![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Alterego |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 ![]() |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
![]() ![]() |
Atm@n |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
Giorgi Kadagishvili
ციტატა და ეჭვიც არ გეპარება, რომ შეიძლება ისინი იტყუებოდნენ ხო? რავიცი, მე არ მესმის სანამ თავად არ გამოცდი, როგორ შეიძლება ადამიანმა ისაუბრო სულიერ სამყაროზე, მე მაგალითად ვერიდები ხოლმე გარდაცვალების შემდეგი მოვლენების აღწერას, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი რა ხდება, თეორიულ დონეზე ვიცი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ სულში ვთქვათ იოანეს მსგავსად, არც პავლეს მსგავსად ატაცებული მესამე ცამდე, ასე რომ არ შემიცვნია ჯერ მე ის სამყარო ადამიანური გონებით, ეხლა რომ დავდგე და რაღაც ვამტკიცო აი ეს ასე ხდება და არა სხვანაირად თქო სისულელეა. ანალოგიურად რაც არ იცი და უშუალოდ არ გამოგიცდია მტკიცებით ფორმაში ნუ დაწერ ხო? მაგ ლოგიკით ბიბლიის, ისტორიის და კიდევ სხვა თემების 90% საეჭვოა. და მაგ ლოგიკით რა დარწმუნებული ხარ, რომ სახარებები არ შეცვალეს და პირვანდელი სახით მოვიდა? ან მოციქულები არ ცდებოდნენ რაღაცეებში? მაგრამ რაღაცას ენდობი და რაღაცას არა ხომ? და მართალი ხარ იმაში, რომ ეჭვი ყველაფერშI უნდა შეიტანო. სწორედ ამიტომ აღარ ვარ არც ერთი რელიგიის მიმდევარი და ჩემით ვცდილობ "ჭეშმარიტების" შეცნობას. რაც შეეხება რეინკარნაციას - ამას ვერც დაამტკიცებ ადამიანური ლგიკით და ვერც უარყოფ. და ეს არცაა არსებითი ჩემთვის, უბრალოდ ჩემი იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც ნაწილობრი რეალიზებულიც მაქვს - რეინკარნაციის არსებობა რაციონალურ-ლოგიკურ ჯაჭვში კარგად ჯდება. + ინტუიცია, რომელიც კარგი მაქვს ![]() მაგრამ იმისთვის, რომ რეინკარნაციაზე ისაუბროთ, ჯერ სულის და სხეულის არსზე და მათ განსხვავებაზე უნდა გქონდეთ წარმოდგენა, ოღონდ არსობრივად და არა კონცეფციების და თეორიის დონეზე. ადამიანმა მინიმუმ ეთერული სხეული მაინც უნდა გააცნობიეროს კარგად, ჩვენი უმეტესობა კი ფიზიკურ სხეულს ვერ გაცდა. ლაპარაკი აღარ მაქვს ასტრალურ, მენტალურ კაუზალურ და ა.შ. სხეულებზე ![]() და სულიერი განვითარების ხარისხი სწორედ ამ სხვადასხვა სხეულების გაცნობიერების და ფლობის დონეშია და არა იმაში, თუ რამდენი ინფორმაცია დააგროვა მენტალურ სხეულში ისე, რომ ვერც მოინელა. დაუჯდომელი და განუწყვეტელი ლოცვა თუთიყუშსაც შეუძლია, მორჩილი და მუყაითი მშრომელი კი ვირიცაა... -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 11:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი