ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები |
nick |
Oct 17 2013, 11:39 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
მეგობრებო მინდა ერთმანეთს ვურჩიოთ საინტერესო წიგნები, ისინი რომლებიც წაგვიკითხავსმ ან რომელთაც ვკითხულობთ.
აი მაგალითად, ამჟამად ვკითხულობ სტენდალის "წითელი და შავი" მერწმუნეთ საოცარი წიგნია, ვისაც გსურთ ევროპელი მწერლების ახალი იდეებით გაიჟღინთოთ თავები, გირჩევდით ჯორჯ ორუელის "1984" მოპასანის ნაკლებად აქტუალური პრობლემებზე აგებული "ლამაზი მეგობარი" ხოლო მათ ვისაც ჯერ ქართველი მწერლები ასე თუ ისე არ ამოუწურავს, შესაბამისად ბოლომდე არ უგემია პატრიოტიზმის მქადაგებელი კალმის სიამე და არ ჰქონია ბედნიერება შემკულიყო მრავალი ვაჟკაცური თვისებებით ვურჩევდი წაიკითხოს, კონსტანტინე გამსახურდიას "ვაზის ყვავილობა" მთვარის მოტაცება" და მისივე მცირე ტიპის მოთხრობები, ხოლო მათ ვისაც არ გეშინიათ დაბრკოლდეთ კოსტას ჯერ ვერ ან არ დამტკიცებული ათეიზმით, ჯობს წაიკითხოთ დიდოსტატის მარჯვენა პ.ს ვგონებ აქ ჩამოთვლილი ყველა წიგნი ფორუმელთ უმრავლესობას წაკითხული გექნებათ მე ცოტა ვიეშმაკე და არ მინდოდა პირადპირ გამეთქვა რომ ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული და რომ თქვენგან ველოდები საინტერესო წიგნების სიას ასევე მინდა გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები როგორც ზემოთჩამოთვლილ ასევე თქვენს საყვარელ წიგნებზე -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
G_saxva |
Oct 17 2013, 10:09 PM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
გამსახურდიას დიდოსტატის გარდა არფერი ვარგა.
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
nick |
Oct 18 2013, 09:17 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
გამსახურდიას დიდოსტატის გარდა არფერი ვარგა. :/ ოპ ოპ მასეც არაა ყველა კვდება და არყაზანს რომელმაც ყველგან ყველაფერი გააფუჭა ბედნიერად მოჰყავს ცოლი. არზაყანში კომუნიზმის სახეა და ეს მოვლენა სწორედაც ლოგიკური იყო, არზაყანი, ადამიანი რომელმაც საკუთარი მამა კაც ზვამბაია მოკლა, ადამიანი რომელიც სჩადიოდა ყოველგავრ უბედურებას და საბოლოოდ ამის ხარჯზე დაწინაურად კიდეც, როგორ აღვნიშნე კომუნიზმის სახეა, ამით ჩვენმა (ყოველ შემთხვევაში ჩემმა მაინც) დიდებულმა კონსტანტინემ ამხილა კომუნიზმი-წყობა რომელიც მოსული იყო ნგრევით და დასცინა მას არზაყანის სახით ვინაიდან იგი ყოვლადგაუნათლებელი 'ადამიანი" გახლდათ, ამით მან კუმუნიზმის გაუნათლელობა და სიბნელე აჩვენა, ასე რომ ჩემო მეგობარო ამის გაკეთება მაშინ მინიმუმ გაციმბირებას უდრიდა სამუდამოდ, ეგრე ადვილიც არაა კონსტანტინს გაკრიტიკება -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
G_saxva |
Oct 19 2013, 09:38 AM
პოსტი
#4
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
:/ ოპ ოპ მასეც არაა არზაყანში კომუნიზმის სახეა და ეს მოვლენა სწორედაც ლოგიკური იყო, არზაყანი, ადამიანი რომელმაც საკუთარი მამა კაც ზვამბაია მოკლა, ადამიანი რომელიც სჩადიოდა ყოველგავრ უბედურებას და საბოლოოდ ამის ხარჯზე დაწინაურად კიდეც, როგორ აღვნიშნე კომუნიზმის სახეა, ამით ჩვენმა (ყოველ შემთხვევაში ჩემმა მაინც) დიდებულმა კონსტანტინემ ამხილა კომუნიზმი-წყობა რომელიც მოსული იყო ნგრევით და დასცინა მას არზაყანის სახით ვინაიდან იგი ყოვლადგაუნათლებელი 'ადამიანი" გახლდათ, ამით მან კუმუნიზმის გაუნათლელობა და სიბნელე აჩვენა, ასე რომ ჩემო მეგობარო ამის გაკეთება მაშინ მინიმუმ გაციმბირებას უდრიდა სამუდამოდ, ეგრე ადვილიც არაა კონსტანტინს გაკრიტიკება ჩემო კარგო მე არანაირი კრიტიკა არ დამიწყია თუ კარგად დააკვირდები ჩემი აზრი გამოვთქი მის ნაწარმოებებთან დაკავშირებით და თუ ჩემს აზრზე მედავები, ვეჭვობ რაიმე გააწყო. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
nick |
Oct 19 2013, 12:38 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
ჩემო კარგო მე არანაირი კრიტიკა არ დამიწყია თუ კარგად დააკვირდები ჩემი აზრი გამოვთქი მის ნაწარმოებებთან დაკავშირებით და თუ ჩემს აზრზე მედავები, ვეჭვობ რაიმე გააწყო. შენ არ ამბობდი დიდოსტატის გარდა არაფერი ვარგაო? დაასაბუთე მშრალი აზრები არაა გასათვალისწინებელი -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
G_saxva |
Oct 20 2013, 01:18 PM
პოსტი
#6
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
შენ არ ამბობდი დიდოსტატის გარდა არაფერი ვარგაო? დაასაბუთე მშრალი აზრები არაა გასათვალისწინებელი დიდოსტატი რომ შედევრია ამას ალბათ კამათი და სჯა ბაასი არ ჭირდება. რაც შეეხება მთვარის მოტაცებას, არ შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი ჩვენი არზაყანი რომელმაც არაფერი დატოვა გაუფუჭებელი თუ განუადგურებელი ასე მშვიდად და წყნარად წავიდეს ბოლოში და ცოლი მოიყვანოს. არ შეიძლება ამ ყველაფერს არ მოყოლოდა უარყოფითი შედეგი, თან ყველაზე საინტერესო ისაა, თავის გარშემო ყველა მოკლა ან გაწირა ბოლოს კი არხეინად თქვა წავალ ცოლს მოვიყვან ის ქალი მაინც მელოდებაო. არ მომწონს ისეთი წიგნები სადაც სიკეთე ან ბოროტება უპრეცედენტო გამარჯვებას მოიპოვებს, ეს ყველაფერი რეალობას მოკლებულია. ამას იმასაც დავუმატებ მე ამ წიგნიდან ვერც ახალი გავიგე და ვერც რამე ვისწავლე. ერთი სიტყვით არაა ეს წიგნი ჩემი სტილი ახლა მეორე მშვენიერი წიგნი კოსტასი რომლის პირველი სამი ტომი და მეოთხეც ბოლო 25 ფურცლის გარდა კარგია. ეს არის აღმაშენებელი, მართლაც საინტერესო წასაკითხია გაგიტაცებს გაგართობს და ვერ რამეს დაგანახებს, მაგრამ პირველ სამ ტომში და მეოთხეს ნახევარზე მეტში თუ აღზერილია რამოდენიმე წელი აღმაშენებლის ცხოვრებიდან 20 გვერდში 50 წელი ჩატენა და ეს იმდანად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ჩემთვის რომ მთელ წიგნს დაუკარგა ეფექტურობა. ძალიან კარგი წიგნია ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს, განსაკუთრებით ამ წიგნში მომწონს ეს ფრაზა " მაპატიე ჩემი და შნი სიყვარული საქართველოს, რომ შევწირე დაო". <3 პ.ს ხო ჩემ საყვარელ წიგნებს რაც შეეხება ესენია "ძმები კარამაზოვები (რაც წამიკითხავს ყველაზე კარგი წიგნი <3 <3 <3) გმირთა ვარამი ( სანამ კარამაზოვებს წავიკითხავდი <3 <3) ასევე დათიკო ჩვენი თუთაშხია (მილიონჯერ წაიკითხავ მილიონჯერვე რამე ახალს ისწავლი. ახლა მეტი არაფერი მახსენდება თუ გამახსენდა დავწერ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
nick |
Oct 20 2013, 03:14 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
დიდოსტატი რომ შედევრია ამას ალბათ კამათი და სჯა ბაასი არ ჭირდება. რაც შეეხება მთვარის მოტაცებას, არ შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი ჩვენი არზაყანი რომელმაც არაფერი დატოვა გაუფუჭებელი თუ განუადგურებელი ასე მშვიდად და წყნარად წავიდეს ბოლოში და ცოლი მოიყვანოს. არ შეიძლება ამ ყველაფერს არ მოყოლოდა უარყოფითი შედეგი, თან ყველაზე საინტერესო ისაა, თავის გარშემო ყველა მოკლა ან გაწირა ბოლოს კი არხეინად თქვა წავალ ცოლს მოვიყვან ის ქალი მაინც მელოდებაო. არ მომწონს ისეთი წიგნები სადაც სიკეთე ან ბოროტება უპრეცედენტო გამარჯვებას მოიპოვებს, ეს ყველაფერი რეალობას მოკლებულია. ამას იმასაც დავუმატებ მე ამ წიგნიდან ვერც ახალი გავიგე და ვერც რამე ვისწავლე. ერთი სიტყვით არაა ეს წიგნი ჩემი სტილი ახლა მეორე მშვენიერი წიგნი კოსტასი რომლის პირველი სამი ტომი და მეოთხეც ბოლო 25 ფურცლის გარდა კარგია. ეს არის აღმაშენებელი, მართლაც საინტერესო წასაკითხია გაგიტაცებს გაგართობს და ვერ რამეს დაგანახებს, მაგრამ პირველ სამ ტომში და მეოთხეს ნახევარზე მეტში თუ აღზერილია რამოდენიმე წელი აღმაშენებლის ცხოვრებიდან 20 გვერდში 50 წელი ჩატენა და ეს იმდანად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ჩემთვის რომ მთელ წიგნს დაუკარგა ეფექტურობა. ძალიან კარგი წიგნია ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს, განსაკუთრებით ამ წიგნში მომწონს ეს ფრაზა " მაპატიე ჩემი და შნი სიყვარული საქართველოს, რომ შევწირე დაო". <3 პ.ს ხო ჩემ საყვარელ წიგნებს რაც შეეხება ესენია "ძმები კარამაზოვები (რაც წამიკითხავს ყველაზე კარგი წიგნი <3 <3 <3) გმირთა ვარამი ( სანამ კარამაზოვებს წავიკითხავდი <3 <3) ასევე დათიკო ჩვენი თუთაშხია (მილიონჯერ წაიკითხავ მილიონჯერვე რამე ახალს ისწავლი. ახლა მეტი არაფერი მახსენდება თუ გამახსენდა დავწერ არზაყანზე რაც მქონდა სათქმელი უკვე ზემოთ მითქვამს და დამიწერია. რაც შეეხება დავით აღმაშენებელს შენ თუ მეტყვი რამდენ გვერდზე დაატია დავითის ისტორია მისივე ისტორიკოსმა? მხოლოდ 12 გვერდზე და კოსტას რაღას ედავები ყურადღება უნდა გაგემახვილებინა ასევე ერწუხის ომის აღწერაზე რომელსაც 70 გვერდი დაუთმო კოსტამ, ეს იყო პირველი ბრძოლა რამაც შემდგომში გამოიწვია დიდგორი და თბილისის დაბრუნება, მანამდე კი სამშვილდის და რუსთავის აღება, ძალიან დიდი იდეოლოგიის მატარებელია თითოეული მონაკვეთი მე გირჩევდი წაგეკითხა ვაზის ყვავილობა და დიონისოს ღიმილი, ასევე მისი მცირე ტიპის მოთხრობები... დათა თუთაშხიას რაც შეეხება, საოცარი წიგნია, გირჩევიდი ამირეჯიბის გორა მბორგალი წაგეკითხა, მერე კი დათა თუთაშხია და გორა მბორგალის სამწერლობო ენა შეადარე... აშკარად განსხვავდება... მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები ვინც ამბობს რომ დათიკოც ჩვენი კოტიკიოს დაწერილია პ.ს თუ ვერეფერი გაიაგე ახალი და ვერაფერი ისწავლე ეგ ცუდია... იმას პოულობენ რასაც ეძებენ.... -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი