ჩვენ შედეგს კი არა მიზეზს ვებრძვით. თუმცა მე შედეგს ვებრძვი და ეს არა სწორია. -------------------- დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი