![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს??? |
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
რა შვიდგზის რა სისულელეა ეს რიტუალები არ არის მთავარი ღმერთისთვის, მისთვის მთავარია წრფელი გული , რადგან თუკი შენ მთელი გულით სთხოვ უფალს , რა არ გაპატიებს? ! აბა დაფიქრდი რამხელა სიყვარული გამოავლინა როცა შენთვის საკუთარ არსზე ზემდგომი და ძვირფასი გაწირა?
![]() მე წავედი ფორუმიდან და ამიერიდან უფრო გულისყურით მოვუსმენ უფლის ხმას რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს მოუწოდებს რომ მოინანიოს და გული მოიდრიკოს მისკენ და მისი სახიერების წინაშე ![]() ჭეშმარიტება არც აქ არის , არც მართლმადიდებლობაში არც კათოლიკობაში არც პროტესტანტიზმში და არც რომელიმე ქრისტიანულ დენომინაციაში , ეს ყველაფერი სიყალბეა და სიცრუე , მთელი ქვეყნიერება სიცრუის მორევში ცურავს და მთლიანად ბოროტებაშია დანთქმული. ჭეშმარიტება მხოლოდ იქ არის სადაც ეძიებენ სადაც სურთ რომ უფალი იგრძნონ და მოძებნონ და განიცადონ ის უდიდესი ბედნიერება რასაც უფალთან ერთად ყოფნა ქვია ! სადაც მე ვარ ჩემი მსახურიც იქვე იქნება , აი ასე ბრძანა უფალმა და ის აუცილებლად მიგიღებს და ჩაგიკრავს გულში თუკი შენ მას მთელი გულით მოძებნი ! მე მას მთელი გულით ვეძებდი მაგრამ ვერ ვპოვე , მაინც ვერ მივედი ჭეშმარიტებამდე და მერე მივხვდი რომ პრობლემა თავად ჩემშია , რადგან როცა მგონია რომ უფალს გულით ვეძებ , თურმე ეს სულაც არ არის ასე ! ეს ხიბლის მდგომარეობაა , როცა გგონია რომ უფლის ჭეშმარიტი მაძიებელი ხარ. ჭეშმარიტი მაძიებელი მაშინ ხარ როცა უფალი თავად მოგიწოდებს და გეტყვის რომ შენ მზად ხარ , მის მისაღებად , რომ შენ აღარ ხარ ჩვილი და შენ შეგიძლია რომ გარკვეულ დონეზე მიიღო მისი მადლი და დიდება . ღმერთი არის კარგი , ის კეთილია და მას სურს რომ შენც ამგვარად იცნობდე მას, . სატანამ დაამახინჯა მასზე წარმოდგენა , შენში ჩათესა შიში და ბოროტება და შენი გონება გადაიტანა სხვა რამეზე ნებისმიერზე, გარდა ღვთისა ! ის იყენებს ყველას და ყველაფერს რათა როგორმე შენი ყურადღება შენი გონება და გული მიდრიკოს სხვა რაიმესადმი , რომ შენ სხვა რამეს ან ვინმეს ადამიანს მიუძღვნა შენი თავი და არა ღმერთს, მაგრამ გახსოვდეს რომ შენში ღმერთმა ჩადო ძალაუფლება არჩევანისა , რისი გამოყენებაც შენ შეგიძლია ღმერთის სასარგებლოდ ., ნუ იტყვი _ მე არ შემიძლია ! შეგიძლია ! შენ ყველაფერი შეგიძლია , იმიტომ რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მუდამ შენთან არის, მას არ მიუტოვებიხარ და არც არასოდეს აპირებს შენს მიტოვებას. ის შენს მხარესაა და ის სატანის წინააღმდეგია და მისი წინააღმდეგობა იმდენად უსაზღვროა რომ იგი მთლიანად ახშობს სატანის ყოველგვარ მცდელობას ! ამიტომ ნუ შედრკები , იბრძოლე და ეძებე ღმერთი და შენ აუცილებლად იპოვი მას რადგან ის იმდენად თავმდაბალი და კაცთმოყვარეა რომ _ შენ ცოდვილი და უბადრუკი არსება , მისთვის ძვირფასი ხარ! შენ მას სჭირდები გესმის? ღმერთს რაში სჭირდება ვინმე ყოვლად ზეარსს? შეიძლება იკითხო , მაგრამ ეს ასე არ არის შენ მას სჭირდები და ის აუცილებლად მოგცემს გამოსავალს და აუცილებლად გაჩვენებს ჭეშმარიტების გზას , რომელზეც უნდა იარო მასთან ერთად დაუსრულებლად ა მ ე ნ ! pastor russell ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი