![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
azazeli |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 24-August 13 წევრი № 13,307 ![]() |
დავრდომილის განკურბნება ცხვართსაბანელთან.
დავრდომილი კაცის განკურნება ცხვართსაბანელთან, მოთხრობილია იოვანე მახალებლის, მე–5 თავში. ეს საკითხიც გახლავთ იმ რიგი საკითხების ლოგიკური გაგრძელება რომელიც მაცხოვრის მიწიერ მოღვაწეობას ასახავს. კერძოთ , მაცხოვარი რა ჟამს განკურნავს კარისკაცის მონას მყისიერათ გაემართება იერუსალიმს. როგორც ამას წმინდა წერილი მოგვითხრობს. საინტერესოა რატომ მიდის მაცხოვარი იერუსალიმში ? იმიტომ რომ იქ იუდეველთა დღესსასწაული იყო და მაცხოვარიც მიემართება როგორც ერთ–ერთი რიგითი ადამიანი, როგორც ერთ –ერთი რჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელი. მაცხოვრის ამ დღესასწაულზე მისვლა უნდა განვიხილოთ ორგვარად. ერთის მხრივ მაცხოვარი სწორედ იმიტომ მიდის ამ დღესასწაულზე იერუსალიმში რომ იუდეველთა რჯულის მოწინააღმდეგე არ გამოვიდეს, მას სურს რომ იგი იხილოს ხალხმა როგორც მონაწილე ამ დღესასწაულისა. ხოლო მეორეს მხრივ მიდის იმისთვის რომ იუდეველთა უმეტესი ნაწილი მოიზიდოს თავისკენ, სასწაულებითა და თავისი სწავლებებით. იერუსალიმში ცხვრის ჭიშკართან აუზია რომელსაც ებრაელებრ ბეთეზდა ერქვა და იყო იქ ხუთი სტოა, სადაც ძირითადად იკრიბებოდნენ სნეული , დავრდომილი ადამიანები რომლებიც მოელოდნენ სასწაულებრივ კურნებას. რადგანაც უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა და ამღვრევდა წყალს და მას შემდეგ როდესაც ეს წყალი აიმღვრეოდა, სნეულთაგან პირველი რომელიც ჩავიდოდა მიემადლებოდა სასწაულებრივი კურნება. მაგრამ ჩვენ საუბრის დასაწყიში ვახსენეთ აუზი რომელსაც ებრაელებრ ბეთეზდა ხოლო თარგმანებით ცხვართსაბანელი ეწოდებოდა, ჩვენ უნდა ავხსნათ და ყურადღება გავამახვილოთ თვითონ ამ ტერმინზე თუ რატომ ეწოდება მას ცხვართსაბანელი. იმიტომ ეწოდა ამ ადგილს ცხვართსაბანელი რომ აქ მორეკავდნენ ხოლმე შესაწირავ ცხვრებს და ამ აუზში რეცხავდნენ მათ შიგნეულობას. ამის შემხედვარე მრავალი ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ვითომდა რაკი შესაწირავი ცხვრების შეგნეულობა ირეცხებოდა ამ აუზში ამის გამო იძენდა იგი ღვთაებრივ, მაკურნებელ ძალას. მეორეს მხრივ ღვთიურმა განგებულებამ ამ აუზში ინება სასწაულის მოხდება იმისთვის რომ იუდეველი ხალხი ნელ–ნელა ყოფილიყო მოწოდებული ქრისტეს რწმენაზე. ამდენ დავრდომილ ადამიანს შორის მაცხოვრის ყურადღებას მიიპყრობს მხოლოდ ერთი კაცი რომელიც 38 წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით, მაცხოვარი მიემართება მისკენ და ეუბნება: გნებავსა რაითა განიკურნო? დავრდომილმა მიუგო: უფალო კაციც არამყავს რომ როდესაც წყალი აიმღვრევა ჩამიშვას აუზში, მანამ მე მივალ მანამდე სხვა ჩემზე უფრო ჯანმთელი სნეული მასწრებს და ჩადის. იესომ უთხრა: აღსდეგ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. კაციც მაცხოვრის სიტყვისამებრ აღსდგება და აიღებს თავის ცხედარს (სარეცელს) და გაივლის. ამ კაცის ცნობიერებაში არამც და არამც არ გაულია აზრს იმასთან დაკავშირებით რომ რას მეუბნება ეს კაცი მე ! როგორ შეიძლება აღვსდე და აღვიღო ცხედარი ჩემი როდესაც 38 წელია უძლურებაში ვარ. ამგვარი ფიქრებს მის აზროვნებაში არ გაუვლია იგი ერწმუნა მაცხოვარს მთელი თავისი არსებით და ადგა ფეხზე, და არა მარტო აღსდგა არამედ ის საკაცე რომელზეც იჯდა ხელში აიღო და ისე გაემართა. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს ამ ადამიანის სასწაულებრივი კანკურნება მოხდა შაბათს. რამაც იუდეველების ყურადღება მიიქცია. იუდეველების ყურადღება მიიქცია არა იმან რომ ეს ადამიანი განიკურნა არამედ იმან რომ ეს კაცი შაბათს არღვევს და თავის საკაცეს იღებს ხელში. იუდეველები კი ეუბნებიან ,, დღეს შაბათია არ უნდა აგეღო შენი საკაცე’’ ხოლო ახლადგანკურნებული კაცის პასუხი გასაოცარია, ,,რომელმან იგი განმკურნა მე მან მრქვა აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე’’ იუდეველნი ეკითხებიან ვინ არის ის კაცი გვაჩვენე ჩვენ რომელმაც გრქვა აღსდეგ და აღიღე ცხედარი შენნიო?ხოლო კაცმან არა უწყოდა ვინაი არს რამეთუ იესო მიეფარა ადგილზე მყოფ ბრბოს.ამის შემდეგ იესო კვლავ შეხვდა ამ კაცს ტაძარში და უთხრა აჰა შენ გაჯანსაღდი და ამიერიდან არღარა სცოდო რაითა უძვირესი არა შეგემთხვეს რა. ის კაცი წავიდა და ყველაფერი უამბო იუდეველებს და უთხრა რომ ის ვინც იგი განკურნა იესოა. იუდეველებმა კი დევნა დაუწყეს მაცხოვარს იმის გამო რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. მაცხოვარმა კი მიუგო მათ : მამაჩემი აქამდე ამას აკეთებს და მეც ვაკეთებ. ხოლო ამ სიტყვების შემდგომ უარესად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად რამეთუ ღმერთს საკუთარ მამად იხსენიებდა ხოლო თავის თავს ღმერთს უტოლებდა. თბილისის სასულიერო სემინარია. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე. კაპერნაუმში დიდებულის ძის განკურნება. როგორც მოგეხსენებათ კაპერნაუმში დიდებულის ძის განკურნება მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–4 თავში. ამავე თავშია მოთხრობილი სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც გახლავთ სწორედ ის თემა რომელზეც ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წრვიდა გალილეად. ანუ გამოვიდა სამარიიდან და წარვიდა გალილეაში. ვინმეს კითხვა რომ არ გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით რომ მაცხოვარი რატომ არ ცხოვრობდა გამუდმებით გალილეაში წინ და წინ ავღნიშნავ და ვიტყვი რომ ,, წინასწარმეტყველსა თვისსა სოფელსა პატივი არა აქუს’’ და რადგან მაცხოვარი იყო წარმოშობით გალილეადან ამიტომ ის არ გახლდათ პატივდებული იქაური ხალხისა. (ყოველ შემთხვევაში იქაური ხალხის დიდი ნაწილისა) მაგრამ ყოველივეს მიუხედავად გალილეველებმა მიიღეს იგი რასაც ახალი აღთქმის ტექსტი ადასტურებს შემდეგი სიტყვებით: ,, და ოდეს მივიდეს გალილეას შეიწყნარეს იგი’’ გალილეველებმა მიიღეს იგი რაკიღა ყველაფერი ნახეს რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე. გალილეველების საქციელი რა თქმა უნდა საქებელია მაგრამ ორმაგად საქებელია სამარიელების საქციელი რადგან მათ ქრისტე ირწმუნეს არა ნიშებითა და სასწაულებით არამედ ქალის სიტყვით. ასე რომ მაცხოვარი კვლავ გაემართება კანას გალილეაში სადაც მან აღასრულა პირველი სასწაული. (წყალი ღვინოდ გადააქცია) იქ იყო ერთი აზნაური კაცი რომელსაც შვილი ყავდა ცუდათ, კაპერნამში. რაჟამს გაიგებს აზნაური, იესო არის კანას გალილეაში მოსულიო მაშინვე გამოემართება მისკენ თხოვნით რომ იგი გაჰყვეს მას კაპერნაუმში რადგან, მისი შვილი სიკვდილის პირას არის. უფალი მას საყვედურობს რომ არ გააჩნია მას ქრისტეს სრული რწმენა, არამედ მას აქვს მცირედი (ნაწილობრივი) რწმენა რადგანაც ამბობს : ,, მოდი სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე’’ კარისკაცი თავის რწმენასა და აზრებში იყო სუსტი, ამიტომაც აიძულებდა უფალს მოსულიყო მასთან, მაგრამ მაცხოვარი აჩვენებს რა თავის ყოვლისშემძლე ძალას დაუსწრებლად განკურნავს მის ძეს და ეუბნება: ,,წარვედ ძეი შენი ცოცხალ არს’’ერწმუნება კარისკაცი მაცხოვრის სიტყვებს და გაბრუნდება უკან და გეზსს აიღებს კაპერნაუმისკენ სადაც მას თავისი სახლეული ელოდება, გზაში მას თავის მონა (მსახური) შეხვდება რომელიც აუწყებს სასიხარულო ამბავს რომ მისი ძე ცოცხალია რომ მხურვალებამ მეყსეულად დაუტევა და გამოჯამრთელდა, კარისკაცი კითხულობს თუ რომელ საათზე იქნა მისი ძე უმოლხინეს და მათ უთხრეს შვიდზე. ამის შემდეგ მოეხსენა ყრმის მამას რომ ეს სწორედ ის საათი იყო როდესაც უთხრა მაცხოვარმა შენი ძე ცოცხალ არსო. ამის შემდეგ მას მიეცა ქრისტეს დიდი რწმენა ,რამეთუ მანამდე მისი რწმენა არ იყო სრულყოფილი არამედ იყო მცირე. კარისკაცის ვაჟის მორჩენას მახარებელი უწოდებს მეორე დიდ სასწაულს რომელიც მაცხოვარმა აღასრულა კანას გალილეაში. თბილისის სასულიერო სემინარია. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე. სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან. როგორც მოგეხსენებათ სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–4 თავში. მაგრამ ვიდრემდე აღნიშნული საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ჩვენ უნდა ავღნიშნოთ ზოგადად იუდეველებისა და სამარიელების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სამარიტელები გახლავთ ხალხი რომელიც ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დაბრუნდნენ, ნაწილობრივ აღიარებდნენ იმავე რელიგიას რომელსაც ებრაელები აღიარებდნენ ნაწილობრივ არა. აღიარებდნენ მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს და არ იღებდნენ წინასწარმეტყველებებს, მათ ცალკე შეარჩიეს რამდენიმე ადგილი სადაც თაყვანისცემდნენ მათ შორის ის ადგილი რომელზეც სამარიელი დედაკაცი საუბრობს, ეს არის მთა რომელსაც პატივს მიაგებენ ისინი, ჭა რომელსაც იაკობ მამათმთავრის აღმოჩენილად თვლიან და ასევე პატივს მიაგებენ მას. ანუ სამარიტელები ეს არის ხალხი რომლებიც ძალიან არიან მიმსგავსებულები ებრაელებს, მაგრამ როგორც ეთნიკურად ისე რელიგიურად მათ შორის სრული თანხვედრა არ არსებობს. ეს არის არა ებრაული წარმოშობის ხალხი საერთო ჯამში და ამავდროულად ესენი არიან ხალხი რომელნიც წარმოადგენენ იუდაიზმისგან ნასესხები უამრავი სწავლებით გაჯერებულ (რელიგიური თვალსაზრისით) სექტას. ერთი უნდა ითქვას რომ სამარიელები დაჩაგრული ხალხია ებრაელები მათთან არ შედიან არანაირ ურთიერთობაში, არ შედიან კონტაქთში. არ დადიან იმავე გზით რომლითაც სამარიტელი დადის, წყალს არ დაალევინებენ საქონელს იმავე წყაროდან იმავე ჭიდან საიდანაც სამარიელები სარგებლობენ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებენ მათ ჭურჭელს, სავაჭრო ურთიერთობაშიც კი, ( რაც ებრაელებს ყველასთან ქონდა დაშვებული). კეთროვანზე უფრო უარესია სამარიტელი ებრაელისთვის. აფსოლიტურად მიუღებელია პერსონა ნონგრანტაა ყოველი სამარიტელი. სამარიტელი არის ადამიანი რომელიც ადამიანი არ არის. ეს სიძულვილი არის რელიგიური რადგანაც ერთის მხრივ ებრაელებმა არ მიაღებინეს მათ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში როდესაც დაბრუნდნენ ტყვეობიდან სამარიტელებმა წამოიწყეს, ამის საპირწონე ტაძრის მშენებლობა, თვითონ მოიწადინეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი მოპარეს ებრაელებს და ამის გამო არის მათ შორის ძალიან მძაფრი კოფრომტაცია მაგრამ ეს კომფრომტაცია იმ დონეზეა მისული რომ დალაპარაკება და დანახვა არ უნდათ უკვე ერთმანეთის. სამარიტელებსაც არანაკლები აგრესია აქვთ ებრაელების მიმართ ეთნიკურადაც, რელიგიურადაც, რაოდენობრივადაც, ებრაელებზე გაცილებით უკან დგანან მაგრამ აქვთ ეს ასევთქვათ თავისი ამბიცია, ჩვენ გვინდოდა ეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი გვეწამა და ვიღაცამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ სამაგიეროდ რაც გვაქ ჩვენ ვართ აი ამაში მართლები, ჩვენ იაკობის და მამათმთავართა ნაშიერნი ვართ და მათი მიმდევარნი ვართ. და თვითონაც ასევთქვად აქტიურად ახერხებდნენ იმას რომ საკუთარი რელიგია ებრაელების რელიგიაზე პატივდებულად ჩათვალონ. როგორც ახალი აღთქმის წმინდა წერილის ფურცები მოგვითხრობს მაცხოვარი დაუტევებს იუდეას და გალილეას წავა, ეს მოხდება მას შემდეგ როდესაც ფარისევლები გაიგებენ რომ მაცხოვარს უმეტესი მოწაფეები უსხენ ვიდრე იოვანეს და მაცხოვარი უფრო უმეტეს ხალხს ნათლავს ვიდრე იოვანეო. მაგრამ აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ იესო არ ნათლავდა ხალხს არამედ მოწაფენი მისნი როგორც ჩვენ ახალი აღთქმის წმინდა წერილი გვამცნობს ამას. ხოლო განსვლად იყო სამარიათ. მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს იოვანე მახარებელი ამ დეტალზე და ამბობს: განსვლად იყო სამარიათ. ანუ მაცხოვარს განძრახული არ ქონდა სამარიაში წასვლა უბრალოდ მას უნდა გაევლო გზათ. ამრიგად მაცხოვარი მივიდა იმ ქალაქში რომელსაცა ქვიან სუქარ. იმ მიწის მახლობლად რომელიც იაკობმა მისცა იოსებს ძესა თვისსა. ქალაქის მახლობლად იყო ჭა, რომელსაც სხვაგვარად იაკობის ჭას უწოდებდნენ. მაშვრალი (დაქანცული) იესო ჩამოჯდება წყაროსთან დაახლოვებით ექვსს საათზე. ამ დროს მოდის დედაკაცი სამარიიდან ჭურჭლებით წყლისა ვსებათ. აქ შედგება საუბარი მაცხოვარსა და სამარიელ დედაკაცს შორის. მაცხოვარი ეუბნება: მასუ მე წყალი, აქ ყურადღებას ვამახვილებთ ერთ დეტალზე რომ მაცხოვრის მოწაფეები წასულები არიან ქალაქში საჭმლის საყიდლად. იუდეველი ქალი მაცხოვარს გაკვირვებული პასუხობს, რადგანაც ეს მისთვის ძალზედ უჩვეულო იყო, რამეთუ იუდეველებს არ აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო იუდეველები და სამარიელები ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ არამცთუ რამეს სთხოვდნენ და სწორედ ამიტომ გაოცდა სამარიელი დედაკაცი როდესაც მაცხოვრისგან გაიგო ეს სიტყვები: ,,მასუ მე წყალი’’ გაკვირვებული სამარიელის პასუხიც შესაბამისია, როგორ მთხოვ შენ იუდეველი მე სამარიელს მასუ წყალიო? იესომ მიუგო და რქვა: შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ვინ გეუბნება მასუ მე წყალიო არა თუმცა მიუგო და ასვა წყალი არამედ შენცა სთხოვო მას და გცეს მან წყალი ცხოველი. უფალო, არცა სავსებელი გაქუს და ჯურღმული ესე ღრმაი არს ვინა გაქუს წყალი ცხოველი? მიუგო იესომ და რქვა მას ყველა ვინც ამ ,, წყალს’’ დალევს კვლავ მოსწყურდება, ხოლო ვისაც მე მივსცემ მას ,, არღარა სწყუროდეს უკუნისამდე’’ უფალო მეც მე წყალი რაითა არღარა მწყუროდეს და არცაღა მოვიდე აქა წყლისა ვსებად. როდესაც სამარიტელი ქალი მაცხოვარს ეუბნება, მომეცი ცოცხალი წყალიო, მაცხოვარი პასუხობს, წადი და ქმარს დაუძახეო. ქმარი არა მყავსო, _ უთხრა ქალმა. მართალი თქვი, ხუთი გყავდა და არც ერთი არ იყო შენი ქმარი, და ახლა რომელიც გყავს, არც ეს არის შენი ქმარიო, ანუ როცა სამარიტელმა უფალს უთხრა, მომეცი სიცოცხლის წყალიო, უფალმა ცოდვა შეახსენა და დაანახა მისი მდგომარეობა, ე. ი. ცოცხალი წყარო ყოფილა საკუთარი სისუსტეებისა და ცოდვების დანახვა. ღვთით საკუთარი თავის შეცნობა არის ცოცხალი წყლის მიღება, რომელიც მარადიულად იდინებს მიმღების მუცელში. ასეთ ადამიანს ავიწყდება ის წყალი, ანუ ცოდვები, რომლითაც ამქვეყნიურ წყურვილს იკლავდა, როგორც ეს მოხდა სამარიტელი ქალის შემთხვევაში, რომელმაც ჭასთან დატოვა წყლის ჭურჭელი, ანუ ამქვეყნიური სურვილები, და გაიქცა ქრისტეს სიტყვის სახარებლად. მაგრამ ამ დროს (სანამ სამარიელი დედაკაცი გაემართება თვისტომელებთან) დედაკაცი ამბობს ასეთ რაღაცას: ვიცი რამეთუ მოვალს მესია და ოდეს მოვიდეს იგი მან მითხრას ჩვენ ყოველი. უფალი აქ საოცარ რამეს ამბობს: ,,მე ვარ რომელი გეტყვის შენ’’ მაცხოვარმა სამარიელ დედაკაცს გაუმჟღავნა რომ ის იყო მესია, ქრისტე, იუდეველებს კი რომლებიც მაცხოვარს ხშირად უსმევდნენ ამ შეკითხვას ,, გვითხარი ჩვენ ვინ ხარ შენ ქრისტე? არაფერს არ პასუხობდა, იმიტომ რომ ისინი ამ შეკითხვას უსმევდნენ იმიტომ რომ რაც შეიძლებოდა მეტი ცილი დაესწამათ მისთვის ხოლო სამარიელ დედაკაცს თავი გაუმჟღავნა იმიტომ რომ მას ნამდვილად სურს შეიცნოს ჭეშმარიტება, რაც მისი შემდგომი საქციელიდან ჩანს, როდესაც ეს გაიგო ამ ქალმა მიდის ქალაქში თავის რწმენას სხვებს გადასცემს და მოჰყავს ხალხი უფალთან. სამარიელ ქალთან საუბრის დროს მოდიან მისი მოწაფეები და ხედავენ თუ როგორ საუბრობს მაცხოვარი სამარიელ ქალთან და მათ ეს ყველაფერი უკვირთ (როგორც ეს თავდაპირველად სამარიელ ქალს გაუკვირდა როდესაც მას უფალმა სთხოვა რათა მიეცა მისთვის წყალი) ამასობაში სამარიელი დედაკაცი მიდის თავის თანამოქალაქეებთან და ეუბნება მათ: წადით და ნახეთ კაცი რომელმაც ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ, ნუკუე იგი არს ქრისტე? გამოემართა მთელი ერი მაცხოვრის სანახავად. ამასობაში მოწაფეები მაცხოვარს სთხოვენ რომ საჭმელი ჭამოს მაცხოვარი მათ პასუხობს: მე ჭამადი მაქუს ჭამად რომელიც თქვენ არა იცით . მოწაფეებს კი ეგონათ, რომ ჩვენ მოსვლამდე ვინმემ მოართვა მას საკვები? ამ კითხვის დასმას მოწაფეები ხმამაღლა ვერ ბედავენ მაცხოვრისთვის რადგანაც მისი განუზომელი ხათრი აქვთ როგორც მასწავლებლის, მართალია ქრისტესთვის მათ არ უთქვამთ რომ განემარტა საკვების შესახებ მაგრამ უფალმა თვითონვე მოაყოლა განმარტება: ჩემი საჭმელი ის არის რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.( რამეთუ ღმრთის ნებაა ადამიანის ცხოვნება) ბევრმა ირწმუნა სამარიტელი ქალის სიტყვით იმ ქალაქში, რომელმაც სთქვა: ყველაფერი მითხრა რაც ჩამიდენიაო. როდესაც მაცხოვართან მივიდნენ სამარიტელები სთხოვეს მას რომ ორი დღე დარჩენილიყო, და დაადგრა მაცხოვარიც მათ თანა ორ დღე. ამ ორ დღეში კიდევ მრავალმა სამარიელმა ირწმუნა უფლის სიტყვის. ხოლო დედაკაცსა მას რქვეს: არღარა სიტყვათა შენთა გვრწამს, რამეთუ ჩვენ თვით გვესმა მისგან და უწყით რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა ქრისტე. თბილისის სასულიერო სემინარია. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე. 1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა. პირველითგანის შესატყვისად ბერძნულ ორიგინალში ნახმარია სიტყვა ენ–არხი. (αρχή) რაც ნიშნავს დასაბამს, დასაწყისს,თავდაპირველს.1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, ნიშნავს დასაბამში იყო სიტყვა ან თავდაპირველად იყო სიტყვა. ახლა მე მინდა ყურადღება მივაქციო ერთ დეტალს. ბერძნულ ენაში გამოიყენება არტიკლები. ბერძნულ ტექსტში სიტყვა თეოს– არის ღმერთი. და ბერძნულ ტექსტში სიტყვა–თეოს გამოყენებულია არტიკლის გარეშე. და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. პირველი მუხლი მთავრდება ამ სიტყვებით. და ეს ღმერთი ბერძნულში არტიკლის გარეშეა გამოყენებული. და უნდა ყოფილიყო ო–თეოს. და მწვალებლებმა კერძოდ ორიგენემ ამას მიაქცია ყურადღება და თქვა: რადგანაც ღმერთი ანუ თეოს,არტიკლის გარეშეა ნახმარი, იოვანე ღვთისმეტყველის მიერ ეს იმას ნიშნავს რომ ის, არ არის თანაარსი მამა ღმერთისაო. თავისთავად გასაგებია და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი, ეს მიემართება იესო ქრისტეს. ანუ ღმერთში მაცხოვარი იგულისხმება თავისთავად ცხადია მაგრამ, რადგან არტიკლის გარეშეა ეს სიტყვა გამოყენებული ორიგენემ მიიჩნია რომ ის ღირსებით როგორც ღმერთი იესო ქრისტე უფრო დაბლა დგას, უფრო დაკნინებული ღირსების მატარებელია, ვიდრე მამა ღმერთი. (და ახლა როგორ შეგვიძლია უვარყოთ ეს აზრი ჩვენ) წმ. წერილში არის ადგილები სადაც ნახსენებია ღმერთი, და მასში ნაგულისხმებია მამა ღმერთი, მაგრამ მას არ ახლავს წინ არტიკლი. მაგალითად რომაელთა მიმართ ეპისტოლე, პირველი თავის მე–7 მუხლი (მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩემისა) ესეიგი, ღმრთისა და მერე დაკონკრეტებულია მიერ მამისა ჩემისა. ესეიგი ღმერთში მამა იგულისხმება ესეიგი ბერძნულში სიტყვა ღმერთის წინ არტიკლი არ არის გამოყენებული, მაგრამ მაინც მამას ვგულისხმობ. ანუ ეს იმას გვიმტკიცებს რომ ორიგენე ცდებოდა. კიდევ ორიგენე ამბობდა: თუ ღმერთს ანუ თეოს წინ არ ახლავს არტიკლი ,,ო’’ მაშინ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიგულისხმოდ მასში სრულყოფილი ღმერთი. ანუ ამ შემთხვევაში ორიგენეს მიხედვით მამა ღმერთი არტიკლით იქნებოდა წარმოდგენილი ტექსტებში. და ღმერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო არტიკლიანი ფორმით წარმოდგენილი ტექსტებში, და თუ კი სადმე იქნებოდა ტექსტში ღმერთი არტიკლის გარეშე წარმოდგენილი (ამ ღმერთში იგულისხმება იესო ქრისტე) ორიგენე ამბობდა რომ, ის რადგან უარტიკლოდ არის წარმოდგენილი, ის არ არის იმ ღირსებისა და პატივის მატარებელი რომელი პატივისა და ღირსების მატარებელია მამა ღმერთი.ამით მან ძე ღმერთი იესო ქრისტე დაუქვემდებარა მამა ღმერთს, ღირსებით. ეს არის სწორედ არიოზელობა. ძე თანაარსია მამისა. და არა დაქვემდებარებული მამა ღმერთს. ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. სიტყვაში, იგულისხმება იესო ქრისტე მეორე ჰიპოსტაზი წმ.სამებისა, და რომ სიტყვა არის ღმერთი, და არა პირიქით. ღმერთი არ არის სიტყვა, არამედ სიტყვაში მოიაზრება ღმერთი. და ბერძნულში ეს ამგვარად არის Ο Θεός είναι ο Λόγος–(ღმერთი იყო სიტყვა) ანუ იგივე შინაარსია რაც ქართულ თარგმანშია. ახლა ბერძნულ ენას აქვს ასეთი თვისება, კერძოდ ყურადღება მიაქციეთ Θεός ήταν –(ღმერთი იყო და მერე მოდის სიტყვა: იგი, ანუ ο Λόγος) თბილისის სასულიერო სემინარია. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი