ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
esre ars cheshmariteba |
Oct 9 2013, 04:29 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?
ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ! ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ? ესაიას 55 11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი! მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ ! მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია |
Giorgi Kadagishvili |
Oct 19 2013, 06:52 AM
პოსტი
#22
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ჩვენსა და თქვენს შორის დამყარებულია დიდი უფსკრული და ვერც აქედან მსურველნი და ვერც მანდედან _ ვერ გადმოვლენო ! ორ ციხეში პატიმრები ისხდნენ, სასჯელს იხდიდნენ, ერთი დაწესებულება ნახევრად ღია იყო, მეორე დახურული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა მიმართა პატიმრებს და უთხრა თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული თქვენივე მდგომარეობის შემსუბუქება და ვინაიდან თავისუფლებაშეზღუდულნი ხართ, ვერც კრიტიდან გადავა ვერავინ ნახევრადღია დაწესებულებაში და ვერც პირიქით, ნუ ივიწყებ იმას, რომ აბრაამის წიაღი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით არ გახლავს ღვთის სასუფეველი, არამედ ადგილია იგივე ჯოჯოხეთში სადაც მართალთა სულები შედარებით უფრო მსუბუქ პირობებში იმყოფებოდნენ ვიდრე ცოდვილი სულები, აბრაამის წიაღი შეიძლება შევადაროთ ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულებით დაწესებულებას, სადაც პატიმრები თავისუფლად გადაადგილდებიან და აქვთ მთელი რიგი პრიორიტეტები, მხოლოდ იზოლირებულნი არიან გარესამყაროსაგან, სხვა დანარჩენი კანონით დადგენილი სიმკაცრეები მათ არ ეხებათ, აი ეს უთხრა აბრაამმა მდიდარს: "პატიმარს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქება ან გაუარესება" უუფლებონი ხართ თქვენც და ჩვენც, მაგრამ ისიც ნუ გავიწყდება რომ არსებობს ციხის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტი და სასამართლო, ვისაც ძალუძთ ამ პატიმრების ადგილთა ცვლა და საერთოდ მათი გათავისუფლებაც კი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, რაც ითქვა: "ის რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისათვის", ასე რომ მდიდარს თუ არ ძალუძს გათავისუფლება, ან მდგომარეობის შემსუბუქება, სამაგიეროდ ეს ღმერთს ძალუძს, შეუძლია ყოვლისშემძლეს იხსნას მდიდარი სატანჯველისაგან, სწორედ ეს ქნა ქრისტემ ჯერ აქ დასცა წუთისოფლის მთავარი და შემდეგ სულიერ განზომილებაში საკუთარ ციხეშივე აჰყარა ძალაუფლება, ხოლო იმ სულებს, რომლებიც სულთა საბყრობილეში ელოდნენ ხსნას, ექადაგათ მის მიერ ახალი სიტყვა ჭეშმარიტებისა, სახარება სიყვარულისა და დაიხსნა ისინი უფალმა....... ის რაც შეუძლებელია კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის, ხოლო როდესაც წერ: ციტატა ასე რომ დროებით ვერ იქნებიან მიცვალებულნი ჯოჯოხეთსა შინა! ამით ღვთის ყოვლისშემძლეობაში შეგაქვს ეჭვი, როგორ ვერ იქნებიან? აი ვთქვათ მე ვარ ღმერთი მოვისურვე და უნდა დავიხსნა ცოდვილი სული, რაა ამას ვერ ვიზამ, თუ შენ უნდა გკითხო და ნებართვა შენგან ავიღო? -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი