გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Atm@n |
Nov 5 2013, 12:45 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
მხევალი ნინო
მე არ ვსაუბრობ კონსტიტუციის კუთხით. არ მაინტერესებს ეგ კანონები. მე გესაუბრები ბუნებრივ, ჰარმონიულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, და არა ადამიანის მიერ შექმნილი კანონებით. ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს მზის სისტემა, გალაქტიკა, ერთი აღებული უჯრედი თუ ადამიანი (ვგულისხმობ ბუნებრივ სისტემებს). მთავარი ცენტრი ყოველთვის ერთია. და ცენტრია ის, რაც (ვინც) ყველაზე ძლიერია, ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს ამ სისტემაზე და სინატლის (ენერგიის) წყაროა ამ სისტემისთვის. (შეადარეთ მზეს) მე არც პატრიარქს ვუტევ და არც "მომვალ მეფეს". მე ვამბობ ფაქტს, რომ რეალურად მმართველი ერთია. თუ მეფე ემორჩილება პატრიარქს, ე.ი. პატრიარქია მთავარი მმართველი (ცენტრი). თუ პატრიარქი ემორჩილება მეფეს - პირიქით. რელიგია და პოლიტიკა ახლაა გაყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ადრე ასე არ იყო. პირველყოფილ ტომებშიც კი უფრო ბუნებრივი და ჰარმონიულია მმართველობის სისტემა - მათთან მთავარია შამანი, რომელიც სულიერადაც და ფიზიკური ძალითაც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს. თუ ვინმე შამანს ერევა, ის აღარაა ცენტრი. ადრე მთელი არმია მეფის პირისპირ რომ გამოგეყვანათ, მეფე მოერეოდა. სხვა შემთხვევაშ ის არ იყო ნამდვილი მეფე. იყო მხოლოდ ფორმალური. მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ არ გჯერატ ამ ზღაპრების მეფე ავადაც კი არ უნდა გამხდარიყო (სანამ მემკვიდრეს არ დატოვებდა). ის თუ თავის ორგანიზმს (მიკროსისტემას) ვერ მართავს, რანაირად უნდა მართოს მაკროსისტემა? უკვე დიდი ხანია აღარ არიან დედამიწაზე არც ნამდვილი მეფეები და არც ნამდვილი პატრიარქები. (ქრისტეს არ ვგულისხმობ, იმიტომ რომ ის მიწიერ მმართველად არ მოსულა აქ). ხოლო ადამიანების მიერ შექმნილი კანონები, და თავად ადამიანები ვემსახურებით სისტემას. ამას ნიშნავს მატერიალიზმი. ამ ანიმაციაში ძალიან კარგადაა ასახული, თუ როგორ ყავს გამომწყვდეული დედა-სისტემას უმწეო ადამიანი: -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი