უნარშეზღუდული და დაავადებული ბავშვები, იქნებ დავეხმაროთ რამით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უნარშეზღუდული და დაავადებული ბავშვები, იქნებ დავეხმაროთ რამით |
qetevano |
Oct 29 2013, 01:19 AM
პოსტი
#1
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
დღეს უნარშეზღუდულ ბავშვებთან ვიყავი. იყვნენ იქ საოცრად ლამაზი ბავშვებიც და ისეთებიც,
რომლებსაც მძიმე მდგომარეობის გამო საერთოდ ფოტო ვერ გადავუღე. როგორ უხარიათ სულ პატარა ყურადღებაც რომ იცოდეთ. ამ ფოტოებს იმიტომ ვდებ რომ გავიაზროთ რომ ასეთი ბავშვები მხოლოდ ფილმებში არ გვხვდება და ისინი მართლა არსებობენ. ღმერთმა დაიფაროს და შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს ეყოლოს ასეთი შვილი. კარგი იქნებოდა ფორუმის სახელით დავხმარებოდით მათნაირ ბავშვებს. ან ონკოლოგიურში მყოფ ბავშვებს. მათ განსაკუთრებულად უჭირთ. ამ ბავშვზე გავგიჟდი საერთოდ ისეთი საყვარელი იყო -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
k@the |
Nov 1 2013, 04:01 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ყველგან შეიძლება წასვლა, 1-ხელ ხომ არ აპირებთ შეკრებას, ონკოლოგიურშიც, ბავშვთა სახლშიც და მოხუცთა თავშესაფარშიც.
მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ 1-ხელ კი არ მიხვალთ, არამედ სისტემატურად, მაგალითად ყოველი თვის ბოლო კვირა დღე, ან პირველი კვირა დღე. ითქვას სად მიდიხართ 1 კვირით ადრე, ვისაც ეცლება წამოვა, ვისაც არა შემდეგ ჯერზე შემოგიერთდებათ. არც დიდი თანხის შეგროვებაა აუცილებელი, იმ ხალხს ხშირად ადამიანური ურთიერთობები და სიყვარული უფრო აკლიათ, ვიდრე საკვები. პ.ს. პროკრედიტ ბანკში ვინმეს ანგარიში ხომ არ გაქვთ? პატარა წვლილით მივიღებდი ხოლმე მონაწილეობას მეც ... სხვანაირად ცოტა რთული იქნება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი