რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
Giorgi Kadagishvili |
Oct 24 2013, 02:31 PM
პოსტი
#2
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
Atm@n
ციტატა მაგ ლოგიკით ბიბლიის, ისტორიის და კიდევ სხვა თემების 90% საეჭვოა. ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისათვის რა თქმა უნდა საეჭვოა, ეჭვის შეტანა შეიძლება, მითუმეტეს, რომ პრეცედენტები გვაქვს ბიბლიის გაყალბებისა, აი მაგალითად ახალი ქვეყნიერების თარგმანი, გავა 1000 წელი და დღეს თუ მე ვიცი რომ სიყალბეა, 1000 წლის მერე იდავებენ სიყალბეა თუ არა. ის რაც საეჭვოდ სცნო ეკლესიამ შერაცხა კიდეც არაკანონიკურად, აპოკრიფულად და ა.შ, ხოლო რაც არ სცნო უტყუარ წერილად, ეხლა მე მრჩება ორი გზა, ან დავუჯერო ეკლესიას, ან არ დავუჯერო, მე ჯერ ჯერობით არავის ვუჯერებ საკუთარი გამოცდილების გარდა და არაფერს ვიჯერებ იმის გარდა რისი წვდომის უნარიც თავად მაქვს. ციტატა ან მოციქულები არ ცდებოდნენ რაღაცეებში? რაღაცეებში კი არა მოციქულები ცდებოდნენ, ამის მაგალითია ურწმუნო თომა, დავა პეტრესა და პავლეს შორის და ა.შ შეუცდომლები არ იყვნენ არც მოციქულები და საერთოდ არ არსებობს შეუცდომელი ადამიანები, ბიბლიის მიხედვით ცხებული წინასწარმეტყველები და მეფეებიც კი ცდებოდნენ. ციტატა მაგრამ რაღაცას ენდობი და რაღაცას არა ხომ? ვენდობი მხოლოდ იმას რასაც თავად გამოვცდი, ან სხვა ობიექტური წყაროებითაც დადასტურდება, აიხსნება მეცნიერულადაც და მიიჩნევა უტყუარ ისტორიულ ფაქტად. აქ ჩვენ ორ განსხვავებულ რაღაცაზედ ვსაუბრობთ, მე საუბარი მაქვს სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესების შეუცნობლად არ დაჯერებაზე, შენ კიდევ მიწაზე მომხდარი ისტორიული ფაქტების საეჭვოობაზე საუბრობ. მიწაზე რაც მოხდა ეს გარდა ბიბლიისა, რომაულ-ბერძნული ისტორიული წყაროებითაც დასტურდება, ძველ აღთქმაში აღწერილი პროცესები კი მაგალითად წარღვნა, შუმერული წყაროებით მაგ გილგამეშის ეპოსი. ციტატა მაგრამ იმისთვის, რომ რეინკარნაციაზე ისაუბროთ, ჯერ სულის და სხეულის არსზე და მათ განსხვავებაზე უნდა გქონდეთ წარმოდგენა მართალი ხარ, სულზე მე ჩემი წარმოდგენები მაქვს, რამდენად სწორი ეს არ ვიცი, ამიტომ მოძღვარს მივმართე კითხვით, წესით ხომ უნდა იცოდეს არა? 1 კვირაა ველოდები პასუხს, ალბათ დიდი ხანი მომიწევს კიდევ ლოდინი და მერე იმ პასუხსაც გააჩნია, ან გავიზიარებ ან არა. ციტატა ლაპარაკი აღარ მაქვს ასტრალურ, მენტალურ კაუზალურ და ა.შ. სხეულებზე ინდუისტურ კონფესიებს ვიცნობ მე თან ძალიან კარგად, უბრალოდ ეს რომ ასეა და არა სხვანაირად ამის მტკიცებით ფორმაში თქმა დაუშვებელია, მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად გურუ გესაუბრება ატმანურ სხეულზე, შეეკითხე გურუს აღმაქმევინებ შენ ამ სხეულს? პასუხია ვერა. მაშინ რატომ უნდა დაგიჯერო? იგივეს ვეტყვი მაგალითად მღვდელს, აქ მაინცდამაინც გურუზე არ მაქვს აქცენტი გაკეთებული. G_saxva ციტატა ანუ შენ იმას ამტიკებ ელია არ არის აღტაცებული ცად სისხლით და ხორცით? მე ჯერ არაფერს არ ვამტკიცებ, მე ჯერ კითხვებს გისვამ, რომლებზეც პასუხის გაცემის ნაცვლად წერ არარსებულ რაღაცას, რომ თითქოს მე რაღაცას ვამტკიცებ და თან გაკვირვების სმაილსაც უსვამ ბოლოში, ეს სამ სებე რეჟისორობა ჩემთვის უცხო არ არის, ბევრი შვება შენს გარდა ასე, მაგრამ იქნებ ჯერ დასმულ კითხვებს უპასუხო და ჩემს ჯერ არ გამოხატულ აზრებზე შემდეგ გააკეთო პროგნოზი ისიც თუ გულთამხილველი ხარ იმ შემთხვევაში. G_saxva ციტატა ანუ ის სასუფეველში არ არის და უფრალოდ კოსმოსშია? დააციტირე ასეთი რამ სად ვთქვი. რომ იძახი ანუ კოსმოსშიაო, ეს მე არ მითქვამს და ბოლოში მიწერილი სმაილიკით საკუთარ ფანტაზიას თუ დაცინი ეგ შენი ნებაა. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი