პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Nov 23 2013, 11:51 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გიორგობასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში იქადაგა.
ილია მეორემ სრულიად საქართველოსთვის გიორგობის მილოცვისას, ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ დღეს ულოცავს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ყოფილ პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილს და ედუარდ შევარდნაძეს. ილია მეორემ მთავრობის წევრებსაც მიულოცა გიორგობა, საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მცხეთაში იმყოფებოდა და მის წინამორბედს ბიძინა ივანიშვილს. "ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა და მისის სიმდიდრე უპირველს ყოვლისა სულიერ სიმდიდრეშია. ჩვენი ენა, კულტურა, ლიტერატურა, ფილისოფია, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და წმინს გიორგი ლოცვით საქართველო შეინარჩუნებას ამას, იმიტომ, რომ საქართველოს მფარველია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი[...] საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალი რეგიონი. საქართველო აყვავდება, გაბრწყინდება.შემთხვევით არ არის იოანე ზოსიმე, რომ ამბობს ”სახარებასა შინა, ამას ენასა, ქართულ ენასა ლაზარე ჰქვია" ლაზარე გაცოცხლდა, აღდგა მკვდრეთით, ასევე აღდგება საქართველო და ჩვენი ენა, კულტურა და მეორედ მოსვლის დროს, როგორც ამბობს იოანე ზოსიმე მთელი მსოფლიო განკითხული იქნება ქართულითა ენითა"– განაცხადა ილია მეორემ. აღნიშნული განცხადების შემდეგ ილია მეორემ მპრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, ეკლესიიდან მიელოცა დღესასწაული ქართველი ხალხისათვის. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამრჯვების სიმბოლოა. პრემიერმა ილია მეორისაგან საჩუქრად ჯვარიც მიიღო. დღევანდელი დღის ფარგლებში რამდენიმე გვარი და ახალი ეპისკოპოსიც აკურთხეს, რომელიც მარნეულის ეპისკოპოსი იქნება. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25683/..._ref_map=%5B%5D -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი