![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
თემას ვხსნი ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ერმოლაოს (ჭეჟიას) ასე ვთქვათ სტატიით. ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება.
ბერი ერმოლაოს ჭეჟია - თანამედროვე ოჯახები სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო ინგრევა 12:18 2013-11-20 ბერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან მისი სრული უგულებელყოფის გამო. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ერმოლაოსი სოციალურ ქსელში ტაბუირებულ თემაზე წერს. სასულიერო პირი წერს, რომ სექსუალურობის საკითხი, ტაბუირებული თემაა და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ნაწილისგან ამ თემაზე საუბრის გამო რისხვაც ელის. ბერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან მისი სრული უგულებელყოფის გამო. ბერი ერმოლაოსი ამ საკითხს ვრცელ წერილს უძღვნის: "ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას - სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე. მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ. არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთერთი საშუალება! ცოლქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია! მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველაფერი ცოდვაა!!! მოციქული პავლე ამბობს, რომ “ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს” რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ „ორნი გახდნენ ერთი“, რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული. სამწუხაროდ მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზირებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაცით არის განპირობებული, მაგრამ ქაწულობა ცხონების მხოლოდ ერთერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები. ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურადღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავისი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანეთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! უფალი როცა ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას. უმრავლეს შემთხვევაში, როცა ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ძალაუნებურად ვცდილობთ ჩვენი ეკლესიურობა მეუღლესთან ურთიერთობაშიც დავაფიქსიროთ და ნელ-ნელა ვახდენთ მეუღლეთა ხატიზაციას და სექსუალურ ცხოვრებას ჩვენი ეკლესიურობისთვის შეუთავსებელ ქცევად მივიჩნევთ, რითაც უზარმაზარ უფსკრულს ვთხრით არა მართო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, არამედ ჩვენს მეუღლესა და ეკლესიას შორის, რადგანაც ჩვენს პარტნიორს თავისი სექსუალური უფლების შელახვის მიზეზად ჩვენი ეკლესიურობა ევლინება. რითაც ვაძულებთ ჩვენს მეუღლეს ეკლესიას და თვით ღმერთს. ქორწინების საიდუმლოს მთავარი აზრი ორი შეყვარებული სულის ცხონების საქმეში გაერთიანებაა ურთიერთდახმარების მიზნით. სექსუალურობა კი ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში უმთავრესი იარაღია! სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას, და ქმნის სულთა შერწყმის იდეალურ წინაპირობას! ამიტომ უდიდესი ცოდვაა მეუღლის ღალატი, მისი სექსუალური უფლებების დარღვევა! თანამედროვე ოჯახთა უდიდესი ნაწილი დღეს ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან, ამა თუ იმ მიზეზით, მისი სრული უგულებელყოფის გამო. შეხედეთ თქვენს მეუღლეს, გაიხსენეთ რამდენი უძილო ღამე გითენებიათ მასზე ფიქრში, რამდენი სიხარული და ტკივილი გადაგიტანიათ ერთად, რამდენი გულის საიდუმლო გაგიზიარებიათ მისთვის და თქვენ დამეთანხმებით, რომ თქვენი სულის ცხონების საქმეში ვერავინ შეგეწევათ ისე, როგორც იის უახლოესი ადამიანი. მოეფერეთ მას, გაუფრთხილდით მას და ნუ მოპარავთ მას იმ სიხარულს, რომელიც მისთვის ღვთისგან ნაკურთხია და ვინ იცის, იქნებ ის გახდეს თქვენი ერთად ერთი გამართლება ღვთის წინაშე.“- წერს სასულიერო პირი ერმოლაოს ჭეჟია. http://newposts.ge/?l=G&id=23854 |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
რა კარგ რამეს გადავაწყდი . ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორის კომენტარს ამ ვიდეოზე : ,, სექსუალურად დაკმაყოფილებული კარგი მეუღლე და მშობელია? იცი რას ნიშნავს სექსუალური დაკმაყოფილება? ის თუ იცი, რომ ასეთი რამე დროებითია და სინამდვილეში სექსუალური დაკმაყოფილება არ არსებობს და სულ ახალს ითხოვს ხორცი? ის თუ იცი, რომ ხშირი დაკმაყოფილების მერე სექსუალური ფანტაზიები იხსნება, რაც ყველა ადამიანურ ფანტაზიაზე ძლიერია და საშინელი? აქ ან რაღაცაა დასაკონკრეტებელი, ან აბსოლუტურად უცხოა საღი აზრისაგან!!!! '' მხოლოდ ერთ პარალელს გავავლებ აქ, ღმერთმა მოგვცა შიმშილის გრძნობა და გვითხრა იკვებეო, მაგრამ მუცელი აიღორეო მას ნამდვილად არ უთქვია, ასევე არის თანაცხოვრებაც, ღმერთმა მოგვცა ეს სურვილი თანაცხოვრების და იცხოვრეთო თქვენს მეუღლეებთან, იმდენჯერ რამდენჯერაც ისურვებთ, არანორმალურობა და გაუკუღმართება მას არ უკურთხებია ცხადია. ყველაფერშია ზომიერება საჭირო. ეს ისევეა, ცხოვრებაში ტორტის ჭამა რომ აუკრძალო თავს, რადგან "პური ჩვენი არსობისა" ნამდვილად არ არის! მაპატიე გურამ, მაგრამ ზომიერება უკვე თითოეული ადამიანის და წყვილის გადასაწყვეტია და ცხადია ღვაწლია თავშეკავებაც, მაგრამ არა სავალდებულო, ნუღა ამახსნევინებ მეტად. ჩემი კიდევ ერთი ლექტორის კომენტარი ვნახე ამ ვიდეოზე : ,,ვიცნობ მაგის ცოლს (სამწუხაროდ). ერთი ლამაზი და ...ქალია, მიტოვებული და გაჭირვებისა და მარტოობის ვერამტანი... ჰოდა, რა აზრი აქვს ახლა მაგის შეგონებებს...მით უმეტეს, ასეთ დელიკატურ საკითხზე . '' არ ვიცი ეს კომენტარი ვისია, მაგრამ უზნეობა ადამიანის, მითუმეტესდ ბერის მეუღლეზე ასეთი რამის წერა და არაფერს შუაში არაა ეს საკითხი თვითონ ამ ბერთან!!! სირცხვილია მართლა, ასეთი რაღაცეების წამოძახება საჯაროდ!!! qetevano იმიტომ არის ტაბუდადებული ქეთი, რომ ხომ ხედავ რამდენ ადამიანს გაუჩნდა უკვე სურვილი გააკრიტიკოს ეს ბერი? გაღიზიანდნენ ამხელა გამოხმაურება რომ პოვა მის სიტყვებმა? და რატომ პოვა ამხელა გამოხმაურება? ანუ, აწუხებს საზოგაოებას ეს საკითხი ხომ? ესეიგი არასაკმარისად ყოფილა მაინც მასზე მსჯელობა და მრევლის გათვითცნობიერება. ![]() სამწუხაროდ არასორედ გამიგე ![]() აქ კი შემდეგს ვგულისხმობდი : მარხვაში ადამიანი უნდა შეეცადოს ხორციელი სიამოვნებისგან თავი შეიკავოს (ჩემი აზრით მარხვის ერთ-ერთი მნიშვნელობაც ეს არის) და აუკრძალოს თავის თავს ზიანების წინა დღეს ასევე სასურველია დიდი მარხვის პირველა-ბოლო კვირას თუ სექსუალური ურთიერთობისგან თავს შეიკავებ. აუცილებლად თავშეკავება კი იმიტომ ვახსენე რომ სხვადასხვა დაავადების დროს არის შემთხვევები როდესაც ექიმის მიერ ხდება სექსულური ურთიერთობის "აკრძალვა" . უბრალოდ აღარ განვავრცე წინა პოსტი და მეგონა გასაგებად დავწერე თურმე შევცდი. პ.ს არსებობს ამ საკითხზე საკმაოდ კარგი სტატია რომელიც ფორუმზე ადრე დავდე, შეიძლება შენ არ მიგიდევნებია თვალი იმ დროს ჩემი პოსტებისთვის. სამედიცინო აკრძალვა არაფერ შუაშია თემასთან, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ. მეორეც, ერთია თქვა სასურველიაო და მეორე ვალდებული. იხილე დავითის კომენტარი: k@the მეც არაერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ადამიანს გონია (ასე უთხრეს, ანდა ეს ზოგადი გავრცელებული შეხედულებაა), რომ მარხვაში თანაცხოვრება აკრძალულია. ამაზე ეკლესიის პასუხი ცალსახაა, რომ ეს მხოლოდ ცოლისა და ქმრის საქმეა და არა ვიღაც მესამის. თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, რომ მარხვაში თავშეკავება მართებთ, ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთშეთანხმებით, ისინი უარს ამბობენ თანაცხოვრებაზე მარხვაში. მაგრამ თუ ეს არ შეუძლიათ, ეს ცოდვა და დანაშაული არაა, უბრალოდ თავშეკავება გარკვეული ღვაწლია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
MIRDAT |
![]()
პოსტი
#3
|
![]() MIRDAT ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 ![]() |
მხოლოდ ერთ პარალელს გავავლებ აქ, ღმერთმა მოგვცა შიმშილის გრძნობა და გვითხრა იკვებეო, მაგრამ მუცელი აიღორეო მას ნამდვილად არ უთქვია, ასევე არის თანაცხოვრებაც, ღმერთმა მოგვცა ეს სურვილი თანაცხოვრების და იცხოვრეთო თქვენს მეუღლეებთან, იმდენჯერ რამდენჯერაც ისურვებთ, არანორმალურობა და გაუკუღმართება მას არ უკურთხებია ცხადია. ყველაფერშია ზომიერება საჭირო. ეს ისევეა, ცხოვრებაში ტორტის ჭამა რომ აუკრძალო თავს, რადგან "პური ჩვენი არსობისა" ნამდვილად არ არის! ზომიერება უკვე თითოეული ადამიანის და წყვილის გადასაწყვეტია და ცხადია ღვაწლია თავშეკავებაც, მაგრამ არა სავალდებულო, ნუღა ამახსნევინებ მეტად. მომწონს ეს პარალელი. ბევრი რამ იხსნება ამით. P.S. თან ზოგი ხო იცი როგორია, ჭამს და არ სუქდება ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 08:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი