პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
qetevano |
Nov 23 2013, 12:21 AM
პოსტი
#2
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ილია II-ს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მიანიჭა
ილია II-ს სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა. ასოციაციის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატიო ჯილდო, დიპლომთან ერთად ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა საპატრიარქოში გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ: მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კინგ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი, ასევე სასულიერო პირები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და იურისტები. უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა პირებს. ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ დიდი ჯილდოთი ხვალ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დააჯილდოვებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ ჯილდოს წელიწადში ერთხელ ანიჭებს უმაღლეს სასულიერო და საერო პირებს, მათი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების სფეროში. შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა სამართლიანობის უმაღლესი ორდენის მინიჭების გამო და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მოულოდნელია მისთვის. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. "საქართველოს და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგესალმებით. ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ თქვენგან, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი, და მით უმეტეს, პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მართლაც, ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ყურადღებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით იმ დარბაზში, რომელშიც რომის პაპი იოანე პავლე მეორე მივიღე და მქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა. მინდა მოვიყვანო სიტყვები ნეტარი ავგუსტინესი: მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის. მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ძველი რომაელები ამბობდნენ "კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის კანონი და უნდა დავემორჩილოთ მას." ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, გვყავს ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვფიქრობთ, მშვიდობა იქნება ჩვენთან და მშვიდობას შევინარჩუნებთ. მადლობას ვწირავ მსოფლიოს იურისტთა ასოციაციას ამ ჯილდოსთვის", - აღნიშნა უწმინდესმა შეხვედრაზე. http://reportiori.ge/?menuid=3&id=8897 -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი