![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#21
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?
ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ! ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ? ესაიას 55 11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი! მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ ! მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია ![]() |
![]() ![]() |
Giorgi Kadagishvili |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Giorgi Kadagishvili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 ![]() |
qetevano
ციტატა შენ კიდე სულ რასელისტებს იცავ. რასელისტებსაც არ იცავს, იმ მოძღვრებას რასაც ეგ იცავს ქვია კაბალა, უბრალოდ რასელმა მშვინვიერი გონებით ვერ აღიქვა ის რაც ასწავლეს და ის აბდაუბდა რაც გამოუვიდა კი გვაქვს დღეს იეჰოვას მოწმეების იდეოლოგიის სახით, ეგ რომ სრულყოფილად წვდებოდეს იმას რასაც იცავს, ძალიან ახლოს იქნებოდა ჭეშმარიტებამდე, ერთი პატარა ნაბიჯია, ამ მოძღვრებიდან ჭეშმარიტებამდე, ერთი მცირე დეტალი, სხვა დანარჩენები იხსნება, გონება ნათდება, ყველაფერი ლაგდება, ეხლა ერთ უცნაურ რაღაცასაც გეტყვი, ჭეშმარიტებამდე შეიძლება ინდუიზმითაც მიხვიდე, იუდაიზმითაც, ისლამითაც, მთავარი ის არის რომ ჭეშმარიტებასთან რომ მიხვალ, მაშინ არ ჩაფლავდე, აქ არის ბოლო მახე დაგებული თუ თავად ჭეშმარიტებას ვერ აღიქვამ, უძლიერესი მწვალებელი გამოხვალ, უძლიერესი არგუმენტებით და იმასაც თუ გაითვალისწინებ რამდენი ბარანი დაიარება უგზო უკვლოდ ძალიან ბევრს აცდუნებ და ძალიან ბევრ დასაღუპ მრევლს შეიძენ, ჭეშმარიტება კი კვლავ ქვაკუთხედი დარჩება, რომელიც შეგაწუხებს, სულს აგიმღვრევს, ძვლებს გამოგიხრავს და ბოლოს გათქმევინებს, მომიტევე ვცდებოდი. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#23
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
qetevano რასელისტებსაც არ იცავს, იმ მოძღვრებას რასაც ეგ იცავს ქვია კაბალა, უბრალოდ რასელმა მშვინვიერი გონებით ვერ აღიქვა ის რაც ასწავლეს და ის აბდაუბდა რაც გამოუვიდა კი გვაქვს დღეს იეჰოვას მოწმეების იდეოლოგიის სახით, ეგ რომ სრულყოფილად წვდებოდეს იმას რასაც იცავს, ძალიან ახლოს იქნებოდა ჭეშმარიტებამდე, ერთი პატარა ნაბიჯია, ამ მოძღვრებიდან ჭეშმარიტებამდე, ერთი მცირე დეტალი, სხვა დანარჩენები იხსნება, გონება ნათდება, ყველაფერი ლაგდება, ეხლა ერთ უცნაურ რაღაცასაც გეტყვი, ჭეშმარიტებამდე შეიძლება ინდუიზმითაც მიხვიდე, იუდაიზმითაც, ისლამითაც, მთავარი ის არის რომ ჭეშმარიტებასთან რომ მიხვალ, მაშინ არ ჩაფლავდე, აქ არის ბოლო მახე დაგებული თუ თავად ჭეშმარიტებას ვერ აღიქვამ, უძლიერესი მწვალებელი გამოხვალ, უძლიერესი არგუმენტებით და იმასაც თუ გაითვალისწინებ რამდენი ბარანი დაიარება უგზო უკვლოდ ძალიან ბევრს აცდუნებ და ძალიან ბევრ დასაღუპ მრევლს შეიძენ, ჭეშმარიტება კი კვლავ ქვაკუთხედი დარჩება, რომელიც შეგაწუხებს, სულს აგიმღვრევს, ძვლებს გამოგიხრავს და ბოლოს გათქმევინებს, მომიტევე ვცდებოდი. ვაიმე ის მაინც გესმოდეს რას ნიშნავს ლოდის ქვაკუთხედად ქცევა და პასტორი რასელის 6 ტომეულის ერთი ფურცელი მაინც გქონდეს წაკითხული ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 01:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი