პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
G_saxva |
Nov 8 2013, 05:27 PM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
პატრიარქმა ერი, მხედრობა და ხელისუფლება დალოცა
13:51 08-11-2013 პატრიარქმა ერი, მხედრობა და ხელისუფლება დალოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერი და ხელისუფლება დალოცა. საგურამოში, პარაკლისის შემდგომ ქადაგებისას პატრიარქმა წმინდა ილია მართლის ღვაწლზე ისაუბრა და მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. პარაკლისს საგურამოს ეკლესიაში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სამეფო გვარის შთამომავლები დავით და უგო ბაგრატიონები. უწმინმდესმა ქადაგებისას ახალი ხელისუფლება დალოცა და ისურვა, ღმერთმა ბევრი სიკეთე გააკეთებინოთ. "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. როცა უჭირდა საქართველოს, როცა დაკარგა პოლიტიკური თავისუფლება, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, იმ დროს ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს დიდი პიროვნება, წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე. შევთხოვ უფალს, მისი ლოცვით გაძლიერდეს საქართველო დღეს, როდესაც არანაკლებ რთული დროა", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა ისურვა ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა. "ღმერთმა ინებოს დავინახოთ ნაკლი, თუ ადამიანი ვერ ხედავს თავის ნაკლს, ცოდვას, ის ვერ გამოსწორდება და დარჩება ცოდვილი. წმინდა ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფიქრობდა სამშობლოს და არა საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის. ხშირად კრიტიკულად უყურებდა ცალკეულ საკითხებს, მაგრამ ეს არ იყო განკითხვა, ეს იყო ტკივილი. წმინდა ილია მართლმა იტვირთა ორი მძიმე ჯვარი, პოლიტიკური და სულიერი და ორივე ღირსეულად მიიტანა ღვთის საკურთხეველთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა დროის ცვალებადობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იცოდეს საით მიდის. პატრიარქის თქმით, ცხოვრების კიბეზე ხშირად ზოგიერთი ადამიანი მაღლა ადის, ზოგიერთი კი დაბლა ეშვება. "ბევრი ისეთია ადამიანი, რომელიც უფსკურლისკენ მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ტკივილით, მაგრამ მაინც მიდის მაღლა. ჩვენ უნდა ავიდეთ ამ კიბეზე და გავხდეთ მკვიდრნი სასუფევლისა. ყველაზე იოლი გზა ამისთვის არის მოწყალება, როდესაც ადამიანი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას. ცხოვრებაში ალბათ ბევრჯერ ყოფილა შემთვხვევა, როდესაც შეხვედრიხართ გაჭირვებულ ადამიანს და ამ დროს თქვენს სულიერ სამყაროში იწყება ბრძოლა, დაეხმაროთ მას თუ არა. ალბათ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გაგივლიათ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებულხართ, რომ დახმარებოდით. ე.ი. კეთილმა აზრმა გაიმარჯვა. ვლოცავ ჩვენს ერს, მხედრობას, ახალ ხელისუფლებას, ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ. ღმერთმა მოგცეთ თქვენ და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა უწმინდესმა. ნაკადული http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...eba-daloca.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი