ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები |
nick |
Oct 17 2013, 11:39 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
მეგობრებო მინდა ერთმანეთს ვურჩიოთ საინტერესო წიგნები, ისინი რომლებიც წაგვიკითხავსმ ან რომელთაც ვკითხულობთ.
აი მაგალითად, ამჟამად ვკითხულობ სტენდალის "წითელი და შავი" მერწმუნეთ საოცარი წიგნია, ვისაც გსურთ ევროპელი მწერლების ახალი იდეებით გაიჟღინთოთ თავები, გირჩევდით ჯორჯ ორუელის "1984" მოპასანის ნაკლებად აქტუალური პრობლემებზე აგებული "ლამაზი მეგობარი" ხოლო მათ ვისაც ჯერ ქართველი მწერლები ასე თუ ისე არ ამოუწურავს, შესაბამისად ბოლომდე არ უგემია პატრიოტიზმის მქადაგებელი კალმის სიამე და არ ჰქონია ბედნიერება შემკულიყო მრავალი ვაჟკაცური თვისებებით ვურჩევდი წაიკითხოს, კონსტანტინე გამსახურდიას "ვაზის ყვავილობა" მთვარის მოტაცება" და მისივე მცირე ტიპის მოთხრობები, ხოლო მათ ვისაც არ გეშინიათ დაბრკოლდეთ კოსტას ჯერ ვერ ან არ დამტკიცებული ათეიზმით, ჯობს წაიკითხოთ დიდოსტატის მარჯვენა პ.ს ვგონებ აქ ჩამოთვლილი ყველა წიგნი ფორუმელთ უმრავლესობას წაკითხული გექნებათ მე ცოტა ვიეშმაკე და არ მინდოდა პირადპირ გამეთქვა რომ ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული და რომ თქვენგან ველოდები საინტერესო წიგნების სიას ასევე მინდა გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები როგორც ზემოთჩამოთვლილ ასევე თქვენს საყვარელ წიგნებზე -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
MIRDAT |
Nov 8 2013, 08:20 PM
პოსტი
#2
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ყველა რელიგია თავს ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას უწოდებს. ამავდროულად თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი ბოლომდეა დარწმუნებული რომ "ჭეშმარიტების გზაზეა". ისე სწამთ ამის, თითქოს არსებობს რაიმე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, რაიმე რეალური მტკიცებულება(თუმცა გააჩნია ვინ რას ეძახის რეალურს)... სინამდვილეში რელიგია ხომ მთლიანად რწმენაზე დგას და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ შენი რელიგია მართლაც ჭეშმარიტი აღმოჩნდება... არ მომწონს ეს თავდაჯერებულობა და "ჭეშმარიტების გზაზე მდგომის" კვარცხლბეკიდან საუბრები... ამიტომ არ ვარ არცერთი რელიგიის მიმდევარი, ისე კი ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობას მივიჩნევ...
P.S. რანაირი პოსტი გამოვიდა :| ტავტოლოგიის ზეიმია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2024 - 06:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი