ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
guest |
Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
მე დავიწყებ. კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის მონათხობი : სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე: "უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს." პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო: "ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი: "ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა. თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე ,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა. უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან ,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!" ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა: "კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა. პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე. შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს. ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ |
MIRDAT |
Nov 17 2013, 01:20 AM
პოსტი
#2
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ლეონარდო და ვინჩი
ბიოგრაფია ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში. მის დაბადებაზე არც თუ ისე ბევრი ფაქტია ნაცნობი. ვიცით ის რომ ლეონარდო პიერო ანტონიო და ვინჩის უკანონო შვილი იყო. ჯელნტმენი იმ დროს წოდება იყო, თანაც საკმაოდ პატივსაცემი. მისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა რომ უკანონო შვილი ჰყოლოდა, ამიტომ ლეონარდო დედამისთან იზრდებოდა, რომლის სახელიც უცნობია, მაგრამ ნაცნობია მისი პროფესია-მოსამსახურე. ლეონარდო თავიდან დედის გვარზე იყო თუმცა როდესაც წამოიზარდა დედამისმა მას სიმართლე მოუყვა მამაზე. ამიტომ გადაიკეთა ლეონარდომ დედის გვარი “და ვინჩით”. ლეონარდო და ვინჩიზე მხოლოდ ეს მწირი ინფორმაციაა ნაცნობი. თუმცა არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ლეონარდომ თვითონ მოიფიქრა და სინამდვილეში არანაირი პიერო და ვინჩი და არანაირი მოსამსახურე არ არსებობს. ერთერთი მოსაზრების თანახმად ლეონარდო და ვინჩი ჩვენს პლანეტა დედამიწაზე არ დაბადებულა და ის სხვა პლანეტიდან იყო მოსული( ). 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდოს 7 ათასამდე ხელნაწერი, ჩანახატი თუ პროექტი დარჩა უამრავ დარგში, ფერწერული ტილო კი სულ 20-მდე. გენიოსი არასდროს ჩქარობდა ტილოს დასრულებას. მისი მუშაობის ნელი ტემპი სალაპარაკოდ ჰქონდათ. დაუმთავრებელი ნახატი მხატვრისათვის "ცოცხალს" ნიშნავდა, დამთავრებული კი სიკვდილს... ლეონარდო ვეგეტარიანელი ყოფილა: "თუ ადამიანები თავისუფლებას ვესწრაფვით, რატომ ვსვამთ ფრინველებსა და ცხოველებს გალიებში? რატომ ვსპობთ სასტიკად მათ? ჩვენ სხვისი სიკვდილით ვცოცხლობთ". უსაზღვროდ უყვარდა ცხოველები, მათ ბაზარში ყიდულობდა და ათავისუფლებდა. აინტერესებდა არქიტექტურა, ასტრონომია, ბოტანიკა, ნავიგაცია, ბიოლოგია, სამხედრო გამოგონებები. მის ჩანაწერების წიგნში იპოვით ტანკების, საფრენი აპარატების, თავდასაცავი ნაგებობების, კანალიზაციის, ჭაობების ამოშრობის სისტემების, საყვინთი აპარატების, ველოსიპედი წყალქვეშა ხომალდის, ნემსების დასამზადებელი მანქანისა და პარაშუტის ესკიზებს. ასევე დაინტერესებული იყო რობოტების შექმნით. მის რობოტს ანატომიურად სწორი და მოძრავი ყბა ჰქონდა, ასევე ხელებსა და ფეხებსაც ამოძრავებდა. ცნობილი ფაქტია, რომ საფრენი აპარატების შექმნისთვის ის ფრინველებს აკვირდებოდა. ლეონარდოს სახელს მილანისათვის კანალიზაციის სისტემის გააკეთებასაც მიაწერენ. ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა: 1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ; 2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან; 3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი; 4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები; 5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით; 6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე; 7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!.. ლეონარდო ამბიდექსტრი იყო - ერთნაირად ხმარობდა ორივე ხელს, მაგრამ მისი ნაშრომების უმეტესობა მარცხენა ხელითაა დაწერილი - მარჯვნიდან მარცხნივ. ამის გამო, მისი ნაწერები ძნელად იშიფრებოდა. ყველა ექსპერიმენტს ილუსტრირებას უკეთებდა. ერთ-ერთი ასეთი დღიური ბილ გეიტსის საკუთრებაა, იგი 30 მლნ დოლარი ღირს. მისი ჩანაწერები სტილისტურადაც უჩვეულო იყო, საკუთარ თავს ბრძანებებს აძლევდა, ედავებოდა. მხატვრისა და გამომგონებლის ჩანაწერები გარდაცვალებიდან გაცილებით გვიან აღმოაჩინეს. მათში ბევრია ისეთი გამოგონება, რომელიც იმ საუკუნისათვის ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. ლეონარდო და ვინჩის ცხოვრების წესიც უჩვეულო ჰქონდა: ის 4 საათში ერთხელ 15 წუთი იძინებდა და ამით ძილის ხანგძლივობა 8 საათიდან საათნახევრამდე შეამცირა. ამიტომ ამბობენ, რომ 67 წელი კი არა გაცილებით მეტი, 100 წელი იცოცხლა. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანსუა I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს დამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. და ვინჩიმ სიცოცხლის უკანასკნელი სწორედ იქ გაატარა. იმდროინდელი მსოფლიოს ფაქტობრივად ერთ-ერთი მბრძანებელი - ფრანსუა I დიდი სწავლა-განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ლეონარდოს ფასი კარგად იცოდა და თავისი მიწვევით ჩასულ გენიოსს დაუყოვნებლივ უბოძა "მეფის პირველი მხატვრის, არქიტექტორისა და ინჟინრის" წოდება. ამბობენ, რომ გენიოსმა მეფის ხელებზე დალია სული. ლეონარდოს გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ მასზე დაწერენ: "მეფეს ძალიან უყვარდა ლეონარდო და იმდენად სცემდა პატივს, იშვიათი იყო დღე, სასაუბროდ არ სწვეოდა. ხელმწიფეს არ სჯეროდა, რომ ასეთი ადამიანი ოდესმე კიდევ შეიძლებოდა მოვლენოდა სამყაროს"... შეუძლებელია, ფრანსუა I-ს არ დაეთანხმო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:”მე ვაწყენინე ღმერთს და კაცობრიობას რადგან ჩემი ხელოვნება არ იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო” ჯოკონდა "მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო! ნახატის კომპოზიციიდან ჩაAნს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი. "მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „ჯოკონდა“ და ვინჩის ავტოპორტრეტია... საიდუმლო სერობა "საიდუმლო სერობა" მილანში, სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის ჩრდილო ფასადზეა გამოსახული. ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და ფრესკა ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც "საიდუმლო სერობა" ხშირ რესტავრირებას საჭიროებს. ფრესკის შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა: ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და ლეონარდომ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! - კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს. - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა... და ვინჩის წინასწარმეტყველებანი -დავინახავთ როგორ გაგლეჯს ლომის მოდგმა მიწას თავისი ბრჭყალებით და ამოთხრილ ორმოებში დაიმარხავს თავის თავს იმათთან ერთად ვინც მას ემორჩილება. გასკდება მიწა, ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები. ისინი გასაოცარი ნახტომებით მიესევიან ხალხს და მხეცური ჯიჯგნითა და სისხლის ღვრით შეჭამენ მათ. ჰაერში იფრენს ფრთოსანი ბოროტი ჯიში,ისინი მიესევიან ხალხსა და ცხოველებს და მათით გამოიკვებებიან შემზარავი კივილით. -დავინახავთ, როგორ გადმოედინება სისხლი ხალხის დაფლეთილი სხეულიდან. ადამიანები ისე ცუდად იქნებიან, რომ თავისივე ხელებით მოიქავებენ წყლულებს და თავის თავს ავნებენ. მცენარეები ფოთლების გარეშე დარჩებიან, ხოლო მდინარეები დინებას შეწყვეტენ. წყალი ამაღლდება მაღალ მწვერვალებამდე და ისევ დაეხეთქება ადამიანთა საცხოვრისს. ადამიანები თავის სანოვაგეს გადაყრიან, იმიტომ, რომ ის სიკვდილი იქნება. -მიწა გადაიშლება… ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება. -ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე. -დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ -დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი. -მე ვხედავ ხალხს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს, გაკოჭილებს ძლიერად ხელფეხში, რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით და სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის ცრემლიანი ბღავილიღა დარჩენიათ. -ბევრი იქნება ისეთი, რომელსაც არც თავისი წარსული და არც ვინაობა ახსოვს. ისინი იწვებიან ნახევრად-მკვდარ ხალხთან და ეძინებათ ფრინველთა ფრთებზე. -ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკება ქვეყნიდან ქვეყანაში, ისე რომ მათ ხმას ვერც გაიგონებენ. -თუკი ადრე იყო დრო, როდესაც ქალიშვილებს თავი უნდა დაეცვათ კაცებისაგან ქორწილამდე, შემდგომში აუცილებელი იქნება, მშობლებმა ფული გადაუხადონ კაცებს, რომ ისინი დაწვნენ მათ ქალიშვილებთან. -ხალხი ივლის და არ იმოძრავებს, ილაპარაკებს იმასთან, ვინც არ არის, გაიგონებენ მის ხმას, ვინც არ ლაპარაკობს. -თვალსაჩინო იქნება ფორმები და ფიგურები ცხოველებისა და ადამიანებისა, რომლების დასდევენ ამ ადამიანებსა თუ ცხოველებს. ისინი მათ იქ გაყვებიან სადაც წავლენ, მაგრამ გასაკვირი ის ფორმები იქნება, რომლებშიც გადავლენ ფიგურები. -ადამიანთა მოდგმა იქამდე მივა, რომ ერთი ადამიანი ვერ გაარჩევს მეორეს საუბარს – უფრო სწორედ გერმანელი თურქისას. -ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ განადგურდება და დაიმსხვრევა მათი ნამოქმედარი და ნამუშევარი. -დაიღუპება უამრავი ადამიანი, ხოლო მიწაში იქნება უამრავი ორმო. -მხეცების ტყავი გამოიყვანს ადამიანს მდუმარებიდან და მიიყვანს ლანძღვამდე და ჩხუბამდე. -შესამჩნევი იქნება, როგორ გადაწყვეტს მკვდრის ძვალი მისი მამოძრავებლის სიცოცხლეს. -წყალი იქნება აშკარა მიზეზი უამრავი სიცოცხლის დაღუპვისა და ქალაქების დატბორვისა. -შიმშილის გამო ხალხი აიტანს დარტყმას, ლანძღვას, გინებასა და ჩხვლეტას. -ძნელი შესამჩნევი არ იქნება, თუ როგორ ებრძვიან უშველებელი გველები არანაკლები ზომის ფრინველებს. -ტყე დაბადებს ნაშიერს, რომელიც იქნება მისი სიკვდილის მიზეზი. ციტატები -სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე. -ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას. -ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება. -როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს! -ცხოვრება სულაც მოგეჩვენება მოკლე, თუკი მას საინტერესოდ გაატარებ. -ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს, მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს. -ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის. -დიდება შრომის ხელშია. -სიბრძნე - გამოცდილების ასულია. -მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს. -თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი. -ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ. -მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩითი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა. -მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები - ღმერთის მეგობრები არიან. -ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს. -თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას. -დასაწყისში უფრო ადვილია წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ბოლოში. -ცდას ადამიანი არასდროს არ შეყავს შეცდომაში -ვინც ცდისგან იმას მოითხოვს, რისი მოცემაც არ შეუძლია, მას ტვინი აქვს ნაღრძობი. -მეცნიერება სარდალია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცი -ჯერ შეისწავლე მეცნიერება, შემდეგ იბრძოლე პრაქტიკისთვის, რომელიც ამ მეცნიერებიდან გამომდინარეობს. -ბედნიერება იმას ენიჭება, ვინც ბევრს შრომობს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი