ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
esre ars cheshmariteba |
Oct 9 2013, 04:29 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?
ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ! ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ? ესაიას 55 11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი! მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ ! მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია |
Giorgi Kadagishvili |
Oct 20 2013, 12:05 AM
პოსტი
#22
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ჯერ პირველი _ დავითი თავად იყო ქრისტიანი და მთელი ისრაელი ერი ქრისტიანები იყვნენ დავითი იუდეველი იყო და მთელი ისრაელი იუდევლები იყვნენ მრწამსით, ზოგი მათგანი კაბალისტი ზოგი ფარისეველი ზოგი სადუკეველი, ზოგი კიდევ ზოროასტრიზმის, ბაალის, აშთროთის, რომფას, ენქის და ა.შ შუამდინარეთისა და ეგვიპტის ცრუ ღმერთთა უკუღმართობის მიმდევარი. ციტატა თუ მცირედით მაინც გესმის თუ რა არის ქრისტიანობა , მაშინ ნამდვილად არ უნდა დაგეწერა ფსალმუნის 104 :15 ზე რომ დავითს წარმოდგენაც კი არ ქონდა ქრისტიანებზე ! ეს მე არ ვიცნობ ქრისტიანობას? ეს შენ არის რომ არ იცნობ, იუდეველ დავითს ივრითზე მოსაუბრეს არაფერში არ ჭირდებოდა ივრითულად ჩაეწერა ბერძნული სიტყვა ხრისტოს და არც ბერძნულად უწოდებდა მაშიახს ხრისტოს, ქრისტიანები კი ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეში ეწოდათ ანტიოქიაში ქრისტეს მოწაფეებს, რეებს წერ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე? თან შენს მიერ მითითებულ ფსალმუნში რაიმეს წინასწარმეტყველება კი არა აი როგორ გიწერია: ციტატა 104 :15 სადაც უფალი მკაცრად ამბობს: არც კი შეეხოთ ჩემს ქრისტიანებს და ჩემს წინასწარმეტყველთ არც კი უბოროტოთ ! ისე გამოგყავს თითქოს ღმერთი ჯერ არ არსებულ ქრისტიანების არ შეხებისთვის იმუქრება და აფრთხილებს ისრაელს. ასე ძნელია აღიარო რომ შეცდი? ციტატა ჯერ გავარკვიოთ რას ნიშნავს ქრისტიანობა ? მე გარკვეული მაქვს, ეს შენ გაარკვიე უკეთ. ციტატა იესო როდის გახდა ქრისტე? მაშინ როცა იგი მოინათლა და სულიწმიდა გარდამოვიდა მასზე ესეც კიდევ ერთი დიდი ტყუილი, იესო რამე კი არ გახდა, ის მუდამ იყო მხსნელი იმ დღიდანვე რა დღიდანაც ითქვა მამის მიერ გველისადმი დედაკაცის თესლი თავს გიჭეჭყავდეს. ციტატა ვინაიდან სიტყვა ქრისტე ნიშნავს _ ცხებულს და შეესაბამება ივრითულ სიტყვას მაშიახს, მესია, რაც საბოლოვო ჯამში მხსნელს ნიშნავს, ასე, რომ დავითი თუ დაწერდა რაიმეს მომავალი მხსნელის შესახებ, ბერძნულ ხრისტოს კი არა ივრითულ მაშიახს დაწერდა. ციტატა მაშასადამე ქრისტიანები ეწოდებათ მათ ვისზეც მოქმედებს სულიწმიდა კაი ერთი რა? წარმართ ჯადოქარზე, ბაალამ ბოსორელზედ რომ დაივანა სულიწმიდამ ამიტომ ის ჯადოქარი ქრისტიანია? ციტატა ს წერს პავლე უცხოტომელებს ეფესელთა 2:12 , 13 ში იმჟამად თქვენ ქრისტეს გარეშე იყავითო და ისრაელის მოქალაქეობისგან გამორიცხულნი იყავითო ანუ ისრაელ ერში ყველა ცხებული იყო ანუ ყველა ქრისტიანი იყო ისრაელის ერი არ არსებობს ეს პირველ რიგში რომ იცოდე, ისრაელი შესდგებოდა ინტერნაციონალი ერების კრებულიდან, რაც შეეხება 12 მამამთავრის ტომებს მათ ყველას საკუთარი სახელი ქონდათ, მაგ: ბენიამენიელები, იუდაელები და ა.შ ისინი შეადგენდნენ ისრაელის ნაწილს, მაგრამ მათ გარდა კიდევ უამრავი ხიზანი და ბოგანო შუამდინარეთის ტომებიდან და ხალხებიდან ირიცხებოდა ისრაელში, ქალდეის ურიდან აბრაამმა ათასობით ადამიანი წამოიყოლა, მათ ეწოდებოდათ აბრაამის სახლის კაცნი, ბიბლიაში რომ მხოლოდ წმინდა თესლის გენეოლოგიაზეა აქცენტი გაკეთებული ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენები სადღაც აორთქლდნენ. ისრაელში კი ყველა ცხებული არ იყო, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნე ისინი სხვადასხვა დამღუპველი სექტებისა და მწვალებლობების მიმდევარნი გახლდნენ, რაც შეეხება სიტყვა მაშიახს, ის მირონცხებულს, (ზეთწაცხებულს) კი არა იმ სულს ეწოდებოდა და დღესაც ეწოდება (ნებისმიერ რაბინს კითხე და გეტყვის) რომელიც მირონცხებულში იყო დავანებული. თუ ქრისტე ეწოდება ცხებულს, როგორც შენ განმარტავ, მაშინ მაგ ლოგიკით საულიც ქრისტე იყო, ეს ახალი ტიპის მკრეხელობაა. ციტატა ალბათ ყველაფერი ცხადია და აღარ დავწვრილმანდები! ძალიან გთხოვ იმისდა გამო, რომ სიამაყე არ გაძლევს უფლებას თქვა, რომ უბრალოდ შეცდი, წინარე დაწერილ აბსურდს ახალ სისულელეებს ნუ მიუმატებ, იდეალურად ვერკვევი აღმოსავლეთის ქვეყნების რელიგიურ მიმდინარეობებში წმინდა წერილში და ღვთისმეტყველებაში, თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის დეკანია მამაჩემი და ის საკითხები რომლებზეც შენ ვარაუდობ, ვიცი ზეპირად, ნებისმიერ თეოლოგს მხოლოდ მსუბუქ ღიმილს მოჰგვრის შენი თეზისები. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
esre ars cheshmariteba |
Oct 20 2013, 08:44 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba დავითი იუდეველი იყო და მთელი ისრაელი იუდევლები იყვნენ მრწამსით, ზოგი მათგანი კაბალისტი ზოგი ფარისეველი ზოგი სადუკეველი, ზოგი კიდევ ზოროასტრიზმის, ბაალის, აშთროთის, რომფას, ენქის და ა.შ შუამდინარეთისა და ეგვიპტის ცრუ ღმერთთა უკუღმართობის მიმდევარი. ეს მე არ ვიცნობ ქრისტიანობას? ეს შენ არის რომ არ იცნობ, იუდეველ დავითს ივრითზე მოსაუბრეს არაფერში არ ჭირდებოდა ივრითულად ჩაეწერა ბერძნული სიტყვა ხრისტოს და არც ბერძნულად უწოდებდა მაშიახს ხრისტოს, ქრისტიანები კი ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეში ეწოდათ ანტიოქიაში ქრისტეს მოწაფეებს, რეებს წერ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე? თან შენს მიერ მითითებულ ფსალმუნში რაიმეს წინასწარმეტყველება კი არა აი როგორ გიწერია: ისე გამოგყავს თითქოს ღმერთი ჯერ არ არსებულ ქრისტიანების არ შეხებისთვის იმუქრება და აფრთხილებს ისრაელს. ასე ძნელია აღიარო რომ შეცდი? მე გარკვეული მაქვს, ეს შენ გაარკვიე უკეთ. ესეც კიდევ ერთი დიდი ტყუილი, იესო რამე კი არ გახდა, ის მუდამ იყო მხსნელი იმ დღიდანვე რა დღიდანაც ითქვა მამის მიერ გველისადმი დედაკაცის თესლი თავს გიჭეჭყავდეს. და შეესაბამება ივრითულ სიტყვას მაშიახს, მესია, რაც საბოლოვო ჯამში მხსნელს ნიშნავს, ასე, რომ დავითი თუ დაწერდა რაიმეს მომავალი მხსნელის შესახებ, ბერძნულ ხრისტოს კი არა ივრითულ მაშიახს დაწერდა. კაი ერთი რა? წარმართ ჯადოქარზე, ბაალამ ბოსორელზედ რომ დაივანა სულიწმიდამ ამიტომ ის ჯადოქარი ქრისტიანია? ისრაელის ერი არ არსებობს ეს პირველ რიგში რომ იცოდე, ისრაელი შესდგებოდა ინტერნაციონალი ერების კრებულიდან, რაც შეეხება 12 მამამთავრის ტომებს მათ ყველას საკუთარი სახელი ქონდათ, მაგ: ბენიამენიელები, იუდაელები და ა.შ ისინი შეადგენდნენ ისრაელის ნაწილს, მაგრამ მათ გარდა კიდევ უამრავი ხიზანი და ბოგანო შუამდინარეთის ტომებიდან და ხალხებიდან ირიცხებოდა ისრაელში, ქალდეის ურიდან აბრაამმა ათასობით ადამიანი წამოიყოლა, მათ ეწოდებოდათ აბრაამის სახლის კაცნი, ბიბლიაში რომ მხოლოდ წმინდა თესლის გენეოლოგიაზეა აქცენტი გაკეთებული ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენები სადღაც აორთქლდნენ. ისრაელში კი ყველა ცხებული არ იყო, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნე ისინი სხვადასხვა დამღუპველი სექტებისა და მწვალებლობების მიმდევარნი გახლდნენ, რაც შეეხება სიტყვა მაშიახს, ის მირონცხებულს, (ზეთწაცხებულს) კი არა იმ სულს ეწოდებოდა და დღესაც ეწოდება (ნებისმიერ რაბინს კითხე და გეტყვის) რომელიც მირონცხებულში იყო დავანებული. თუ ქრისტე ეწოდება ცხებულს, როგორც შენ განმარტავ, მაშინ მაგ ლოგიკით საულიც ქრისტე იყო, ეს ახალი ტიპის მკრეხელობაა. ძალიან გთხოვ იმისდა გამო, რომ სიამაყე არ გაძლევს უფლებას თქვა, რომ უბრალოდ შეცდი, წინარე დაწერილ აბსურდს ახალ სისულელეებს ნუ მიუმატებ, იდეალურად ვერკვევი აღმოსავლეთის ქვეყნების რელიგიურ მიმდინარეობებში წმინდა წერილში და ღვთისმეტყველებაში, თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის დეკანია მამაჩემი და ის საკითხები რომლებზეც შენ ვარაუდობ, ვიცი ზეპირად, ნებისმიერ თეოლოგს მხოლოდ მსუბუქ ღიმილს მოჰგვრის შენი თეზისები. მომიტევე მეგობარო მაგრამ თუ ებრაული სიტყვები _ მესია და მოშია ვერ გაგირჩევია , ტყუილად რად მდებ ბრალს? მესია ნიშნავს ცხებულს ხოლო მოშია ნიშნავს მხსნელს და შესაბამისად რაც დამიწერე მტლიანად აფსურდულობაა! ისრაელი თუ ერი არ იყო ეგ ნამდვილად არ ვიცოდი თუკი ბიბლია ისრაელს ერად მოიხსენიებს ესეიგი ეს ასეცაა 1პეტრე 2;9 ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა. დანიელი 7;27 27. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება. - და ვინ არის ეს ერი თუ არა ღვთის ისრაელი? გალატელთა 6 :16 ქრისტე იესო და მისი ჭეშმარიტი ჟამთა დასასრულის ეკლესია! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი