მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
vaxushti13 |
Oct 31 2013, 07:03 PM
პოსტი
#21
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს??? |
afxazi |
Nov 3 2013, 12:12 AM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nibiru
ციტატა ესეიგი მაგარი პონტია, უნდა დაპორტირდე სხვა რელიგიაზე იქ იგულაო, მერე უკან გადმოპორტირდე ნათლობის მეშვეობით და ეგაა ჩაბარდა წარსულს "გრეხებიი" ესაა ყველაზე საშინელი და ამაზრზენი გაგება ნათლისღების საიდუმლოსი და ვფიქრობ უპასუხისმგებლო და უაზრო დამოკიდებულებაც. ნათლისღება, რა თქმა უნდა, ყოვლითურთ აღხოცავს ადამიანისგან როგორც პირველქმნილ ცოდვას, ასევე ყოველ პირად ცოდვას, მაგრამ ეს კარგად უნდა იქნეს გაგებული და არა ისე, ვთქვათ როგორც ზემოთ მითითებული შინაარსია. ადამიანი, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, სინანული არ გააჩნია და არც კი ცდილობს გამოსწორებას, იმის იმედად არის რომ სიბერეში მოინათლება და ამით ყოველ "გრეხს" ჩამოირეცხავს, მართლაც მოინათლება და გონია, რომ განიწმინდა და სამოთხეშიც გაიმზადა ადგილი, ამ უკანასკნელის მაგივრად უკიდურესი სასჯელით დაისჯება ის, როგორც ნათლობის საიუდმლოს შეურაცხმყოფელი. ერთიდაიგივე ცოდვა ჩადენილი ადამიანის მიერ ნათლობამდე და ნათლობის შემდეგ, ხარისხობრივად სხვაობს ერთმანეთისგან, რადგან ცოდვა ჩადენილი ნათლისღების შემდეგ ჩადენილია უკვე სიწმინდის მდგომარეობაში და ამიტომ ის უფრო მეტად დამსჯელია. აქედან გამომდიანრე, როდესაც ადამიანი ნათლისღების სურვილს ამჟღავნებს, ის მზად უნდა იყოს ამისთვის ცნობიერებითად, როგორც დამტოვებელი წარსული ცხოვრებისა და მზად მყოფი ახალი ცხოვრებისთვის. თუკი იგი ნათლისღების დროსაც იმ ცნობეირებით ცხოვრობს, როგორც მანამდე ცხოვრობდა, ცხადია ნათლობის დროს მას მეიტევება ცოდვები, მაგრამ გამომდიანრე იქიდან, რომ მისი ცნობიერება კვლავ ცოდვილი ცხოვრების მოსურნეა და სავარაუდოდ ცოდვასაც არ მოერიდება, უფრო მეტ სასჯელს დაიტეხს თავის თავზე, ვიდრე დაიტეხდა საერთოდ რომ არ მონათლულიყო. ამიტომ ნათლობა უნდა იყოს ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარი. სხვა შემთხვევაში ის ადამიანისთვის სასჯელის მომტანი იქნება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 06:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი