სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Geocraft |
May 4 2013, 12:17 AM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
| azazeli |
Nov 13 2013, 09:46 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 24-August 13 წევრი № 13,307 |
მაცხოვრის საუბარი ნიკოდიმოსთან
როგორც მოგეხსენებათ ნიკოდიმოსთან საუბარი მოთხრობილია ივანეს სახარების მე–3 თავში. მაგრამ ზოგადად სანამ ტექსტის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე უნდა ვახსენოთ და ვისაუბროთ იმის შესახებ თუ ვინ იყო ნიკოდიმოსი. ნიკოდიმოსი როგორც წმ. წერილი გვამცნობს იყო კაცი ფარისეველთაგანი, მთავარი ჰურიათა. რომელიც მიდის მაცხოვართან ღამე და მართავს დიალოგს, სხვაგვარად რომ ვთქვათ იწყებს საუბარს.რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ახლა ჩვენ აქ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, I– რატომ მიდის ნიკოდიმოსი მაცხოვართან ღამე სასაუბროთ? პასუხი მარტივია იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენეთ ნიკოდიმოსი იყო მთავარი ჰურიათა ამიტომ მას ეშინოდა იუდეველი ხალხის. სწორეთ ეს გახლავთ მიზეზი იმისა რომ ის მოდის მაცხოვართან სასაუბროთ ღამე. მაგრამ მაცხოვარი მას არ აგდებს, არ ამხელს, მრისხანებით არ მიმართავს, არ ეუბნება თუ რატომ არ ხარ გამბედავი და არაფერს ამის მსგავსს არამედ სიყვარულით, თავმდაბლობით, ესაუბრება მას მაღალ ღვთაებრივ საკითხებზე. როგორიცაა: მეორედ შობა, სასუფეველი ღმრთისა, რა განსხვავებაა ხორციელ შობილსა და სულიერ შობილს შორის. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. ღმერთის სიყვარული ჩვენდამი განუზომლად დიდია რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის ანგელოზი ან წინასწარმეტყველი კი არა თავის მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა. ღმერთს ანგელოზიც რომ გამოეგზავნა ჩვენს გამოსახსნელად არც ეს იქნებოდა ურიგო და პატარა საქმე მაგრამ რამხელა სიყვარულია რამხელა სითბოს გამოხატულებაა ის რომ ღმერთმა ჩვენთვის თავის ერთადერთი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ჩვენს გამოსახსნელად.რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. რას ნიშნავს ,, ვისაც ძის რწმენა აქვს არ დაისაჯოს’’ ნუთუ არ დაისჯება თუ იმ ადამიანის ცხოვრება არაწმინდაა? რასაკვირველია დაისჯება. ასეთ ადამიანებს პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში უწოდებს ადამიანებს რომლებიც ღმერთს მხოლოდ ბაგით სცემენ თაყვანს ხოლო მათი საქმეები შორს არიან მისგან. ასეთები არ განისჯებიან თავიანთი რწმენის მიხედვით, რადგან ღვთის რწმენა აქვთ მაგრამ განისჯებიან თავიანთი საქმეებით რომლებიც ღმრთისა მიერ ქმნულ არ არიან. ხოლო რომელსა არა რწმენეს აწვე დასჯილ არს. როგორ? პირველ რიგში იმიტომ რომ ურწმუნოება უკვე სასჯელია. რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარა კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი რამეთუ საქმენი მისნი ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. თბილისის სასულიერო სემინარია საღვთისმეტყველო ფაკულტეტი სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე. |
Geocraft სახარების განმარტება May 4 2013, 12:17 AM
A.V.M Geocraft
ამ განხილვაში ფ... May 4 2013, 06:13 PM
Geocraft
Geocraft
ამ განხილვაში ... May 7 2013, 06:08 AM
A.V.M Geocraft
თავიდანვე შევთ... May 7 2013, 04:23 PM
მარიამი სხვათაშორის ძალია... May 7 2013, 04:50 PM
A.V.M მარიამი
მარკოზის ს... May 7 2013, 05:03 PM
Geocraft " ვინც ჩემთან არ ა... May 9 2013, 01:24 AM
A.V.M Geocraft
თავშიც გითხარი ... May 9 2013, 12:46 PM
Geocraft A.V.M. თავშივე რომ მით... May 10 2013, 03:57 AM
ႲႭႡႰႠႬ მე ერთი რამ მაინტე... May 9 2013, 01:38 PM
toka@ ႲႭႡႰႠႬ
არის განყოფ... May 9 2013, 02:01 PM
A.V.M ႲႭႡႰႠႬ
თუ გინდა აქ... May 9 2013, 03:01 PM
Geocraft უამრავი კითხვა მიჩ... May 10 2013, 04:12 AM
აკაკი Geocraft
შესაძლოა გამოგ... May 10 2013, 06:07 AM
A.V.M Geocraft
სახარების ქადა... May 10 2013, 12:21 PM
Geocraft მადლობა აკაკი. ვსტ... May 11 2013, 05:24 AM
Geocraft
პრინციპში სახარე... May 11 2013, 05:36 AM
A.V.M
მგონი კიდევ არასწ... May 11 2013, 01:12 PM
azazeli დავრდომილის განკუ... Nov 1 2013, 06:42 PM
A.V.M azazeli
ჯიგარი ხარ ასტა... Nov 2 2013, 12:24 AM
azazeli იესო ქრისტეს ცხოვრ... Nov 2 2013, 06:18 PM
azazeli იუდა ებრძვის ქანაა... Nov 2 2013, 07:47 PM
A.V.M azazeli
ჯიგარი კი ხარ , მ... Nov 2 2013, 10:41 PM
Giorgi Kadagishvili azazeli
რატომ მაინცდამ... Nov 3 2013, 07:22 PM
azazeli
კი ძალიან მიტაცებ... Nov 5 2013, 11:32 PM
azazeli ხუთი ათასი კაცის ს... Nov 9 2013, 08:44 PM
Giorgi Kadagishvili
გიტაცებს კარგია, მ... Nov 12 2013, 03:27 AM
azazeli იოანეს სახარების გ... Nov 13 2013, 12:10 AM
azazeli ქორწილი კანას გალი... Nov 14 2013, 06:03 PM
azazeli ტაძრიდან მოვაჭრეთ... Nov 16 2013, 09:32 PM
A.V.M რეფერატია ჩემი და ... Jan 28 2014, 10:56 PM
terra კაი გიშრომია, საღო... Jan 29 2014, 12:04 AM
A.V.M ატორმა დაიწყო ფიქრ... Jan 29 2014, 12:42 AM
marine "იყავი ბრძენი, ვი... Nov 6 2014, 12:31 PM
sanfol ციტატები რო იყოს დ... Nov 28 2014, 07:19 PM
marine
ციტატები რო იყოს დ... Nov 29 2014, 10:16 PM
sanfol marine
ერთიანად ბიბლია... Nov 29 2014, 11:14 PM
marine
marine
ერთიანად ბიბლი... Nov 30 2014, 09:10 PM
G_saxva sanfol
ელექტრონული ვერ... Dec 1 2014, 09:34 AM
sanfol G_saxva
არა მე სხვა რამე... Dec 1 2014, 12:31 PM
G_saxva sanfol
არ მახსოვს მაგრ... Dec 1 2014, 12:50 PM
sanfol G_saxva
კაი მადლობა მაი... Dec 1 2014, 12:57 PM
G_saxva sanfol
https://drive.google.com/file/d/0B_srvSl3vy... Dec 1 2014, 01:15 PM
sanfol ნეტარი თეოფილაქტე ... Dec 14 2014, 09:24 PM
G_saxva sanfol
ეს კითხვები ამ თ... Dec 15 2014, 09:31 AM
sanfol G_saxva
აბა რა არი შუაში... Dec 15 2014, 11:34 AM
G_saxva sanfol
აქ დედები და ძმე... Dec 15 2014, 12:04 PM
sanfol G_saxva
ესეიგი პატივის... Dec 15 2014, 01:35 PM
G_saxva sanfol
ვფიქრობ რომ გეშ... Dec 15 2014, 02:12 PM
sanfol G_saxva
ოკ მადლობა მაინ... Dec 15 2014, 02:31 PM
sanfol G_saxva
ისე კი მაგას დღე... Dec 15 2014, 03:52 PM
gigushka knoV-I8vBMs Mar 14 2015, 09:12 PM
G_saxva sanfol
მაგას სხვა მნიშ... Mar 16 2015, 09:23 AM
sanfol G_saxva
მეეჭვება, თუ ქრ... Mar 16 2015, 01:55 PM
G_saxva sanfol
სახელმწიფო სხვ... Mar 16 2015, 02:15 PM
sanfol G_saxva
კაი შენ ჯორჯიელ... Mar 16 2015, 02:31 PM
G_saxva sanfol
მერე მაგითი რას ... Mar 16 2015, 02:53 PM
sanfol G_saxva
პატივმოყვარეო... Mar 16 2015, 04:10 PM
G_saxva
G_saxva
პატივმოყვარეო... Mar 16 2015, 05:04 PM
sanfol G_saxva
განმიმარტე ეგ მ... Mar 16 2015, 05:19 PM
რობინი
G_saxva
განმიმარტე ეგ მ... Sep 9 2015, 08:29 PM
marine
სამწუხარო ფაქტია ... Sep 10 2015, 01:43 PM
G_saxva sanfol
აი ამ შემთხვევა... Mar 16 2015, 06:08 PM
marine "სახარება არის ახ... May 25 2015, 10:12 PM
vaxushti13 თემა ვერ ვნახე ამა... Jun 5 2015, 09:59 PM
G_saxva vaxushti13
რამეთუ მის მიე... Jun 8 2015, 10:59 AM
A.V.M ერთად ცოტა რთულია,... Jul 3 2015, 09:39 PM
iohanan გამარჯობათ☺️☺️☺️,... Aug 13 2015, 07:04 PM
marine iohanan
დიახ, იოანე ღვთ... Aug 13 2015, 08:38 PM
iohanan თAვის თAვზე თVითონ ა... Aug 14 2015, 12:21 AM
marine
თAვის თAვზე თVითონ ა... Aug 14 2015, 02:46 PM
iohanan რა Iცოდა საყვარელი ... Aug 14 2015, 07:44 PM
marine
რა Iცოდა საყვარელი ... Aug 14 2015, 08:09 PM
iohanan სამარცხვინოა მაგრ... Aug 14 2015, 11:36 PM
marine
სამარცხვინოა მაგრ... Aug 15 2015, 11:00 AM
marine „მაცხოვარი განაგრ... Aug 19 2015, 04:13 PM
marine „- ვინც ეცდება სული... Aug 19 2015, 04:25 PM
marine “იესო ქრისტე ტაძარ... Aug 19 2015, 04:44 PM
marine „წმინდა გრიგოლს [ნ... Aug 19 2015, 05:00 PM
marine წმ. თეოფილაქტე
--"რ... Aug 19 2015, 11:02 PM
marine "მხოლოდ მაშინ, თუ ... Sep 9 2015, 08:23 PM
რობინი
ამართლებს თუ არა, მ... Sep 9 2015, 08:46 PM
marine უფალი ამასაც ამბობ... Sep 10 2015, 10:31 AM
sanfol რობინი
ასეა სამწუ... Sep 10 2015, 11:51 AM
რობინი ქალბატონო მარინე, ... Sep 10 2015, 02:13 PM
marine
ქალბატონო მარინე, ... Sep 10 2015, 10:10 PM
sanfol რობინი
კი არამარტ... Sep 10 2015, 02:19 PM
რობინი
რობინი
კი არამარტ... Sep 10 2015, 02:27 PM
sanfol marine
წმინდა გიორგი ა... Sep 10 2015, 02:28 PM
რობინი
marine
წმინდა გიორგი ა... Sep 10 2015, 02:31 PM
marine
marine
წმინდა გიორგი ა... Sep 10 2015, 07:58 PM
რობინი
marine
წმინდა გიორგი ა... Sep 10 2015, 10:49 PM
sanfol რობინი
რაში გვჭირდ... Sep 10 2015, 02:48 PM
რობინი
რობინი
რაში გვჭირ... Sep 10 2015, 03:28 PM
რობინი მათეს 3:11 მე წყლით გნ... Sep 10 2015, 03:38 PM
რობინი მეგობარო ასევე არ ... Sep 10 2015, 03:55 PM
sanfol რობინი
ეგ ძველ აღთ... Sep 10 2015, 08:13 PM
რობინი
რობინი
ეგ ძველ აღთ... Sep 10 2015, 10:09 PM
რობინი ქალბატონო მარინე ა... Sep 10 2015, 10:27 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 05:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი