პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Nov 4 2013, 12:33 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა
15:28 03-11-2013 პატრიარქმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. როგორც უწმინდესმა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა , დღეს არის ბედნიერი, რადგან სვეტიცხოველში შესრულდა ორი ისტორიული აქტი - ეკურთხა მთავარეპისკოპოსი და უფლისწული გიორგი მოინათლა იმ წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებულები არიან მისი წინაპრები. "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ, რომ საქართველოს შესძინოს რაღაც სიკეთე, დააგროვოს სამშობლოსთვის ის ფასეული საუნჯე, სულიერი თუ მატერიალური, რომელიც სჭირდება ჩვენს ერს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები ძირითადად სწორედ სულიერ ფასეულობებს ეძებდნენ", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, ასეთი ნათლობა საქართველოში არ ყოფილა 1801 წლიდან და მან უფალს ამისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, პატრიარქმა იქადაგა ეპისკოპოსის კურთხევაზეც. უწმინდესის თქმით, ყოველი ეპისკოპოსის ცხოვრება არის მოწამეობა, მაგრამ მოწამეობა ისეთი მადლით არის მოცული, რომ ადამიანი ვერ გრძნობს ამ მოწამეობას. "მეუფე დამიანე, თქვენ მიიღეთ უდიდესი მადლი მღვდელთმთავრისა და შევთხოვ უფალს, ეს მადლი იყოს თქვენთან და კი არ დაგაკლდეთ, მოგემატოთ", - მიმართა პატრიარქმა ქადაგებისას. დღეს სვეტიცხოველში უფლისწულ გიორგის ნათლობა გაიმართა. მას ჰყავს ოთხი ნათლია. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა. დღესვე, ნათლობის დაწყებამდე, სვეტიცხოველში კიდევ ერთი მღვდელმთავარი ეკურთხა. კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი დამიანე სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა. იგი მესამე მღვდელმთავარია, რომელიც წმინდა სინოდის განჩინებით ეკურთხა. საქართველოს მართლმადიდებელ ელკესიას უახლოეს პერიოდში კიდევ ოთხი ახალი მღვდელმთავარი ეყოლება, რომელთა კურთხვეა სწორედ სვეტიცხოველში საკვირაო წირვებზე მოხდება. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...uli-utsoda.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი