საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
ალექსანდრე |
Oct 4 2006, 05:58 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი
ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა მაშ ასე გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. _ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე. ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა. - იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე? - ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო. შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო... - ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს? -ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს.. - შენ გინახავს ის კატა? -კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს -რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები? -სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო. ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა. - ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ? -მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს. -ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ? -არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის. -სად იყრიან თავს? ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ. -როგორ, შენც სთხოვე დახმარება? -(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა. -ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს? -კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ. -ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო? -დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
G_saxva |
Nov 25 2013, 12:25 PM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ინტერნეტჰიტი: ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან
სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს ბლოგერ აკა სინჯიკაშვილის "ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან". Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტექსტს. "დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი, კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა... ეხლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და გადავწყვიტე წერილი მოგწეროთ მე არამიშავს, კარგად ვარ. ერთ-ერთ უბანში თხუთმეტი კვადრატული მეტრი ოთახი ვიქირავეთ და ეხლა ერთად ვცხოვრობთ მე, ლუსი, ლიანგი, ტენგი, ჩანგი, დინი, ხაი შანგი, ვონგი, და სანგი. წამოსვლამდე, რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა: ქუჩაში სულ ბრიუს ლის მეძახიან. ბავშვები მეკითხებიან, შენ მოერევი, თუ რემბოვო. ჩვენს დადგმულ დახლს, რომლის აწყობას მთელ დილას ვანდომებთ, მოვლენ და ხუთ წუთში გვაშლევინებინებენ; ერთმანეთზე გაბრაზებულები მე მირტყამენ. შენი და მამას დამზადებული იტალიური ფეხსაცმელები კარგად იყიდება. უფრო კარგად რო გაიყიდოს, ვამბობ: "მოპარულია" - რაღაც ჯადსნური სიტყვაა ალბათ. ჩვენი სახლის დიასახლისიც დაბალი და ღარიბია, ჩვენი კარგად ესმის. თვითონ ქვეყანა ძალიან პატარაა და ცოტა ხალხი ცხოვრობს. დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენს სოფელში. უცნაური ხალხია. მაგალითად ერთი კვირის წინ ვნახე როგორ მოკლა ცემით ერთმა ბიჭმა მეორე დედის შეგინებისთვის და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბავს და თან თავის საკუთარ დედას აგინებდა. ვნახე, როგორ სვამდა ერთი კაცი ორ ლიტრიანი სასმისით და თითებში სიგარეტით ჯანმრთელობის სადღეგრძელოს; ვნახე ბანანების გამყიდველი, რომელსაც ბანანი არასოდეს უჭამია, იმიტომ, რომ ძვირი ღირს; ვნახე ყურძნის არაყი, რომელიც ბაზრობაზე ერთი ჭიქა ათი ცენტი ღირს და ზუსტად იგივე არაყი კაფეში - ათი დოლარი; აქ ძალიან ღარიბები და გაჭირვებულებიც, კი მსუქნები არიან; ჩვენ ჩუსტებს, კეტებს და წებოს აქ სხვანაირად აფასებენ - ძვირი ღირს. არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს შიმშილით, როცა ამდენი უპატრონო ძაღლი დარბის ქუჩაში. ჩემს უბანში თხუთმეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ვაჭრობა ცუდად მიმდის და ექვსიღა დამრჩა. უკვე აცივდა და ბუზებიც აღარ იშოვება. იმ დღეს ბაყაყით სადილის მომზადება მინდოდა, მაგრამ აქაურებმა არ დამაკვლევინეს - "წვიმა მოვაო." ქართული უკვე კარგად ვისწავლე. ლაპარაკი ცოტა მიჭირს, მაგრამ ყველაფერი კარგად მესმის, რასაც მეუბნებიან. ძირითადად მაგინებენ, ხოლმე, მაგრამ აღარ მწყინს. აქ ყველა ერთმანეთს აგინებს. ტყუილი უყვართ ძალიან. ყველა ცდილობს მოგატყუოს. თავიდან ესეც მწყინდა, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს და აღარ მწყინს. ნაცნობი ბევრი არ მყავს, მაგრამ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ვერ ვარჩევ ხოლმე, რომელი რომელია - ყველას მრგვალი თვალები აქვს. სადაც ვცხოვრობთ, ამ ქალაქს თბილისი ჰქვია და აღმოსავლეთის, ანუ აეროპორტის მხრიდან ძალიან ლამაზია. შუაში მდინარე ჩამოუდის, რომელშიც ნაგავს ყრიან და თავს იხრჩობენ. დიასახლისმა ჩვენი ოთახიდან მაცივარი გაიტანა. შეგიძლია ხუნხუაც გამოუშვა, ისიც დაეტევა. აქ რომ ჩამოვა, სანამ მიპოვის, ფრთხილად იყოს. ამათ, როცა მთვრალები არიან, ჩხუბი იციან, თუმცა ფხიზლები არაფერს დაგიშავებენ, მარტო შეგაგინებენ და მორჩა. ვაგზლის ბაზრობა იკითხოს და ადვილად მომაგნებს. ეს არის სულ დედა მერე კიდევ მოგწერ, როცა დრო მექნება. გკოცნით ყველას. თქვენი ტობი ვონგი." ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/91038-int...l#ixzz2ldyL6rgp მე მაგრად მომეწონა თქვენც გადახედეთ დღევანდელ საქართველოსდ აინახავ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი