პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Nov 10 2013, 09:44 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა ახალ ხელისუფლებას მისცეს სიბრძნე და გული კეთილი
დღეს ჩვენ ახალი ცხოვრების წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ერთ კვირაში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეუდგება საქმიანობას. "ჩვენ უნდა აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა მისცეს მათ სიბრძნე და გული კეთილი. თუ მათ ექნებათ სარწმუნოება და სიყვარული, სასოება, იმედი, ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა თავმდაბლობის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი მაღალ წოდებას იღებს, მას თავმდაბლობა უნდა მიემატოს. "თუ თავმდაბლობა არ იქნა, მაღალი წოდება ღუპავს ადამიანს", - ბრძანა პატრიარქმა და სიკეთის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც მან ბრძანა, ადამიანი ყველაზე დიდი საუნჯეა და იგი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. "სამწუხაროა, რომ ყოველი ადამიანი არ არის ტაძარი სულისა წმინდისა. ზოგიერთი არის სამყოფელი ბოროტი სულისა, მაგრამ ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. წარსულში ჩვენმა ხალხმა დიდი ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ღვთის შეწევნით, მორწმუნე და გამარჯვებული დარჩა. ჩვენი ხალხი ბრძოლაშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან. სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, სარწმუნოება, სიყვარული და იმედი ადამიანს უდიდეს ძალას აძლევს. ილია მეორემ კომუნისტური მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია იდევნებოდა, მასთან ხშირად მიდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. "წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ, გულში მორწმუნე ვარო. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მთავარია ადამიანის გული, ამიტომაც ბოროტს მუდამ შურს ჩვენი. ქართველი ადამიანი კეთილი გულით გამოირჩევა, მაგრამ ცუდის კეთებაც ვიცით, ცოდვები უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ სიკეთე მუდამ პირველ რიგშია და მადლობა უფალს ამ მადლისთვის. ეს არის ჯილდო ღვთისა. ღმერთი სიყვარულია და ამ სიყვარულს, თავის თვისებას უფალი ჩვენ გვიწილადებს", - აღნიშნა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის – სისაურები, თვალავაძეები, ეკალაძეები, ფარჯიანები, თორდიები, ჯიბლაძეები, კაშიები, სუთიძეები, ღამბაშიძეები და ცუხიშვილები. ასევე დღეს დაილოცა ანსამბლი "შავნაბადა", რომელმაც საგალობლების დისკი გამოუშვა და საქართველოს მასშტაბით საჩუქრად არიგებს. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/89987-ili...l#ixzz2kGX8HYbL -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი