რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
Giorgi Kadagishvili |
Oct 24 2013, 08:58 PM
პოსტი
#2
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
Atm@n
ციტატა . მე ვინც ძალით მტენიდა ფაქტებს, სწორედ ის აღმოჩნდა მცდარი. მეც გამაცანი, ოღონდ ვინმემ სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესების ფაქტები შემტენოს და შევიტენი. მოიცა მცდარი რა პონტში აღმოჩნდა ანუ გატყუებდა? ციტატა მაგრამ მაქვს გამოცდილება ეთერულ სხეულთან დაკავშირებით. ეს კარგია თუ პირადი გამოცდილება გაქვს, აბა ჩვენც გვასწავლე და გაგვიზიარე რა არის ეთერული სხეული და ამ გამოცდილების შედეგად რას ჩაწვდი და რას მიხვდი, რა ისწავლე ახალი და მერე ეს ნასწავლი სასიკეთოდ როგორ წაგადგა საკუთარი თავის განვითარების გზაზე? ციტატა მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ ვინმეს რამე კონკრეტული ვასწავლო. აბა ესეთ გამოცდილებას რაღა აზრი აქვს? აი მაგალითად ბიბლიის მიხედვით მოციქულ იოანეს ქონდა პირადი გამოცდილება სულიერ სამყაროში გადანაცვლებისა და ეს მისი გამოცდილება მან აღწერა წიგნში სახელწოდებით აპოკალიფსი, შენც აღგვიწერე შენი გამოცდილება, თუ საიდუმლოდ გინდა შეინახო? ციტატა მეც ვეძებ და სხვებსაც მოვუწოდებ სად ეძებ? მე მთელი სიცოცხლე ვეძებ და ჯერ ვერ მიმიკვლევია და შენ სად ეძებ ისეთ ადგილზე მე რომ არ მიძებნია, თქვი აბა იქნებ შენ იცი და მე გამომრჩა. სექტანტებში ვეძებე ვერ ვიპოვე, ვერც იუდევლებში, ვერც ქრისტიანებსა და მუსლიმანებში, მეგონა ინდუისტებში ვიპოვიდი არც იქ არის აბსოლიტური ჭეშმარიტება და შემდეგ ამის გადამოწმების გზა, ამ ძიება ძიებაში მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი სადმე სხვაგან კი არ უნდა ეძებო ჭეშმარიტება, არამედ საკუთარ თავში, ვინაიდან ყოველივე დევს შენში, როგორც გენი შენში განსაზღვრავს შენს თვისებებს ანალოგიურად თავად ხარ ის გენი რომელიც განსაზღვრავს სამყაროს მთელს სისავსეს, აი მე ამ ეტაპზე თვითჩაღრმავებით ვარ დაკავებული, მაგრამ როგორ წარვმართო ეს პროცესი არ ვიცი, ამ განყოფილების მოდერატორი ვინ არის? მინდა ვკითხო, აქ საერთოდ მოძღვარი შემოდის თუ არ შემოდის, 1 კინკილა კითხვა დავსვი და რამდენი წელი უნდა ველოდო პასუხს მაინტერესებს, ის პასუხი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო არ დავსვამდი, იგივე კითხვა მე დავუსვი, მოლას, რაბინს, ხახამს, გურუს, მაგს, ასტროლოგს, პასტორს და ყველა თავისებურად ხსნის მაინტერესებს მართლმადიდებელი მოძღვრის აზრიც, ჭეშმარიტების ბყრობაზე ხომ გაქვთ არა პრეტენზია, ხო და რა ვქნა ეხლა რამდენი წელი ვიცადო? მამათა განმარტებებს კიდევ კომენტარები ჭირდება, ედიშერ ჭილაძე ვერ დავიჭირე ვერსად და ვის მივმართო? უბნის ეკლესიაში მივედი, იქ მღვდელს სახარებაც ხათრით აქვს წაკითხული და ვის მივადგე? პოლიცმეისტერს ვკითხო? D -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი