IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმა ქრისტეს შესახებ
tedo881
პოსტი May 31 2012, 10:20 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332



მაინტერესებს ძველ აღთქმაში კონკრეტულად სად გვხვდება წინასწარმეტყველებები ქრისტეზე, ქრისტეს ცხოვრებაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ალექსანდრე
პოსტი Nov 26 2013, 01:27 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ახლა კი ვნახოთ ზოგიერთი წინასწარმეტყველება რომელიც ეხება იესო ქრისტეს ცხოვრებას:
ესაია წინასწარმეტყველი მესიის ქალწულისაგან შობის შესახებ გვიცხადებს: „ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს, აჰა, ქალწული მუცლად-იღებს და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“ (ესაია 7:14)
წინასწარმეტყველი მიქეა მიგვითითებს ადგილს სადაც უნდა იშვას მესია: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან„ (მიქეა 5:1)
იგივე ესაია წინასწარმეტყველი განჭვრეტს რა იესოს საქადაგებლად გამოსვლას, წარმოთქვამს: „უთხარით სიონის ასულს, აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წინაა მისი გასამრჯელო!“ (ესაია 62:11)
ის ასევე გვიცხადებს სასწაულების შესახებ, რომლებსაც მოახდენს მაცხოვარი: „ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:4-6)
წინასწარმეტყველი ზაქარია გვაუწყებს იერუსალიმში მესიის დიდებით შესვლის შესახებ: „იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო, აჰა, შენი მეუფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე“ (ზაქარია 9:9)
მაცხოვრის დიდებით შესვლა, სიონის ასულების ეს სიხარული აშფოთებს მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს. ისინი თათბირობენ როგორ დაღუპონ იესო. მაგრამ ის რაც მათ უნდა თქვან თათბირის დროს, უკვე დიდი ხნით ადრე არის ჩაწერილი „სიბრძნე სოლომონისაში“: „საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტვირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს. აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის, რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი. მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს როგორც უწმინდურობას. ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს: ჩემი მამააო ღმერთი. ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას. თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელიდან. გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ. სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ“ (სიბრძნე სოლომონისა 2: 12-20)
ფსალმუნთმგალობელი დავითი განჭვრეტს, რომ იესოს გამცემელი მისი ახლობელი ადამიანი იქნება: „ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ“ (ფს. 40:10)
წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველებს, რომ იუდა გაყიდის თავის მასწავლებელს 30 ვერცხლად, შემდეგ ამ ვერცხლს ტაძარში დააბნევს და რომ ამ ვერცხლით ნაყიდი იქნება მეკეცის მიწა: „და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში“ (ზაქარია 11:12, 13)
ესაია ხედავს ტანჯვას, რომელსაც მესია განიცდის: „ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის. არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან“ (ესაია 50:6); „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე, კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ (ესაია 53:7)
დავითის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, როგორი სიკვდილით მოკვდება ქრისტე, როგორ გაიყოფენ მის შესამოსელს, როგორ დაიტანჯება ჯვარზე წყურვილით და როგორ შეასმევენ მას ძმარს: „ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე“ (ფს. 21:17-19); „დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა. ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი“ (ფს. 68:21-22)
ესაია წინასწარმეტყველი საუბრობს ქრისტეს დაკრძალვის ადგილზეც კი: „მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში“ (ესაია 53:9)
მოსე მიიყვანს რა ებრაელებს აღთქმულ მიწამდე, გარდაცვალების წინ აფიცებს მათ, რომ უსმინონ უფალი ღმერთის ხმას, დაიცვან მისი მცნებები და აღუთქვა მათ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე: თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას: - თქვა მოსემ: - „და არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა. წყეული იქნები ქალაქად და წყეული იქნები ველად“ (ΙΙ რჯ. 28:15-16); ჩამოთვლის რა მაშინ ყველა წყევლას და უბედურებას რომელიც შეემთხვევათ ებრაელებს თუ ისინი არ მოუსმენენ უფალი ღმერთის ხმას, მოსე სხვათაშორის ამბობს: „გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე...., მაგრამ ვერ იგრძნობ შვებას ვერც იმ ხალხში.... და შიში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო“ (ΙΙ რჯ. 28:64-65)


Борис Ильич Гладков. "Толкование Евангелия"
თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ




--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 04:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი