![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
nick |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 ![]() |
მეგობრებო
![]() აი მაგალითად, ამჟამად ვკითხულობ სტენდალის "წითელი და შავი" მერწმუნეთ საოცარი წიგნია, ვისაც გსურთ ევროპელი მწერლების ახალი იდეებით გაიჟღინთოთ თავები, გირჩევდით ჯორჯ ორუელის "1984" მოპასანის ნაკლებად აქტუალური პრობლემებზე აგებული "ლამაზი მეგობარი" ხოლო მათ ვისაც ჯერ ქართველი მწერლები ასე თუ ისე არ ამოუწურავს, შესაბამისად ბოლომდე არ უგემია პატრიოტიზმის მქადაგებელი კალმის სიამე და არ ჰქონია ბედნიერება შემკულიყო მრავალი ვაჟკაცური თვისებებით ვურჩევდი წაიკითხოს, კონსტანტინე გამსახურდიას "ვაზის ყვავილობა" მთვარის მოტაცება" და მისივე მცირე ტიპის მოთხრობები, ხოლო მათ ვისაც არ გეშინიათ დაბრკოლდეთ კოსტას ჯერ ვერ ან არ დამტკიცებული ათეიზმით, ჯობს წაიკითხოთ დიდოსტატის მარჯვენა ![]() პ.ს ვგონებ აქ ჩამოთვლილი ყველა წიგნი ფორუმელთ უმრავლესობას წაკითხული გექნებათ ![]() ![]() ![]() -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
![]() ![]() |
MIRDAT |
![]()
პოსტი
#2
|
![]() MIRDAT ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 ![]() |
ყველა რელიგია თავს ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას უწოდებს. ამავდროულად თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი ბოლომდეა დარწმუნებული რომ "ჭეშმარიტების გზაზეა". ისე სწამთ ამის, თითქოს არსებობს რაიმე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, რაიმე რეალური მტკიცებულება(თუმცა გააჩნია ვინ რას ეძახის რეალურს)... სინამდვილეში რელიგია ხომ მთლიანად რწმენაზე დგას და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ შენი რელიგია მართლაც ჭეშმარიტი აღმოჩნდება... არ მომწონს ეს თავდაჯერებულობა და "ჭეშმარიტების გზაზე მდგომის" კვარცხლბეკიდან საუბრები... ამიტომ არ ვარ არცერთი რელიგიის მიმდევარი, ისე კი ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობას მივიჩნევ...
P.S. რანაირი პოსტი გამოვიდა :| ტავტოლოგიის ზეიმია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th September 2025 - 07:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი