საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
ალექსანდრე |
Oct 4 2006, 05:58 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი
ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა მაშ ასე გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. _ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე. ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა. - იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე? - ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო. შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო... - ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს? -ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს.. - შენ გინახავს ის კატა? -კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს -რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები? -სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო. ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა. - ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ? -მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს. -ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ? -არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის. -სად იყრიან თავს? ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ. -როგორ, შენც სთხოვე დახმარება? -(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა. -ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს? -კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ. -ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო? -დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
A.V.M |
Nov 5 2013, 10:22 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
19:01 / 05-11-2013
ტაილანდში ტრანს სექსუალების სილამაზის კონკურსი ჩატარდა ტაილანდში ტრანსსექსუალების სილამაზის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვება 18 წლის ბრაზილიელმა მარსელა ოჰაიომ მოიპოვა. პრიზის სახით მან გარდამავალი გვირგვინი და 10 000 დოლარი მიიღო. წელს ყოველწლიური კონკურსი ტაილანდის ერთ-ერთ კურორტზე ჩატარდა. კონკურსის მონაწილეები პუბლიკის წინაშე ტრადიციულ და საღამოს კაბებში წარსდგნენ. კონკურსის წესების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მამაკაცად შობილ ტრანსსექსუალებს აქვთ. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/89616-tailand...l#ixzz2jnSDfeZJ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი