IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა
გსურთ თუ არა აღდგეს მონარქია?
გსურთ თუ არა აღდგეს მონარქია?
დიახ [ 60 ] ** [57.69%]
არა [ 33 ] ** [31.73%]
არ ვიცი ჯერ [ 11 ] ** [10.58%]
სულ ხმები:: 104
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
კანონისტი
პოსტი Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი #61


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??

P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს.

მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.

"მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!"


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atm@n
პოსტი Nov 5 2013, 08:51 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



სისტემა

IPB-ს სურათი

სისტემა – ესაა ის, რაც გამოვლენაში და გაძლიერებაში ეხმარება რაღაც არსს. სისტემა არ ბადებს არსს, არამედ მხოლოდ ავლენს, აღნიშნავს და ემსახურება მას.

თუ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს დავუსვამთ კითხვას – შეუძლია თუ არა რომელიმე კოლექტივს მართავდეს არა ვინმე კონკრეტულად, არამედ სისტემა? იგი გიპასუხებთ, რომ ეს შეუძებელია, რადგანაც სისტემა – ეს მხოლოდ მართვის ინსტრუმენტია და არა მმართველი. თავისთავად სისტემას არ შეუძლია მართოს, იგი ყოველთვის მეორადია იმასთან მიმართებაში, ვინც შექმნა მართვისთვის, ვინც ინარჩუნებს და სულს შთაბერავს. ავტომობილი არ დადის მძღოლის გარეშე. ფირმა არ მუშაობს მეპატრინის გარეშე. ჩვენი სხეული არ ცხოვრობს სულის გარეშე.

მინდა მივულოცო დედამიწის მაცხოვრებლებს. ჩვენ წარმატებულად მოვახდინეთ რეალიზაცია და ახლა ვიმეორებთ და ვამყარებთ საკუთარ თავზე იმ ექსპერიმენტის შედეგს, რომელშიც მივაღწიეთ იმას, რომ სისტემა გვმართავდეს.

ჩვენ საკუთარი შიშის ხაფანგში მოვექეცით – შიშის, რომ ვინმე გვმართავდეს. შედეგად ჩვენ გმართავს «არავინ», ცარიელი ადგილი.

პირველ რიგში ჩვენ უარი ვთქვით იმაზე, რომ გვმართავდეს ძალა, რომელიც არსებობას გვაძლევს. ამას ადვილად მივაღწიეთ – უბრალოდ უარი ვთქვით მისი ჩვენს ცხოვრებაში ცხადი არსებობის დაჯერებაზე. დავიწყეთ ფიქრი, რომ ამ ძალის გარეშე გავიტანდით თავს და მეცნიერების, კულტურის, განათლების, საზოგადოების, კანონის და საკუთარი თავის გარეთ გამოვაცხადეთ იგი. ამგვარად ჩვენ თითქოს განვაცხადეთ: «არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც არსებობას გვაძლევს. ჩვენ თავად ვაძლევთ მას საკუთარ თავს იმით, რომ ვიკვებებით, გარედან ჩვენი ნეირონების სხვადასხვა გამღიზიანებლებს აღვიქვამთ. შედეგად ჩვენმა ნერვულმა სისტემამ ჩვენში დაბადა ილუზია, რომ არსებობს რაღაც პიროვნებისმაგვარი, ან სულისმაგვარი, რომელიც სხეულთან მიმართებაში რა თქმა უნდა არარეალურია». ღმერთი უკანონო მმართველად გამოცხადდა. ან არსებობს კი იგი საერთოდ? მატერია ნამდვილად არსებობს, მაგრამ ღმერთის არსებობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. და ვინ დაიწყებს ამის მტკიცებას? რა თქმა უნდა მატერიალისტები – ისინი ვინც ღმერთს უარყოფენ. ისინი ზუსტად დაამტკიცებენ არსებობს თუ არა იგი. ამაში შეგვიძლია ეჭვიც არ შეგვეპაროს. და თუ ღმერთი არ არსებობს ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების მართვა. ასე გაჩნდა იდეა – «ჩვენ თვითონ შეგვიძლია». თვითმართვადი სისტემა, სადაც ღმერთის ადგილი არაა.

ცნება «ჩვენ» – მრავლობითია. «ჩვენ» – ეს სისტემის ელემენტებია. სისტემის წინაშე ჩვენ თანასწორნი ვართ. «ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ!» – გაიჟღერა ვიღაცის ლოზუნგმა. მინდა ვკითხო ამ ადამიანს, ვინც ეს პირველად თქვა: ნუთუ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ?

როგორც არ უნდა ვარწმუნებდე საკუთარ თავს, მიჭირს დაჯერება, რომ სხვისი ტოლი ვარ. ჩვენ ვცხოვრობთ სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების სამყაროში. ადამიანებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არც ერთი არ ჰგავს მეორეს. ყველანი ძალიან განსხვავებულნი ვართ. სწორედ ამაშია ცხოვრების მრავალფეროვნების სიხარული, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება.

უარი ვთქვით რა ადამიანების აშკარა განსხვავებულობაზე, ჩვენ გამოვაცხადეთ «ძმობა და თანასწორობა», მაგრამ არ გვითქვამს, რომ განვსხვავდებით, და თანასწორნი ვართ მხოლოდ სისტემის წინაშე, ან ღმერთის წინაშე. მაგრამ რადგანაც ღმერთი არ არსებობს, რჩება სისტემა – ჩვენი ღმერთი. ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე შესაბამისად უნდა მოვაშოროთ. არ არსებობს ღმერთი და არ არსებობს მისი წარმომადგენელი. მიგვიფურთხებია ძველი გვარებისთვის, რომლებიც რწმენით და სიმართლით ემსახურებოდნენ ღმერთს. ყველა თანასწორი უნდა იყოს.

შესაბამისად, ვინ იქნება მმართველი, თუკი ყველანი თანასწორნი ვართ?

თანასწორებს შორის ვერავინ იქნება უკეთესი ან უარესი, მაღალი ან დაბალი. ე.ი. უნდა შემოვიღოთ მთელი ხალხის მმართველობა, რათა მართოს ყველამ და ყველა პასუხს აგებდეს ყველაფერზე. მაშინ ხმა მივცეთ და ავირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც გვმართავს, და ამავე დროს დავემორჩილებით მას. რა კარგი და ჭკვიანური იდეაა – «ყველასთვის ავირჩიოთ ერთი მსახური, რომელიც ყველაფერს მართავს». ამ იდეის ”გონივრულობისგან” აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ არც თუ ისე გასაგებია – ეს რჩეული გვმართავს თუ გვემსახურება? თუ გვმართავს, მაშინ რით განსხვავდება მეფისგან? ალბათ მხოლოდ იმით, რომ არ განაცხადებს – მეფე ვარო და არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მმართველობაზე. ხოლო თუ გვემსახურება, მაშინ როგორ ემსახურება ყველას ერთად? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ერთი მსახური გვყავს. ანუ ერთი მსახური ემსახურება არათუ ორ ბატონს, არამედ მრავალს. მაგალითად, თუ მე მინდა, რომ ჩემმა მსახურმა ერთი საქმე გააკეთოს, ჩემს მეზობელს კი სხვა რაღაც უნდა, როგორ მოიქცევა ჩვენი საერთო მსახური?

შედეგად ჩვენ ავირჩიეთ «მმართველი», რომელიც ამბობს, რომ ჩვენი «მსახურია». პასუხისმგებლობას თავის მართვაზე არ იღებს, რადგანაც იგი მხოლოდ «მსახურია», და მას უბრალოდ არ შეუძლია ყველას ემსახუროს – რაც არ უნდა იყოს «მმართველია». მაგრამ მთელი აბსურდი იმაშია, რომ თუ ეს ჩემი «მსახური» არ აკეთებს იმას, რასაც ვეუბნები, ვერც კი გავაგდებ მას. და თუ იგი პასუხისმგებლობას არ იღებს ჩემზე მართვაში, მე ვერ ვანდობ მას საკუთარ თავს. ვერ გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვის.

ყოველი, ვინც ამას წაიკითხავს იტყვის: «მართალია, სწორედ ასეა ყველაფერი. დაე ჩვენმა მმართველებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან, მსახურები თუ მმართველები».

მაგრამ სინამდვილეში ეს კითხვა მიმართულია ყოველი ცნობიერი ადამიანისადმი: – მაშ, ვის ვემსახურებით? ან ვის ვმართავთ?

ეს ხომ ჩვენ გვინდა დემოკრატია – ხალხის მმართველობა. ეს ხომ ჩვენ გვინდა არჩევნებზე დეპუტატები და პრეზიდენტი. ეს ხომ ჩვენ ვმუშაობთ სისტემაზე, რომელშიც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხომ ჩვენ მიგვყავს ჩვენი ბავშვები სკოლაში, სადაც არაფერს ასწავლიან გარდა იმისა, თუ როგორ იმუშაონ – როგორ იმუშაონ სისტემაზე, სადაც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხომ ჩვენ მივდივართ ექიმებთან, რომლებიც აღარ იღებენ ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუკი მკურნალობის დროს ჯანდაცვის სისტემის ყველა ინსტრუქციას შეასრულებენ. გამოდის, რომ გვმკურნალობს არა ექიმი, არამედ ჯანდაცვის სისტემა. გამოდის, ჩვენს ბავშვებს ასწავლის არა მასწავლებელი, არამედ განათლების სისტემა. გამოდის, ქვეყანას მართავს არა მმართველი, არამედ სახელმწიფო სისტემა თავისი კონსტიტუციით.

მთელი თანამედროვე საზოგადოება სისტემით იმართება. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ე ასეა.

სისტემა იმდენად ძლიერი გახდა, რომ მისი შეცვლა ცალკეული ქვეყნის პრეზიდენტსაც კი არ შეუძლია. პრეზიდენტი ხომ მსოფლიო სისტემას ემორჩილება. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს მსოფლიო სისტემის საწინააღმდეგოდ წასვლას. და არც უნდა ეს, უბრალოდ იმიტომ, რომ კომფორტულია სისტემაში ყოფნა. იგი გვაჭმევს და გვასმევს, გვაძლევს განათლებას და წამლებს, უზრუნველგვყოფს ფინანსებით და ენერგო-რესურსებით, უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას და გვპირდება სტაბილურობის გარანტიას. სისტემისადმი მსახურებამ ჩვენს მმართველად, ჩვენს ღმერთად აქცია იგი.

მაგრამ ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს ცოცხალი სულის გარეშე. ის, თუ როგორი სული მართავს სისტემას, შეგვიძია დავინახოთ ამ სისტემის თვისებებით, როგორია მასშჳ ყველა ელემენტის (ადამიანების) ურთიერთდამოკიდებულების პრინციპი, რამდენად ჯანმრთელია ეს სისტემა, რამდენად ლამაზია, ჰარმონიულია, მშვიდობიანია. სისტემა – ეს ხომ რომელიღაც სულის სხეულია. ნათელი სული თავის გარშემო სინათლის სხეულს ქმნის. იქ, სადაც სინათლეა, ყოველთვის ჩანს მისი წყარო – მმართველი, რომელიც ამბობს: «მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე».

ჩვენი სისტემაც არსებობს, შესაბამისად მასაც აქვს სული. მაგრამ როგორი ბუნებისაა ეს სული? თუ იგი სინათლეა, მაშინ უნდა ვხედავდეთ იმას, ვინც იღებს პასუხისმგებლობას. თუ მას ვერ ვხედავთ, ე.ი. ეს სიბნელეა. სიბნელის წყაროს ვერავინ ვერ ხედავს. სიბნელის მმართველს ვერავინ დაინახავს. «ბნელი» – ამ სიტყვით შეგვიძლია შევცვალოთ სიტყვა «უმრავლესობა». როცა ბევრი (უმრავლესობა) იწყებს მართვას – რეალურად სიბნელეა მმართველი, რომელშიც არავინ იღებს საკუთარ თავზე მმართველობას. ჩვენი სისტემის ცენტრში იმყოფება დიადი სიცარიელე – ცარიელი ადგილი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით. ამ ცარიელ ადგილას პირობითად შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანი დავაყენოთ, მიუხედავად მისი სულიერი და მორალური თვისებებისა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად უნდა იყოს მმართველი, სინამდვილეში კი სისტემას, მის სტაბილურობას და საიმედოობას უნდა ემსახუროს. ადამიანები შეგვიძლია შევცვალოთ, სისტემა კი ურღვევი და უცვლელია. ამასთან სისტემისთვის სულ ერთია, ვინ შეავსებს მას – მამაკაცები თუ ქალები, ძლიერები თუ სუსტები, გონიერები თუ სულელები. მთავარია, რომ სისტემა შენარჩუნებული იყოს ცოცხალი ადამიანებით. რაც მეტია ჩართული სისტემაში, და რაც ნაკლებად იციან მათ ცხოვრების კანონების არსებობის, და არა სისტემის კანონების შესახებ,მით უფრო მნიშვნელოვნად და ძლიერად გრძნობს თავს სისტემა.

ცარიელ ადგილს თავისი დამხმარე ცარიელი ადგილები ჰყავს, მათ თავის მხრივ სხვა დამხმარე ცარიელი ადგილები, და ასე იზრდება სისტემა მრავალ ცარიელ ადგილად. ჩვენ მათ ვუწოდებთ «თანამდებობებს», ან «სამუშაო ადგილებს», ან «ვაკანსიებს». ყოველი ეს ცარიელი ადგილი ელოდება თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც იცვლებიან და მთელი ძალით იბრძვიან, რომ საჭირო ცარიელ ადგილას მოხვდნენ, ცხოვრების მთავარ მიზნად თვლიან მას. ცარიელი ადგილი ხომ ძალაუფლებას, სიმდიდრეს, ძალას, შესაძლებლობებს და უფლებამოსილებებს იძლევა სისტემაში.

სისტემა განადიდებს თავის მნიშვნელობას და აკნინებს სულის, ანუ არსის ფასეულობას. ფორმის ძალა დომინანტი ხდება არსის ძალაზე. სხეული სულზე მნიშვნელოვანია, მატერია ღმერთზე მნიშვნელოვანია, პროფესია პროფესიონალზე მნიშვნელვანია, სახელმწიფო ხალხზე მნიშვნელოვანია, პასპორტი ადამიანზე მნიშვნელოვანია, ფული ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო მნიშვნელოვანია.

მმართველობა ცარიელია, ფული ცარიელია, განათლება ცარიელია, კულტურა ცარიელია, მსოფლმხედველობა ცარიელია, ადამიანები ცარიელნი არიან – აი შედეგი ცარიელი მოვლენის – სისტემის მმართველობისა.

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი










გამგები გაიგებს!..


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?   Jan 21 2009, 07:32 PM
კანონისტი   აქ არ დაპოსტოთ, სან...   Jan 21 2009, 07:45 PM
გრიგოლი   ,,კანონისტი" ბევრ ...   Jun 26 2009, 03:04 PM
KAIROS   გრიგოლი, ეს არის მხ...   Jun 26 2009, 07:59 PM
გრიგოლი   გრიგოლი, ეს არის მხ...   Jun 26 2009, 10:07 PM
IkaMac   დღეს დღეისობით ვინ...   Jan 4 2010, 11:56 PM
sable   დღეს დღეისობით ვი...   Jan 5 2010, 02:16 AM
აკაკი   საქართველოს მეფე ე...   Jan 5 2010, 01:53 AM
sergi_glaxa   არანაირად არ მსურს...   Jan 5 2010, 09:49 AM
sable   არანაირად არ მსურ...   Jan 5 2010, 05:09 PM
neo   მოკლედ მეფე გენ დი...   Jan 5 2010, 06:28 PM
აკაკი   sergi_glaxa რას ამბობ კაცო...   Jan 5 2010, 06:33 PM
sable   ვისაც მეფე არ სურს ...   Jan 5 2010, 06:35 PM
sergi_glaxa   [b]sergi_glaxa რას ამბობ კა...   Jan 6 2010, 12:50 PM
sable   უხ..უხ... რამის პატრი...   Jan 6 2010, 04:42 PM
ნანინა   sable :D :D :D ნუ მე პოლიტ...   Jan 5 2010, 06:39 PM
Ligia   ხალხნო ინგლისი, ეს...   Jan 6 2010, 01:42 AM
sable   ხალხნო ინგლისი, ეს...   Jan 6 2010, 02:15 AM
Ligia   იყო ესპანეთში :D არ ...   Jan 6 2010, 05:07 PM
sable   ეგ ჩვენს პოლიტიკო...   Jan 6 2010, 05:52 PM
ნანინა   Ligia ადამიანო ბაგრატ...   Jan 6 2010, 01:44 AM
Ligia   Ligia ადამიანო ბაგრა...   Jan 6 2010, 02:04 AM
თამარი_ცქნაფო   მეფე არა პროკურორი...   Jan 6 2010, 02:38 AM
მხევალი ნინო   ვნახოთ რა იქნება.   Jan 6 2010, 11:14 AM
neo   რომ იცოდეთ როგორ დ...   Jan 6 2010, 06:47 PM
მხევალი ნინო   ნეტავ ერთი რაზე და...   Jan 6 2010, 09:16 PM
თამარი_ცქნაფო   neo მეფობის საოზგაოდ...   Jan 6 2010, 10:08 PM
neo   მოკლედ ყველა საზვ...   Jan 6 2010, 11:03 PM
თამარი_ცქნაფო   მოკლედ ყველა საზვ...   Jan 7 2010, 01:13 AM
ლურჯი ბუ   ჩვენში დარჩეს და, ვ...   Jan 7 2010, 01:25 AM
თამარი_ცქნაფო   ლურჯი ბუ გოჭის გრი...   Jan 7 2010, 02:03 AM
მხევალი ნინო   neo :D :D :D ეს ფრაზა , ფორ...   Jan 7 2010, 09:24 AM
kato_Bato   neo ცუდად ვარ :lol: :lol: :lol:   Jan 7 2010, 10:50 AM
თამარი_ცქნაფო   neo ცუდად ვარ :lol: :lol: :lol: ...   Jan 7 2010, 02:54 PM
Misha Songulashvili   37 ტვინგარეცხილი დე...   Jan 7 2010, 06:54 PM
თამარი_ცქნაფო   37 ტვინგარეცხილი დე...   Jan 7 2010, 07:01 PM
Misha Songulashvili   თამარი_ცქნაფო :* მქო...   Jan 7 2010, 07:24 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო :* მქ...   Jan 7 2010, 07:26 PM
sergi_glaxa   ძირს მეფე! აწდა მა...   Jan 8 2010, 01:25 PM
Amuza   ვინ უნდა იყოს მეფე, ...   Jan 8 2010, 03:23 PM
kent5   ეს არის აუცილებელი...   Jan 8 2010, 04:43 PM
ქევანა   :lol: :lol: :D პ.ს. უთეგენ...   Jan 8 2010, 05:01 PM
neo   ისე კარგი იქნება ა...   Jan 9 2010, 06:47 PM
lingvo   ისე კარგი იქნება ა...   Jan 9 2010, 07:00 PM
neo   ზოგადად არგუმენტ...   Jan 9 2010, 07:08 PM
მხევალი ნინო   neo რელიიურ ასპექტშ...   Jan 9 2010, 07:13 PM
Misha Songulashvili   თუ მომავალ მეფეს შ...   Jan 9 2010, 07:18 PM
მხევალი ნინო   Misha Songulashvili მასეთი დე...   Jan 9 2010, 07:24 PM
neo   1. არგუმენტი: ვინაი...   Jan 9 2010, 07:26 PM
Ligia   , ინგლისში, ჰყავთ ...   Jan 9 2010, 10:57 PM
ქევანა   და არ წაგიკითხავთ ...   Jan 10 2010, 06:13 PM
neo   გეთანხმებით არგუმ...   Jan 11 2010, 05:35 PM
neo   არგუმენტი 2. მოდი ვ...   Jan 11 2010, 06:26 PM
Ligia   ნეო აბა შენ აბსოლუ...   Jan 12 2010, 01:29 AM
neo   არის კიდევ სხვა ვა...   Jan 12 2010, 10:37 AM
betaneli luka   მონარქს უნდა ჰქონდ...   Feb 20 2010, 01:50 AM
ketevanize   ქვეყნის მმართველი ...   Feb 13 2012, 04:47 PM
G_saxva   კიდევ ერთხელ გადავ...   Nov 4 2013, 04:50 PM
ႲႭႡႰႠႬ   კონსტიტუციური მონ...   Nov 4 2013, 05:07 PM
A.V.M   მე არ ვემხრობი ამ ე...   Nov 4 2013, 05:52 PM
shako1993   ძან მაგარი იქნება,...   Nov 4 2013, 10:14 PM
ႲႭႡႰႠႬ   shako1993 მერე მეფეც და პ...   Nov 4 2013, 11:17 PM
G_saxva   shako1993 კონკრეტულად რა...   Nov 5 2013, 10:10 AM
Atm@n   მომწონს მონარქია, ...   Nov 5 2013, 10:50 AM
მხევალი ნინო   Atm@n რაო? მოდი რა ცოტ...   Nov 5 2013, 12:25 PM
Atm@n   მხევალი ნინო მე არ ...   Nov 5 2013, 12:45 PM
qetevano   Nov 5 2013, 06:18 PM
A.V.M   :wub: :wub:   Nov 5 2013, 06:19 PM
Atm@n   სისტემა http://s019.radikal.ru/i600...   Nov 5 2013, 08:51 PM
Atm@n   და თუ ვერ აცნობიერ...   Nov 5 2013, 08:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი