![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით
თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე დაბადება თავი პირველი ციტატა 1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე. 14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა; 15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. 16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, 18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე. 20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. 21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. 23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე. 24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე. ვისაუბროთ ამ თავის გარშემო... აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
azazeli |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 24-August 13 წევრი № 13,307 ![]() |
მზადება მიდიამელებთან საომრად.
მე–7 თავში მოთხრობილია ამბავი გედეონისა თუ როგორ ემზადება მიდიანთან საომრად. ეს მზადება მოიცავს უშვალოდ ჯარის, საბრძოლო რაზმის გამორჩევასა და დაბანაკებას. ღმერთი ეტყვის გედეონს რომ მან შეკრიბოს რაზმი გედეონიც ასე მოიქცევა და შეკრიბავს ჯარს მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს. უფალი კი ეტყვის გედეონს აქ ძალიან ბევრი ხალხია საიმისოდ რომ მიდიანი ჩავუგდო ხელში, არ მინდა ისრაელი გაყოყოჩდეს და მითხრას ხელმმა ჩემმა მიხსნა მეო. მიდი ახლა და გამოუცხადე მათ რომ ვინც შეშინებულია დატოვოს ჯარი და წავიდეს გილყადის მთიდან და აჰა დატოვა 22 ათასმა კაცმა რაზმი. დარჩა ათი ათასი კაცი მაგრამ ესეც ბევრია მიდიანის ასაღებათ. ამიტომ უფალი ეუბნება გედეონს წადი ჩაიყვანე ეს ხალხი წყალთან და იქ გამოგირჩევ. ვინც ამ ხალხთაგან ჩამუხლული დალევდა წყალს ცალკე უნდა დაეყენებინა, ხოლო ვინც პირდაპირ პეშვით შესვავდა ისინიც ცალკე დაეყენებინა. დაანაწილა გედეონმა მთელი ჯარი ამ ფორმულირებით და უთხრა უფალმა გედეონს: ამ მსხვლეპავთა ხელით ჩაგიგდებ მიდიანს ხელში (რომელიც 300 კაცს შეადგენდა.) აიღეს მათ ხელში ხალხის საგზალი და რქის საყვირები და დაბანაკდნენ. ხოლო მათ ქვემოთ მიდიანის ბანაკი იყო. იმ ღამეს უთხრა უფალმა გდედეონს: ჩადი იმ ბანაკში რომელიც შენ დაბლაა რადგანაც ხელში ჩაგიგდე მე ის. ჩადი და რასაც მოისმენ ის გაგაძლიერებს და მოგცემს სიმტკიცეს ხელებში. თუ მარტო ჩასვლისა გეშინია წადი და წაიყვანე შენი მსახური ფურა. და წავიდნენ გედეონი და ფურა იარაღასხმულები მიდიანის წინაშე. სადაც მიდიანი, ყამალეკნი და ყველა ძე აღმოსავლეთისა იყრიდა თავს. და როგორც წმ. წერილის ფურცლებზე წერია ქვიშასავით ურიცვი იყო მათი აქლემები იმ ველზე რომელ ველზეც განლაგებულები იყვნენ ისინიო. და მოვიდა გედეონი და მოისმინა სიზმარი რომელსაც ერთი კაცი უყვებოდა მეორეს: აჰა სიზმარი მესიზმრა ვითოიმ ქერის პური დაგორდა მიდიანში ბანაკს რომ მოაღწია კარავს დაეჯახა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ეს რა უნდა იყოს თუ არა გედეონის მახვილი. განიხარა გედეონმა ეს რომ გაიგო და მიეცა ძალა ხელებში და გამხნევდა იგი რადგანაც ღმერთმა ხელში ჩაუგდი მას მიდიანელთა ბანაკი. გედეონი აბრუნდა მიდიამელთა ბანაკში და თქვა ადექით! რადგანაც უფალმა ჩაგვიგდო ხელში მიდიანელთა თავი . ახლა გედეონი ამ სამას კაცს დაყობს სამ ნაწილად და ეტყვის მოიქეცით ისე როგორც მე გავაკეთებ. აჰა შემოვარტყავთ წრეს მიდიანის ბანაკს, ცალ ხელში გეჭირებათ საყვირები ცალში დოქები (დოქები ცარიელი იყო და შიგნით იყო ლამპრები) და როდესაც განიშნებთ დაიყვირებთ უფლისათვის და გედეონისათვის. და მივიდა გედეონი და მასთან ერთად ასი კაცი ბანაკის კიდესთან შუა ღამე რომ დგებოდა და როდესაც მცველები შეცვალეს დააყვირა სამივე გუნდმა საყვირები და დოქები დაამტვრიეს და გაჰყვირეს მახვილი უფლისათვის და გედეოიონისათვის. და დააყვირაა სამასმა კაცმა საყვირები და გაიქცნენ და შეუტიეს მიდიამელებს უფალი ეწეოდა ისრაელს და ასე ვთქვათ უკუიქცა მიდიამელთა ლაშქარი მირბოდა იგი აბელ–მექოლას საზგვრებამდე. ხოლო შემდგომ მოუხმეს ისრაელის კაცებს ნაფთალიდან, აშერიდან, მენაშედან და დაედევნენ უკან მიდიანს.და დაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა მათ დაიჭირეთ წყლები და ბეთ–ბარამდე და იორდანე. და დაიჭირეს და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი ყორები და ზეები. და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან და ზეები ზეების საწნახელთან და დაედევნეს მიდიანს ხოლო ყორებისა და ზეების თავები მოუტანეს გედეონს იორდანის გაღმიდან. თბილისის სასულიერო სემინარია საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 06:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი