რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
Giorgi Kadagishvili |
Oct 24 2013, 10:06 AM
პოსტი
#2
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
G_saxva
ციტატა მას ხომ სულ მცირე პატარა ლოგიკა უნდა? როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხელხა დაიბადოს ? და ის როგორღა შეიძლება, რომ ხრწნადმა სხეულმა უხრწნელობა დაიმკვიდროს? ამასაც ხომ სულ პატარა ლოგიკა კი არა მინიმუმ სახარებისეული ჭეშმარიტების ცოდნა უნდა, რომ ხორცი და ძვლები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს? გარდა ამისა ვგონებ იძახით რომ ადამიანური ფიზიკური სხეულით იქნა ატაცებული ელია და ენოქი ეს ასეა? Atm@n ციტატა ეს საიდან მოიტანეთ? არსება არ იხრწნება, იხრწნება სხეული, ხოლო არსება თავისი ნატიფი არსით ტოვებს სხეულს და შემდგომში შეიძლება მიიღოს სხვა სხეული (შეიძლება არც მიიღოს). შენ ეს უეჭველი იცი რაც დაწერე? -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
G_saxva |
Oct 24 2013, 11:01 AM
პოსტი
#3
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva და ის როგორღა შეიძლება, რომ ხრწნადმა სხეულმა უხრწნელობა დაიმკვიდროს? ამასაც ხომ სულ პატარა ლოგიკა კი არა მინიმუმ სახარებისეული ჭეშმარიტების ცოდნა უნდა, რომ ხორცი და ძვლები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს? გარდა ამისა ვგონებ იძახით რომ ადამიანური ფიზიკური სხეულით იქნა ატაცებული ელია და ენოქი ეს ასეა? რაც მე დავწერე იმასთან რა შუაშია ეს ? სულ სხვა რამე დავწერე სულ სხვა რამეს წერ. მე ვწერდი ცოცხალი ადამიანი ვერ დაიბადება რადგან ცოცხალია, მინიმუმ სულმა უნდა დატოვოს სხეული, რომ თავიდან დაბადო. ახლა შენ რასაც წერ ეგ რა შუაში იყო ან რატომ დაწერე საერთოდ ვერ მივხვდი. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი