ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს??? |
esre ars cheshmariteba |
Oct 9 2013, 04:29 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?
ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ! ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ? ესაიას 55 11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი! მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ ! მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია |
Giorgi Kadagishvili |
Oct 25 2013, 10:08 PM
პოსტი
#22
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
esre ars cheshmariteba
ციტატა 1 ტიმოთე 3:16 ში საუბარია ქრისტეზე ჩემი თავი მახსენდება, ახლა კი ყოველგვარი ზედმეტი ენთუზიაზმის, რაღაც მტკიცების ჟინის გარეშე, უბრალოდ გულგრილად დაგიწერ, რომ მანდ ძე ღმერთზე არ გახლავს საუბარი, არამედ იმ უხილავ ღმერთზე, რომელიც ძე ღმერთმა განაცხადა, კარგია, რომ იკვლევ არ გაჩერდე, გავა დრო, მიხვალ ამ დასკვნამდე. ციტატა მან აღასრულა ყველაზე დიდებულად ღვთისადმიერთგულების წმინდა საიდუმლო ! ვინ მან? ძეში უხილავი ამბობს დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ, შემდეგ წერია ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინაო ის, ძესა და მამას აქვთ უხილავი არსი, ის რაც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, ის რაც ხილულია ჰიპოსტასია. ციტატა განა ისაიაში არ იყო ნაწინასწარმეტყველები ქრისტეზე 11 თავში სადაც ღმერთი ამბობს: აი მსახური ჩემი რომელიც ავირჩიე და მასზე დავავანებ ჩემ სულსო და ა,შ ? ქრისტეზე იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ მე და შენს შორის რა განსხვავებაა იცი? როდესაც მე ქრისტეს ვუყურებ უხილავი ღვთის ჰიპოსტასს ვხედავ, მის ფორმით შემოსაზღვრულ პიროვნულ გამოვლინებას, შენ როდესაც ქრისტეს უყურებ ებრაელ კაცს, იეჰოვას მსახურს, შეშინებულ კაცს. ციტატა ამიტომ პავლე მოციქული სწორედაც რომ ღვთის უდიდეს მსახურზე ქრისტეზე საუბრობს ტიმოთეში და სიტყვაში _ის_ იგი, რომელიც , _ გულისხმობს ქრისტეს ღვთის მსახურს პავლე საუბრობს იმაზედ, ვისი ჰიპოსტასიც არის ქრისტე, როდესაც საუბარია იესოზე დიალოგებში სამი რამ იკვეთება. 1 იესო როგორც ადამიანი, 2 იესო როგორც ძე ღმერთი და 3 იესოში უხილავი, ეს არის ღვთისმოსავობის საიდუმლო რომელსაც ძალიან დიდი დრო და კვლევა ჭირდება, რომ ჩაწვდე. ციტატა როცა რაიმეს ამტკიცებ ჯერ უნდა გაიხსენო თუ რა არის დაწერილი ქრისტეზე ძველ აღთქმაში აი ეს ჭკუის დარიგებები აღარ გინდა ხო, ათიდან ათ თეოლოგს რომ წააკითხო მე და შენი დიალოგი ათივე იმ სტუდენტს მიგამსგავსებს ლექტორს რომ ჭკუას ასწავლის, ან იმ შვილს მამას რომ .......... ტიმოთეს მიმართ წერილში ქრისტეს უხილავ მხარეზე, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზეა საუბარი. ციტატა მე ვთქვი ქრისტე შექმნილია მოკლედ მოვრჩი, წარმატებები. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 06:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი